#24541787 · 19 Mar 2011, 17:42 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ტექსტური-ტრანსლიაცია
. გუნდები მოედანზე გამოვიდნენ. ჰიმნები შესრულდა.
. მატჩი დაიწყო.
. 1 წუთი. შერკინება ჩვენ სასარგებლოდ დაინიშნა.
. 3 წუთი, საჯარიმო ჩვენ სასარგებლოდ. დარტყმას კვირიკაშვილი შეასრულებს
. 3 წუთი. კვირიკაშვილმა ზუსტად დაარტყა 0:3
. 5 წუთი. ბურთს რუსები ფლობენ. აუტი
. 6 წუთი. რუსები ხამაშურიძესთან დაჯარიმდნენ. ჩვენებმა ბურთი აუტში გაგზავნეს.
. 7 წუთი. რუსებმა შერკინების უფლება მოიპოვეს
. 10 წუთი. რუსების აუტის შემდეგ ბურთი ჩვენებს დარჩათ
. 12 წუთი. რაქიდან ბურთი მოვიგეთ, ხინჩაგაშვილი უტევს
. 12 წუთი. ჩვენი შეტევა არ გამოვიდა
. 14 წუთი. ჩვენი აუტი
. 15 წუთი. ძალიან კარგად შევიდა ლევან დათუნაშვილი
. 15 წუთი. რუსების შერკინება მათი 22-ის სიახლოვეს
. 16 წუთი. რუსებმა ბურთი ამოიტანეს
. 17 წუთი. რუსების შერკინება
. 18 წუთი. თამაშგარის გამო დავჯარიმდით
. 19 წუთი. ბურთი რუსებს აქვთ
. 19 წუთი. ჩვენი დერეფანი ჩვენს 22-თან
. 20 წუთი. მეტოქემ შერკინებიდან ბურთი კარგად ვერ გამოიტანა
. 21 წუთი. მარჯვენა ფლანგიდან ჩვენი ჯარიმა - მანძილი საკმაოდ შორია
. 22 წუთი. ვერ გავიტანეთ. თამაშს რუსები განაახლებენ
. 25 წუთი. ჩვენი აუტი მოვიგეთ
. 26 წუთი. დავჯარიმდით რაქში ბურთის ჩახვევისთვის. რუსებს კარგი ჯარიმა აქვთ - ცენტრში 40 მეტრიდან
. 27 წუთი. რუსებმა ჯარიმა გაიტანეს 3:3
. 29 წუთი. მოედნის ცენტრთან დავჯარიმდით. რუსები კარში ურტყამენ - მანძილი 50 მეტრზე მეტია
. 30 წუთი. ბურთი დიდი მანძილით ასცდა ჩვენ კარს
. 31 წუთი. შერკინება ჩვენ სასარგებლოდ
. 34 წუთი. ბურთი რუსებს აქვთ
. 36 წუთი. მორაგბეებმა ერთმანეთზე გაიწიეს - მცირე დაძაბულობაა
. 37 წუთი. მსაჯმა სიტუაცია განმუხტა. რუსების შერკინება
. 37 წუთი. რუსებმა ჯარიმა ვერ გაიტანეს. 22-იდან ჩვენ განვაახლებთ თამაშს
. 38 წუთი. ჩვენები ბურთს მოედნის ცენტრში დაეუფლნენ. შერკინება ჩვენ სასარგებლოდ
. 38 წუთი. რუსებმა ჩვენი დაცვის სიღრმეში გადმოკიდეს. ჩვენი აუტი
. 39 წუთი. აუტი მოვიგეთ, თამაში რაქში გადავიდა
. 39 წუთი. რუსებმა დერეფანი მოიგეს და გვაწვებიან
. 39 წუთი. რუსები არეკნს ურტყამდნენ, მაგრამ დავაფარეთ. მეტოქეს უკან დავახევინეთ
პირველი ტაიმი დასრულდა
თამაში განახლდა
. 41 წუთი. ჩვენ დავიწყეთ ბესო ხამაშურიძეს ნაცვლად მოედანზე მექა ურჯუკაშვილია
. 41 წუთი. რუსების აუტი
. 42 წუთი. რუსები შეტევაში დაჯარიმდნენ. შერკინება ჩვენ სასარგებლოდ
. 43 წუთი. გორგოძემ შერკინებიდან კარგად აიტაცა ბურთი. ვუტევთ
. 44 წუთი. მოკლე-მეკლე დარტყმებით წინ მივიწევთ.
