მოკლედ დღეს გავხედნე ჩემი რაში (ძველი რუსული ველო, ტურისტი, 4 სიჩქარიანი) იპოდრომზე
პირველი შთაბეჭდილებები
1. სავარძელი აქვს ძაან გრუბი, მარა პრასტატის ვარჯიშისთვის მისწრებაა;
2. ზოგადად ცოტა გრუბი ველიკაა (საბურავები 2-ზე ცოტა მეტზეა დაბერილი);
3. თავიდან ხოდის აღება უჭირს და დიდი ძალა ადგება პედლებზე (მე 2-ე მე-3 სიჩქარეებზე, პირველზე ჯერ ვერ გადავრთე და არ ვიცირ ას შვრება), მარა მერე მიფრინავს ისარივით, ანუ სუბიექტურად მაგით ნელა სიარული უფრო ძნელია ვიდრე ჩქარა. ეს ასე უნდა იყოს თუ რამე რეგულიროვკის თემაა ან მაღალ სიჩქარეში რო იყო ცეპი, მაგის ბრალია? სწორ გზაზეც კი ძაან იგრძნობა დიდი დატვირთვა პედლებზე და აღმართზე, როცა გინდა არ გინდა ჩქარა ვერ დაატრიალებ პედლებს,ძაან ძნელდება.
4. მითხარით, რუსულ ველოსიპედზე სიჩქარეები ქვემოთ როგორ ირთვება?
ანუ, რაღაც რიჩაგი აქვს და ზემოთ გადავრთე (მგონი გადავრთე, რაც უფრო ვიწროდიამეტრიან კბილანაზეა ცეპი, მით უფრო მაღალია ხო სიჩქარე?), მარა უკან როგორ გადმოვრთო ვერ გავიგე?
5. მე-4 სიჩქარეში არ გადააქვსო პატრონმა, ხოოდა ცეპიაო დასაჭიმი, ველოტრეკზე აკეთებენო. და ვის მივუყვანო თუ იცით (მამენტ ჯერჯერობით მკიდია ეგ მე-4 სიჩქარე, მარა მომავლისათვის, რომ ვიცოედე)
პრინციპში ესაა
სხვა მხრივ თავისის აქმე შეასრულა
8 წრე იპოდრომს დავარტყი 56 წუთში, თავიდან 4 წრე იმენნა ტემპში , მეორე ნახევარი შერდარებით ნელა. საშუალოდ 7 წუთი გამოვიდა წრე. და მშვენივრადაც ვისიამოვნე.
ერთი ეგაა, სირბილისას უფრო ემტი ოფლი გამომდის, აქ რაც გამომდის, ან ნახადუ შრება, ან სირბილი მაინც უფროო მეტ კალორიებს წვავს. და კიდე, მუხლისთავები ამატკივა, აქვს ეგეთი პაბოჩნი ეფექტი ახლადდამწყებთათვის?
წინასწარ გმადლობთ