კიდევ კარგი, რომ გონკას სახლში ვუყურე.. ყოველგვარი ინტერნეტის გარეშე და ყურადღება არ გავიფანტე ### დომენიკალეს გინებით
ბევრი გიწერიათ.. გიგინებიათ პილოტებზე..

ამდენი წელია გონკებს ვუყურებ, ამდენი ხანია აღტაცებული ვარ ფორმულათი.. მაგრამ ეს რაც ვნახე გუშინ იყო ზე-რბოლა! ასეთი საინტერესო.. ასეთი მაგარი საყურებელი იშვიათად თუ რამე მინახავს..
და ეხლა რო ვფიქრობ, რომ ყველა გონკის შემდეგ წელს ამ ფრაზის დაწერა მიწევს.. კიდევ ერთხელ მოვდივარ აღტაცებაში! ვინც ამ რეგლამენტს რაიმეს არ მოუწონებს.. ვინც თვლის, რომ უკეთესი შეიძლებოდა რო ყოფილიყო.. თუ გინდ კვალის ფორმატში.. თუ გინდ გონკის ფორმატში.. მაშინ მაპატიოს ყველამ.. მაგრამ გაგნებაში არ ყოფილა ფორმულა 1 -ის. ასეთი რამ რაც წელს ხდება.. არა მგონი რომელიმეს დაგვსიზმრებოდა.. სულ რამოდენიმე წლის წინ.. როცა გონკებს ვუყურებდით მხოლოდ იმის გამო..რომ საბოლოო გამარჯვებული გაგვეგო.. და ისიც უკვე კვალის შემდეგ ვიცოდით ვინც იყო.. ფანტასტიკაა ის რაც წელს არის.. რაც ამ რეგლამენტში ცვლილებამ მოგვცა..
რბოლას რაც შეეხება..
გუნდებიდან დავიწყებ:
გამარჯვებული-მაკლარენი:
აღტაცებული ვარ მათით.. არ ვიცი ეგ კიდევ რა სიტყვებით გამოვხატო.. გუნდი, რომელიც ამდენი პრობლემის შემდეგ იგებს.. ის ყველაფრის ღირსია.. მე არ ვიცი ვინმე დარჩა კი გულგრიი ბატონის მოგებით.. აი თუნდაც სხვა გუნდის ქომაგები.. ქომაგებს ვამბობ და არა ბოღმით დაგრუზული სასტავის.. ყველა ნორმალური საღად მოაზროვნე კაცის აზრი კაკ რაზ ის იყო.. რაც აქაც და ისეც.. მთელ მსოფლიოში დაფიქსირდა.. ბატონი_მაკლარენი შეუდარებლები იყვნენ! იმსახურებდნენ ამ გამარჯვებას! სწრაფები და გიჟები ამავდროულად! უნიკალური შეთანხმება.. გამჭრიახობის, სისწრაფის და პილოტის აგრესიულობის.. ყველას ლუისი მიგვაჩნია აგრესიის მამად.. არა და აღმოჩნდა და მაგრადაც გამიხარდა, რომ ბატონსაც შეუძლია ეგეთი რამეები.. და მაშინ როცა საჭიროა.. როცა გუნდს უჭირს.. ამა თუ იმ პრობლემების გამო.. როცა განახლება არ ქონიათ სერიოზული.. როცა კვალიზე ისევ და ისევ რედ ბული იგებს.. როცა ფერარია კარფ ფორმაში.. როცა მერსედესიც გჯობნის კვალიში.. მე არ ვიცი.. ფანტასტიური გონკა ჩაატარეს!!! ჯიგრები არიან!.. არ ვარ მათი ფანი.. მაგრამ ამ გონკის შემდეგ კაცი უნდა გახდე ბატონის და მაკლარენის ფანი! ეგ უეჭველია! ყოველთვის გამიხარდება ამათი გამარჯვებები და ჩემპიონობები! რასაც აკეთებენ, აკეთებენ საქმის ცოდნით.. შიკით! ბრიტანული ცივ სისხლიანობით! მე არ ვიცი.. სიტყვები აღარ მყოფნის!
რედ ბული:
ჩემპიონი გუნდია!
კიდევ აიღებს ჩემპიონობას და ღირსებიც იქნებიან!!!
