
ხალხს რატო გაუყინესო მაგიტო აპირებდა ჩივილს.
ფილ აივიმ ოფიციალური განცხადება გააკეთა Full Tilt Poker-თან თანამშრომლობის თაობაზე და უარი განაცხადა WSOP-ში მონაწილეობაზე.
განცხადება დაადასტურეს ისეთმა გამოცემებმა როგორებიც არიან: Bluff Magazine და Wicked Chops Poker.
ფილ აივიმ ოფიციალური განცხადება განათავსა საკუთარ ფეისბუკის გვერდზე და საკუტარ ოფიციალურ საიტზე. ის აღარ თვლის საკუთარ თავს Full Tilt Poker-ის გუნდის წევრად და სასამართლოში უჩივის Full Tilt Poker-ის მფლობელ კომპანია Tiltware-ს, მოთამაშეთა ანგარიშების გაყინვის გამო.
ქვემოთ მოცემულია განცხადების მთლიანი ტექსტი:
"მრავალი წელია სიამაყით ვუწოდებ თავს პოკერის მოთამაშეს. სპორტის ამ შესანიშნავი სახეობის მეშვეობით, მივაღწიე დიდ წარმატებებს და მოვხვდი ისეთ ადგილებში, რომლებზეც ადრე ვერც ვიოცნებებდი. ამიტომ ძალიან ვწუხვარ, რომ შემდეგი განცხადება უნდა გავაკეთო.
მე ძალიან გაოცებული და გულნატკენი ვარ იმ ფაქტით, რომ Full Tilt-ის მოთამაშეებს არ უბრუნდებათ ანგარიშებზე არსებული თანხა. ასევე არასასიამოვნოა, რომ ბევრმა მოთამაშემ ნახა დიდი ფინანსური ზარალი და ამის გამო ვერ მონაწილეობენ ოფლაინ ტურნირებში. მე არ მივიღებ მონაწილეობას World Series of Poker-ში რადგან ვთვლი, რომ ეს იქნება უსამართლო საქციელი, რადგან მე შემიძლია მონაწილეობა სხვებს კი არა. მე ვაკეთებ ყველაფერს რაც შემილია, რათა მოგვარდეს ეს პრობლემა.
ჩემი სახელი და რეპუტაცია შეურაცყოფილია და ამის მიზეზი სხვა ხალხის უმოქმედობაა. ამიტომ მე არარ შემიძლია გაჩუმება და ყველა პოკერის მოთამაშის სახელით შემაქვს საჩივარი Tiltware-ის წინააღმდეგ დაბლოკილი ანგარიშების საქმეზე. ალბათ ხვდებით რომ ჩემთვის არ იყო მარტივი ამ გადაწყვეტილების მიღება."
აივი არ დარეგისტრირებულა $25.000 WSOP Heads Up Championship-ში რომელიც გუშინ დაიწყო, თავიდან ყველას გაუკვირდა, მაგრამ ახლა უკვე ცხადია, რატომ შეიკავა თავი აივიმ ტურნირში მონაწილეობაზე.
This post has been edited by Attila on 2 Jun 2011, 02:35