რა თემაში ან სად დამეხმარებიან ველოსიპედის არჩევაში?
სტილი - სამთო (მთაშიც ვივლი და ცუდ გზებზე დღეში შეიძლება 100KM-ც გავიარო და ესეთი დღეები ბევრი იქნება მის ტანჯულ ცხოვრებაში

)
ხარისხი რაც შეიძლება კარგი ფასიდან გამომდინარე, მირჩევნია ვიყიდო ძვირიანი და კარგი ვიდრე იაფად და არ გამომადგეს
წონა 125-130 KG უნდა ატაროს ხან 140-150 (ტვირთიანად)
ხშირად მოუწევს მაღალ სიჩქარეზე სიარული (ნუ 50-70) და 20-30 KM-სთ ცუდ გზებზე.
ფასი 300ლარს ზევით რა თქმა უნდა და მაქსიმუმი 700-1000
ახალი ვიყიდო თუ ნახმარი?
ამორტიზატორებიანი ჯობია მგონი, გამძლეა უფრო და რბილადაც ივლის
+ტალახში და თოვლშიც მოუწევს სიარული, ტალახით და მსგავსი რაღაცეებით რომ გამოეტენოსკბილანები და ეგეთი რაღაცეები და სადმე დამტოვოს არ მინდა, საიმედო უნდა იყოს და მუშა.
აბა რას მირჩევთ? ან ვინ მირჩევს?
Power is nothing without control...