უმაგრესი გონკა ჩაატარეს! აი უმაგრესი! მათაც მეორე ბოლიდთან პრობლემა ქონდათ.. ლუისას გამო.. მაგრამ გამოძვრნენ! მთელი უიკენდი საჩემპიონო დუხით იბრძოლეს! ყველაფერი გათვლილი ბოლომდე! უბრალოდ ზოგჯერ ხდება ხოლმე ეგეთი რამ რაც ფეთელს მოუვიდა.. მაგრამ გამოვიდეს ეხლა ვინმემ და თქვას, რომ სება ყვერია.. ! სება ჩემპიონია! კიდევ გახდება და ყველა რეკორდსაც მოხსნის! შეცდომისგან კი არავინ არის დაზღვეული!!! ქება და დიდება რედ ბულს!
ვებერის ბრძოლა მომეწონა! ლუისასგან დარტყმის შემდეგ არ აღელვებულა.. იბრძოლა ბოლომდე და პოდიუმზეც ავიდა! ასეთი რბოლის დროს.. როცა ორთავე პილოტი პოდიუმზეა.. როცა ერთს სულ რაღაც 3 მოსახვევი აკლია მოგებამდე .. ასეთი რამ ტყუილად არ ხდება.. ეს მათ დაიმსახურეს! და მაგარი მიხარია, რომ ფორმულას კიდევ ერთი გიგანტი მოემატა რედ ბულის და სებას სახით!
ფერარი:
დასაწერი ბევრია.. თან არც კი იცი კაცმა რა დაწერო..
ძველს გავიმეორებ..
არეული გონკა მინდა ვნახო.. როცა ფერარი თავისი სისწრაფის დადასტურებას შეძლებს და გონკას ან მოიგებს.. ანაც პოდიუმზე ჩაამთავრებს.. ველოდები ამას ..მაგრამ არ მოდის.. არა და არააააა.. ამასაც მოხერხება უნდა.. კვალიზე სისწრაფით მეორე გუნდი.. კინაღამ პირველი გონკას უსახელოდ ამთავრებს.. კი ბატონო.. ყველაფერი ბედის და გამართლების ამბავია და არავინ არის დაზღვეული იმისგან რაც მოუვიდა მასას და ნანდოს.. მაგრამ არ მჯერა მე ამ არ გამართლების.. ზოგჯერ საჭიროა, რომ ასეთი არეული სიტუაციიდან გამოაცხო შენთვის სასურველი შედეგი.. ეს რო გრძელდება უკვე კარგა ხანი.. იმიტომაც უკვე მე ლიჩნად არ მჯერა ამ გუნდის.. არც მათი ლიდერების და ძალიან მიტყდება პილოტების პონტში.. პილოტი საკუთარ გუნდში უნდა იყოს დარწმუნებული.. როცა რაღაც ისე მიდის.. პილოტიც იჭრება.. უშვებს შეცდომას.. ანაც სხვას ეშლება და ამით კარგავს ყველაფერს.. ყველაფერი კავშირშია.. არ ვიცი რა ეშველებათ.. მაგრამ ეს წელი ჩავარდნილია. სერიოზულ შარში არიან.. არ ვიცი გამოსავალი რა დარჩა.. ალბათ მხოლოდ ის, რასაც ამდენი წელია ვიძახი.. თუმცა უკვე მაგის იმედიც არ მაქვს.. ყველაფერი უფრო ცუდად არის.. ვიდრე მეგონა.. მხოლოდ დომენიკალეს გაშვება გუნდს ვერ უშველის.. საერთოდ მსოფლმხედველობა აქვს გუნდს გამოსაცვლელი.. 100 % ით მინდა ფლავიო ამ გუნდში.. თავისი სასტავით.. დამყაყდა სიტუაცია და ამას უკვე ვერავისი კომენტარები ვეღარ უშველის.. მოიგებს ეხლა გონკებს შეიძლება ნანდო.. მაგრამ 5 წლის შემდეგ მხოლოდ მატადორს და გიო-ალონსოს გაახსენდება.. ყველა დაივიწყებს.. უბრალოდ იქნება ეს ხანა.. წარუმატებლობის ხანა ფერარიში.. როგორც ეს 80-90 იან წლებში იყო.. მეტის დამატებაც არ ღირს უბრალოდ.. სისულელეა უკვე ყველაფერი.
მერსედესი..
შუმიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი
არ მეგონა ამ კაცით როდესმე აღტაცებული თუ დავრჩებოდი!
