თვეების განმავლობაში ვეცნობით და ვკითხულობთ თქვენს პოსტებს ჩვენს გვერდზე.
ვიცით რა თქვენი აქტიურობის შესახებ ევროპაბეთზე, გვჯერა, რომ თქვენ საკმაოდ კარგად მოგეხსენებათ თუ რამდენი % რეიკი აქვს ჩვენს რუმს სინამდვილეში. მიუხედავად ამისა, მუდმივად ცდილობთ თქვენი „პოსტებით“ და მოსაზრებებით შეცდომაში შეიყვანოთ მომხმარებლები და ფორუმის მკითხველები.
ასე მაგალითად, „პოკერ სტარის“ რეიკის სტრუქტურიდან ნათლად ჩანს რომ ყოველი 0,20 ცენტიდან მათ მიაქვთ 0,01 ცენტი,რაც შეადგენს 1$დან 0,05 ცენტს. და ნიშნავს იმას რომ მათი რეიკი 5%-ის ტოლია.
რაც შეეხება მაქსიმალურ რეიკს,დიახ ჩვენ გვაქვს მაქსიმალური რეიკი 8 ლარი ისიც განსაზღვრულ მაგიდებზე (მაგალითად პოტ ლიმიატიან მაგიდებზე შეგიძლიათ ნახოთ რომ მაქსიმალური რეიკი გვაქვს 2 ლარი.

ცნობისათვის მინდა გითხართ, რომ 8 ლარი რეიკი გროვდება იმ შემთხვევაში, როდესაც პოტი შეადგენს 400 ლარს და მეტს, ხოლო ესეთი პოტები უდაოდ ძალზედ იშვიათად გხვდება.
რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ თქვენი ბოლო კომენტარი იმის შესახებ, რომ თითოეული მოთამაშიდან 4 ლარი მიგვაქვს საერთოდ არ შეეფერება სინამდვილეს. (ძალიან მარტივია, მხოლოდ პოტში მონაწილე მოთამაშეებისაგან ხდება საკომისიოს დაკავება და ისიც პროპორციულად, იმისა, თუ რა თანხით შევიდა და როდის შეწყვიტა თამაში - ფლოპამდე, ფლოპზე, რივერზე თუ ტერნზე).
ჩვენი რჩევა იქნება N რაოდენობის თანხით ითამაშოთ პოკერ რუმში სადაც 5 %-ია რეიკი, ხოლო შემდგომ იგივე რაოდენობის თანხით ჩვენს რუმში სცადოთ თამაში, და დარწმუნდებით, რომ ჩვენთან თამაშის პროცესი მინიმუმ 2-ჯერ ხანგრძლივი იქნება. რაც კარგი პოკერის მოთამაშისთვის დიდი პლიუსია, რადგან მოგეხსენებათ, რომ სასურველი კომბინაციები არც თუ ისე ხშირად რიგდება.
მოგწონთ თუ არ მოგწონთ, აღიარებთ თუ არა, რომ ევროპა-ბეთი ერთ-ერთი ყველაზე დაბალი რეიკის მქონე პოკერ რუმია მსოფლიოში, ფაქტი ფაქტად რჩება.