
2:00 საათი / 13 ივლისი / დაბა გუდაური
მონაწილეობის მისაღებად მოგვწერეთ პირადში (https://www.facebook.com/GeorgianNationalTourismAdministration) ან დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995) 32 243 69 99. გთხოვთ მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია. მონაწილეებმა აუცილებელია თან იქონიოთ საკუთარი ველოსიპედი.
მონაწილეების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
ღონისძიების პროგრამა:
12:00 – 15:00 საათი
ველო მარათონი მოყვარულთათვის
მარათონში მონაწილეობას მიიღებს 50 მონაწილე. მთავარი ამოცანაა რაც შეიძლება მოკლე დროის მონაკვეთში დაიფაროს სპეციალურად შეჯიბრისათვის მოწყობილი, მარკირებული 4 კმ.-იანი მონაკვეთი. (სტარტი: სასტუმრო „მარკოპოლო“ - ფინიში: კაიშაურის ტბა).
15:30 – 16:30 საათი
საჩვენებელი შოუ ღონისძიების დამსწრეებისათვის
კაიშაურის ტბაზე მოეწყობა საჩვენებელი შოუ, რომელშიც პროფესიონალები მიიღებენ მონაწილეობას და გადალახავენ სხვადასხვა სახის ბარიერებს.
17:00 – 19:00 საათი
პიკნიკი ღონისძიების მონაწილეთათვის და დამსწრე საზოგადოებისათვის პიკნიკის დროს მოხდება გამარჯვებულის გამოვლენა და დაჯილდოება. მაღაზიათა ქსელისგან XTREME მას გადაეცემა 100 ლარიანი ვაუჩერი.