. 44 წუთი. 22-თან ვეძალებით
. 44 წუთი. 22-ში შევედით. ზირაქაშვილი მაგრად აწვება!!!
. 45 წუთი. ჩვენების მრავალფაზიანი შეტევა. 5-მეტრიან ზოლთან ახლოს ვართ
. 46 წუთი. ძალიან ახლოს ვართ!!!!!!!!!!! ზირაქაშვილია ბურთით, ლელოს ხაზამდე 4 მეტრი დაგვრჩა
. 47 წუთი. ჩვენი შერკინება
. 48 წუთი. ზირაქაშვილს სამედიცინო დახმარება დასჭირდა
. 48 წუთი. 5-მეტრიანთან ჩვენი შერკინებაა - მაგარი შანსია ლელო გავიტანოთ!
. 49 წუთი. რუსებმა შერკინება ჩააქციეს
. 49 წუთი. დავძარით შერკინება
. 50 წუთი. ტექნიკური ლელო დავდეთ - 3:8!!
. 51 წუთი. კვირკაშვილის ზუსტი რეალიზაცია 3:10!!!!
. 52 წუთი. ჩვენ 22-თან რუსები დაჯარიმდნენ. ბურთს აუტში გადავიტანთ
. 54 წუთი. რუსებმა კარგი ჯარიმა მიიღეს
. 54 წუთი. რუსებმა ჯარიმა ვერ გაიტანეს
. 55 წუთი. ჩვენი შერკინება, გორგოძემ აიტაცა ბურთი
. 56 წუთი. თამაში რუსების მოედანზეა
. 57 წუთი. მეტოქის მოედანზე შერკინება მივიღეთ
. 58 წუთი. ბურთს ჩვენ ვაკონტროლებთ.
. 58 წუთი. ბურთი წინ გაგვირდა
. 60 წუთი. დავჯარიმდით. რუსებს დარტყმის კარგი შანსი აქვთ
. 61 წუთი. რუსებმა ჯარიმა გაიტანეს - 6:10
. 62 წუთი. რუსები დაჯარიმდნენ - კარამდე 45-47 მეტრია
. 64 წუთი. ბურთს მერაბ კვირიკაშვილი ურტყამს. სამწუხაროდ ასცდა
. 65 წუთი. კიდევ ერთი კარგი ჯარიმა რუსებს
. 66 წუთი. რუსებმა ჯარიმა გაიტანეს 9:10
. 67 წუთი. ჩვენი აუტი მოედნის ცენტრთან. ბურთი მოვიგეთ.
. 68 წუთი. მოლით 20-მდე მეტრი ვიარეთ - 22-მდე მივედით
. 69 წუთი. რუსები ჯარიმდებიან. მოედანზე გაწევ-გამოწევაა
. 72 წუთი. თამაში განახლდა. მოლის ჩაქცევისთვის რუსები დაჯარიმდნენ. ჩვენი აუტია
. 72 წუთი. მოლით მივაწექით - ჯაბა ბრეგვაძის ლელოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო!!!!! 9:15
. 73 წუთი ლაშა მალაღურაძემ რეალიზაცია ვერ გამოიყენა
. 75 წუთი. რუსები დაჯარიმდნენ
. 78 წუთი. ბურთს ჩვენ ვაკონტროლებთ. რუსი მორკინალები ვეღარ გვიძლებენ
. 78 წუთი. 22 ხაზთან მოლით მივიწევთ, რუსები ვერაფერს გვიპირისპირებენ.
. 80 წუთი. დავჯარიმდით.
. 80 წუთი. მატჩი დასრულდა.
საქართველოს ნაკრების ყველა გულშემატკივარს გილოცავთ ამ გამარჯვებას!!!
|