Hybrid-Theoryროტორი არის პატარა ზომის დისკი, რომელიც ბორბალზე მაგრდება და უშუალოდ ამ როტორზე ზემოქმედებით ხდება მთლიანი თვლის გაჩერება, ანუ, როგორც ავტომობილებსა და მოტოციკლეტებს აქვთ:

დისკურ მუხრუჭს რაც შეეხება, ამ დროს ხუნდები თვითონ ბორბალზე (დისკზე) ახდენს ზემოქმედებას:

დისკურ მუხრუჭს ასევე v-brake - საც ეძახიან.
ითვლება, რომ როტორული ტიპის მუხრუჭი უკეთესია, რადგან წვიმაშიც და სისველეშიც კარგად მუშაობს, ასევე, თუ თვალი უსწორმასწოროა, ეს მუხრუჭის ეფექტურობაზე გავლენას არ ახდენს.
როტორული (ისევე როგორც v-brake) მუხრუჭი შეიძლება იყოს მექანიკური და ჰიდრავლიკური.
ჰიდრავლიკური ბევრად ძლიერია მექანიკურზე, მაგრამ ძვირი სიამოვნებაა.
მეორადი ველოსიპედების მაღაზია, როგორც ასეთი, არა მგონია თბილისში არსებობდეს. უფრო ველო სახელოსნოებში ან ველო მაღაზიებში ექნებათ ალბათ. მაგრამ უფო დიდი არჩევანი ე.წ. ველო ბაზრობებზეა - ავეჯის სახლთან საბა, თბილისის ყოფილი ავტობაზრობის ტერიტორია, მგონი რუსთავის ავტობაზრობაზეც უნდა ჰქონდეთ ველოსიპედები. როცა საქმე მეორად ველოსიპედს ეხება, ფრთხილად უნდა იყო, რადგან ყველა გამყიდველი ცდილობს (თუმცა, იმედია არსებობენ კეთილსინდისიერი გამყიდველებიც) შეცდომაში შეგიყვანოს და ძვირად მოგყიდოს. ამიტომ სანამ მეორად ველოსიპედს იყიდი, სჯობს ვინმე მცოდნეს აჩვენო.
ისე, 800 ლარიან ბიუჯეტში mymarket-ზეც შეიძლება სასურველი ველოს არჩევა. ფილტრი დააყენე 600 - 1000 ლარის ფარგლებში და მოძებნი. არ გირჩევ 2 ამორტიზატორიანი (full suspension) ველოს ყიდვას, რადგან სავარაუდოდ ცუდი ნაწილები ეყენება და შედარებით მალე გაფუჭდება, ალბათ არც ჰიდრავლიკური მუხრუჭებით აღჭურვილი ველო მოგივა, მაგრამ 26-იან ბორბლებზე მექანიკური როტორებით წესით კარგი ჰარდთეილი უნდა აარჩიო, აი მაგალითად:







ველოსიპედის ტიპს რაც შეეხება, თუ ერთ გასვლაზე ძალიან დიდი მანძილების (50 კმ-ზე მეტი) დაფარვას არ აპირებ, ალბათ სჯობს სამთო (MTB) იყიდო, სამთო მაინდამაინც იმას არ ნიშნავს, რომ ტრასაზე ვერ ივლი, უბრალოდ, თუ დიდ პროტექტორიანი საბურავები გიყენია, ასფალტზე შედარებით სწრაფად გაიცვითება, თუმცა, მეორეს მხრივ, უნივერსალურია და ყველგან გამოიყენებ.
წარმატებებს გისურვებ