Matadorrr აჰა მოვედი

ეს რა საშინელებები ჩაგიდენია

)) სულ დაგიხარჯავს ფული

) არ გჭირდება თავიდან ფულის ხარჯვა თავიდან ყველას პირველი ლეველი აქვს მანქანა და მარტო შენ გაქვს შენს ჯგუფში ახლა მეორე ლეველი

ეტაპობრივად უნდა ააფთეიდო ხოლმე მანქანა მაშინ როცა თითო ნაწილის ცვეთა იქნება 70 %-ზე მეტი. მანქანის დააფთედებაზე მნიშვნელოვანია კარგი დრაივერი გყავდეს... კონცეტრაცია, ტალანტი და სტამინაა ყველაზე მნიშვნელოვანი. სტამინა თუ დაბალი აქვს მაგაზე უნდა ავარჯიშო და კვალიზე დრო გაიზრდება სერიოზულად. ტალანტს ვერ ავარჯიშებ რაც აქვს ეგ აქვს
ანუ მთავარია დაითრიო კარგი დრაივერი და მანქანა დაააფდეითო ეტაპობრივად, ანუ მხოლოდ მაშინ როცა დაგჭირდება ანუ გაცდება 70%-ს. დანარჩენ შემთხვევაში ფული გჭირდება და არ უნდა დახარჯო.
მერე შედიხარ პრაკტიკაზე, ჩაწერე დაახლოებიტ მონაცემები მძროლი გეტყვის ეს ამიწიე ის დამიწიე და ყველაფერი გაუკეთე რომ იყოს კმაყოფილი. რომ დაგიწერს I am satisfied with car setup-ო მერე თუ კიდე გაქვს პრაქტიკაზე დარჩენილი წრეები. წინა და უკანა ფრთას ეჩალიჩე ხოლმე და ხშირად დროს ზრდის. წინას დაუწიე -50-ით ხოლმე და ამ დროს უკანა აუწიე +50ით და დაარტყი წრე, ნახე თუ დრო არ გაუმჯობესდა მაშინ პირიქით წინა +50 და უკანა -50 და რომელზეც გაუმჯობესდება დრო ისე მიყევი მერე +100 -100 და ა.შ. სანამ ყველაზე სწრაფად არ გაივლის.
მერე უკვე კვალიფიკაციაა. აქ გაქვს ცუდი გადაწყვეტილება მიღებული ძააან

ჯერ უნდა ნახო ხოლმე track information. ყველა ტრასაზე უნდა ნახო ხოლმე რო გადაწყვიტო სტრატეგია. ახლა ვალენსიაშია რბოლა მანდ უწერია რომ საბურავების ცვეთაც და საწვავის მოხმარებაც არის მედიუმი (შეიძლება იყოს ძალიან ცოტა, ცოტა, საშუალო, ბევრი, ძალიან ბევრი). როცა მედიუმია ხოლმე საბურავები ოპტიმალური ვარიანტია აირჩიო ჰარდი და ერთი პიტი, ან მედიუმი და ორი პიტი, ან სოფტი სამი პიტი და ექტრასოფტი 4 პიტი. ახლა შენ დაყენებეული გაქვს ექტრა სოფთი რომელიც ჩემი აზრით მაქსიმუმ 60 ლიტრ ბენზინზე გაქაჩავს, მერე გაცვთება და მოგიწვეს პიტზე შესვლა, ანუ რაღამც ასე გაქვს არჩეული, მაშინ ასე შეცვალე შენი სტარტეგია 65/60/60/65 და ბოლოს 25 ლიტრი თუ დაგაკლდა რამე ფინიშზე

რუკიში მედიუმი როცაა საწვავის მოხმარება სავრაუდოდ გეყოფა 245-250 ლიტრი.
მაგრამ დაიმახსოვრე საწვავის მოხმარებაზეც და საბურავების გაცვეთაზეც გავლენას ახდენს რა რისკები გაქვს დაყენებული რბოლაზე. რუკიში 40 რისკი არის უკვე ძალიან ძალიან მაღალი რისკი და მალე ცვთება საბურავებიც და საწვავიც მალე იხარჯება (თუმცა რა თქმა უნდა უფრო სწრაფიცაა). მე გირჩევ 15-ები დააყენო. ასევე მაღალი რისკები უფრო ადვილად ცვითავს მანქანის ნაწილებს შენ რომ უკვე დააფდეითე... მეტი აღარ დააფდეითო სანამ 70%-ს არ აცდება. რომელიც აცდება ისინი დააფდეითე ხოლმე

აქ წვიმის პატარა შანსია, მე არ ვარაუდობ წვიმა რო წამოვიდეს საერთოდ და წვიმას სხვა მუღამი აქვს საერთოდ. საბურავები ძლებს ძალიან დიდი ხანი და საწვავის მოხმარება არის წარმოუდგენლად ცოტა, თუმცა წვიმაში რომ სწრაფი იყო შენს დრაივერს ტალანტი უნდა ჰქონდეს რაც შეიძლება მეტი. წვიმაში სტრატეგიას დამუღამება უდნა, გამოცდილებას მიიღებ და ნახავ

აბა შენ იცი, ეს მახსოვს ახლა ძირითადები რაც უნდა გაითვალიწინო და თუ რამე კითხვა გაქვს მითხარი
პ.ს.იმედია ამდენ რაღაცას რო წაიკითხავ თავ არ გაანებებ თამაშს

)