AdzaGoogle Translate
როგორ მუშაობს?
Google, Google, Google… საძიებო სისტემა, Google პლანეტა და ა.შ. ახლა კი ეს უნიკალური სათარგმნი სერვისი. მაინც რა ხდება შიგნიდან, უცხოეთში უკვე ხუმრობენ კიდეც იმაზე, რომ Google უცხოპლანეტელების დახმარებას იღებს, მაგრამ სერიოზულად რომ განვიხილოთ – მისი პროდუქტები უბრალოდ გულმოდგინე შრომის, ცოდნის, შემართებისა და ჭკვიანი ადამიანების სინთეზის შედეგია. ამ სტატიაში კი Google Translate-ს განვიხილავთ.
მაშ ასე: როგორ მუშაობს ის?
როდესაც Google Translate-ის მიერ თარგმნა გენერირდება, სისტემა ავტომატურად ამოწმებს ასობით მილიონ დოკუმენტს რათა დაეხმაროს თავის თავს გადაწყვიტოს – რომელია საუკეთესო ფრაზა, სიტყვა თუ სხვ. კონტექსტის მიხედვით. აღმოაჩენს რა ამ სტრიქონებს, Google Translate იღებს ინტელექტუალურ გადაწყვეტილებებს. სათარგმნი წინადადებების მთელ ინტერნეტ სივრცეში მოძებნას ჰქვია “სტატიკური თარგმნა”. იმის გამო, რომ თარგმნა ხორციელდება კომპიუტერების მიერ, ნათარგმნის 100% სწორი ვერ იქნება. რაც მეტი იქნება ინტერნეტში ადამიანის მიერ ნათარგმნი სტატია – მით სწორად იმუშავებს ეს სისტემა.
და მაინც.. ვერ გავიგე!
არც არის გასაკვირი, ეს ინფორმაცია მხოლოდ პროგრამისტს თუ მიახვედრებს რამეს, ამიტომ დეტალურად განვიხილავ.
ალბათ, როდესაც გადაწყვეტთ ვინმესთვის ენის სწავლას, პირველ რიგში ასწავლით ცალკეულ სიტყვებს, შემდეგ გრამატიკის ძირითად წესებს და წინადადების აწყობას.
ცხადია გგონიათ, რომ ამ ონლაინ-ლექსიკონს ყველა სიტყვა და ფრაზა ცალკეულად აქვს “ნასწავლი” ადამიანების მიერ. მაგალითად, მასში ჩადებულია, რომ:
Hello = გამარჯობა
I love = მე მიყვარს
და ა.შ., მაგრამ ეს ასე არ არის. შევიყვანთ რა სათარგმნ ტექსტს, სისტემა ავტომატურად იწყებს ძიებას ინტერნეტ-სივრცეში ანალოგიური წინადადებების მოსაძებნად და უამრავი ნაპოვნი მასალიდან კონტექსტის მიხედვით უსადაგებს ტექსტს. მაგალითად, თუ ადამიანმა თარგმნა უცხოური საიტიდან რაიმე სტატია მაგ. – გლობალურ დათბობაზე ჩინურიდან ინგლისურად, ეს Google Translate-ის სისტემაში დაფიქსირდება და შემდგომში, როდესაც მომხმარებელი შეიტანს სათარგმნად ჩინურ ტექსტს გლობალური დათბობის შესახებ, Google მოიშველიებს სწორედ იმ, ადამიანის მიერ ნათარგმნ სტატიებს მაქსიმალური ხარისხისთვის.
აქ ნახე თუ მთლიანი თუ დაგაინტერესებს
http://bmu.li/J3y
მე მოვკვდები ამ კლუბისთვის. არასოდეს არაფერს დავიშურებ “ რეალისთვის” და ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია, რადგან ეს ჩემი კლუბია და ყოველთვის ასე იქნება. ყოველ მატჩში მე მოვკვდები “თეთრი” ფორმისთვის.
Raúl González Blanco