აი ძველი შუმი გამახსენა.. როცა არ ვქომაგობდი.. და ნერვები მეშლებოდა.. ამის ზუსტ.. დახვეწილ პილოტაჟზე.. ყოველთვის მეგონა, რომ ფერარი და შუმი დაუმარცხებლები იყვნენ.. მითუმეტეს ასეთი არეული გონკების დროს!
გუშინ რაც ვნახე მიშას შესრულებით.. ეს იყო ყველაზე მაგარი რამ.. რაც კი მინახავს მისივე შესრულებით.. უმაგრესი პილოტაჟი.. ჟინი.. და აბა ვინმემ თქვას რო დაბერდაო.. კიდევ ერთხელ ნასიამოვნები ვარ იმ მომენტით.. რომ შემეცვალა ზოგ რამეზე საერთოდ ფორმულაში აზრი.. აი ეს მომწონს წლევანდელი ჩემპის.. უუუუუუუუუუუუუხ.. სიტყვებს ვერ ვპოულობ კიდევ ერთხელ! ნიკო დაჩრდილა შუმიმ და ესეც აღსანიშნავი ფაქტია.
რენო
შემეცოდა ძალიან ეს გუნდი გუშინ!
ნიკი შემეცოდა... მაგრამ რას იზამ ეგეთი გონკები..
კარგი , სმპატიური გუნდია.. და მინდა რო უფრო მაღალ საფეხურზე ავიდნენ.. თუ გონება მიცემთ საშუალებას!
ზაუბერი
ჭირიმე თქვენი ბიჭებო! აი ყოველთვის მომწონდა პიტერა.. უმაგრესი კაცია.. ენტიზუასტი თავისი საქმის.. ეხლა კი გადარეული კობა დაემატა.. ძალიან მინდოდა პერესიც გუშინდელ რბოლაში.. მაგრამ ის ბებერი პედრო იყო და კაროჩე.. გააფუჭა ყველაფერი..
კობა არის მონსტრი! მონსტრი!
ყველაზე მაგარი იაპონელი ფორმულაში! თავისი საქმის უმაგრესად შემსრულებელი! აი ძალიან მაგარი!
მოიცათ.. გაიზრდება ეგ ბიჭიც .. გადავა სადმე ძლიერ გუნდში და დაამტკიცებს რომ უმაგრესია! დაღვინებულია და ნებისმიერს შეუსრულებს!
ფორს ინდია..
დი რესტან შემეცოდა .. სუთილიც.. მაგრამ სუთილს უკვე მერამდენეჯერ უნდა დაემტვრეს ბოლიდი.. რაღაც აკლია ამ ბიჭს.. არა და არ არის ნელი.. სწრაფია და თანაც ძალიან სწრაფი.. თუმცა რა იცი რაში უჭირს.. რას მიხვდები..
ტორო როსო
არ ვიცი.. ამ გუნდზე არაფერი მომდის თავში.. ვითომ რაღაც უნდა თQვა, მაგრამ მერე ხვდები რო არ იცი რა თქვა.. კაროჩე.. ქულები აიღეს.. დაიმსახურეს ალბათ.. არ ვიცი.. ეგეც არ ვიცი..
უილიამსი..
ველით მომოვალს.. აი მე კიდევ კაი გაძლება მომცეს ღმერთმა.. ამათ რო ამდენი წელი ველოდები

((
ახლებში კი არ მომეწონა ლოტუსის ჩავარდნა..
დაფიქრდნენ ცოტა იქნებ..
პ.ს
პილოტებზე შეგნებულად არაფერს ვიტყვი.. ანუ მათ ექსცესებზე.. უბრალოდ ასეთი გონკის შემდეგ კაცი უმადური უნდა იყო.. ვინმეს რამე დასწამო.. ან გასწრების დროს დაშვებული შეცდომა ამოუყვანო ცხვირში.. ანაც დაცვის დროს სიხისტე..
ერთადერთი გონკა იყო.. სადაც ყველა ყველაფერს იმსახურებდა!
აი ყველა პოზიციაზე ის პილოტი გავიდა.. ვინც მართლა კაკ რაზ იმ ადგილს იმსახურებდა! აი ეგეთი რამ არ მინახავს! შეუძლებელია ეს ყველაფერი მაგრამ ჩემითვის ასეა!
მიყვარს ფორმულა 1!!!!!!!!!!!!!!!