ცილებით მდიდარ ნაკლებად ცნობილ პროდუქტებს შევმატებ:
ფისტაშკები - 100 გრ.ზე - 20.8გრ. ც
ტუნეცის კონსერვი - 100გრ.ზე 23 გრ.ც
ცხვრის ან საქონლის ღვიძლი, რომელიც შეიცავს ვიტამინ ბ5ს, 100 გრამ პროდუქტზე 19-21 ც.
და პოპკორნი

100 გრამზე 12,7 გრამი ცილა
გოგრის მარცვალი 100 გრამზე 24,4 გრ.ცილა
მწვანე ჩაი დღეში ერთი ფინჯანი, მასში შემავალი კატეხინები ნივთიერებათა ცვლას უწყობს ხელს, ეხმარება ცხიმების წვას და ხელს უწყობს კუნთის შემდგომი შენების პროცესს.
ასევე რეკომენდირებულია ალუბლის წვენი, რომელიც არ ადუნებს კუნთს ვარჯიშის შემდგომ !დღეში ორი ჭიქა.
ყავა, რომელიც ვარჯიშის დაწყების წინ ხელს უწყობს მუსკულატურის მობილიზებას სავარჯიშოდ და ამცირებს ტკივილის შეგრძნებებს კოფეინის დახმარებით. ვარჯიშამდე 1 2 ფინჯანი.
იქნება და გამოგადგეთ
* * *
ძალიან მაგარი, დილას მისაღები ცილებით მდიდარი რეცეპტი უნდა დავწერო

50გ. შვრიას დავუმატოთ თითო თითო კოვზი: ქიშმიში, დაქუცმაცებული თხილი, თხილი ორი კოვზიც შეიძლება, , მერე დაასხით 100 გრ. რძე, ჩააჭერით ერთი ბანანი, ცოტა თაფლიც უყავით დაახლოებით ერთი ჩაის კოვზი, მერე ეს ყველაფერი აურიეთ ერთმანეთში, გააჩერეთ ერთი ოთხი წუთი და შეირგეთ. არის მაგარი გემრიელი, იოგურტივით, მაგარი ენერგიის წყარო და აფსოლიტურად ჯანსაღი ორგანიზმისთვის, გუნება განწყობას ამაღლებს მაგრად !. ერთ ჭიქა ფორთოხლის წვენი თუ დაემატება კიდევ ამ ყველაფერს , დილიდან კლდეს მოგლიჯავთ