Geo_Tasვაახ ტო. მერამდენედ უნდა ვილაპარაკოთ მაგაზე მე და შენ
მომბეზრდა უკვე ეს უაზრო ლაპარაკი რა. ყველას თავისი ფეხბურთელი გონია მარადონა მაგრამ რა ვუყო რომ არ არი ეს შენი ფეხბურთელი სანაკრებო კაცი.
შენი ზაურ გერგედავა ხო ესაა Zaur Gergedava (296858307)
ახლა არის 19.81-ს და აქვს 14 ნახევარდაცვა ხო ასეა. სხვა რამე საიდ სკილი აქვს - არა. ნუ თუ 4 პასს საიდ სკილად ჩავთვლით, მაშინ 4 პასი აქვს მეორადი სკილი.
20 მაისს დასკილაპდა, ეგეც ხო ასეა?
მიღებული აქვს იმის მერე 4 ვარჯიში.
მისი ტსი ამ წუთას არის 37 670
თამაშობს 5.5 ვარსკვლავზე. აქედან უქრება 1.5 დაბალი გამძლეობის გამო ხო? ანუ 4 ვარსკვლავი აქვს ჩისტად, ყვითელი.
ახლა მოდი და შევადაროთ ნაკრების ნებისმიერ ინერს
არ მინდა საუკეთესოები, თეიმუროვს და დავითულიანს არ შევადარებ, აზრი არა აქვს პროსტა. მესამე ინერი ნაკრებში თავისი მნიშვნელობით არის
Artur Dzugati (283017259)
ზუსტად 1 წლით უფროსია შენს ფეხბურთელზე 20 წლის და 94 დღისაა.
ნუ სწრაფი სპეცა და ამბავი არ გვინდა, მაგაზე გასაგებია რომ თანახმა არ ხარ.
მისი მიმდინარე სკილია 14 ნახევარდაცვა 6 პასი.
მაგრამ 14 ნახევარდაცვა გაუხდა 15 აპრილს და მიღებული აქვს 8 ვარჯიში, ანუ პრაქტიკულად 15-იანია.
მისი ტსი ამ წუთას არის 58 840 და თამაშობს 6.5-7 ვარსკვლავზე. უქრება მხოლოდ 0.5 ვარსკვლავი ანუ სუფთად იღებს 6 ვარსკვლავს და ნახევარდაცვის რგოლს აძლიერებს თითქმის 2-ჯერ უფრო მეტად ვიდრე ამას შენი ფეხბურთელი გააკეთებდა.
ახლა მითხარი რა ჯობია ნაკრებისთვის (შენთვის არა ოღონდ არამედ ნაკრებისთვის), ვინ უნდა ითამაშოს ნახევარდაცვაში გერგედავამ თუ ძუგატიმ?
მე მგონი ძუგატიმ.
სხვა საქმეა ის, რომ შენი ფეხბურთელი შეიძლება ძუგატის ასაკში უკვე 15-იანი იყოს, როცა ეს მოხდება, მაშინ საქართველოს ნაკრებს დასრულებული ექნება გამოსვლა საკვალიფიკაციო ეტაპზე და მხოლოდ ამხანაგურ თამაშებს ჩაატარებს.
ეს საკვალიფიკაციო რო დაიწყო შენს ფეხბურთელს ქონდა 12 ნახევარდაცვა, ძუგატის 13 მაღალი და 1 ვარჯიშში დასკილაპდა. რატო უნდა დამეტოვებინა ძუგატი და წამეყვანა 1 წლით უმცროსი 2 სკილით სუსტი ფეხბურთელი მითხარი? იმიტომ რომ შენ გინდა ასე?
მსოფლიოზე რო გავსულიყავით, სავარაუდოდ მოუწევდა შენს ფეხბურთელს თამაში, ეგეც არ ვიცი ზუსტად.
რაც შეეხება მომდევნო შესარჩევს. როცა მომდევნო შესარჩევი დაიწყება შენი ფეხბურთელი იქნება 21 წლის, ანუ ახალგაზრდულ ნაკრებში უბრალოდ ასაკის გამო ვერ ითამაშებს.
ახლა რაც შეეხება სპეციალიზაციას. სპეციალიზაცია "ჩაციკლვა" ნამდვილად არ არის, როგორც შენ და კიდე რამოდენიმე მენეჯერს ჰგონია, რომლებიც ფიქრობენ რომ დაიჩაგრა მათი ფეხბურთელი. სპეციალიზაცია უბრალოდ თამაშის მიმდინარეობისას დამატებითი შანსის მიღების შესაძლებლობაა და რატო უნდა ვთქვა მე ნაკრების მწვრთნელმა ამ შესაძლებლობაზე უარი? ხომ ფაქტია, რომ ერთნაირი სკილების ფეხბურთელებს შორის სპეციალიზაციის მქონე ფეხბურთელის აყვანა ჯობია ნაკრებში? თუნდაც გუნდში. 2 ფეხბურთელი რო იყიდებოდეს 13 ნახევარდაცვით, ერთი და იგივე ასაკის ფორმის, გამძლეობის და ა.შ. 1 უსპეცო 1 ტექნიკური და ორივეს ფასი ედოს 1 ლიმონი რომელს დაბიდავ მიპასუხე რა.
ასე რომ მე არ ვარ დამნაშავე იმაში, რომ შენი საკმაოდ კარგი ფეხბურთელი არ ამოვიდა სწორ დროს ახალგაზრდული აკადემიიდან და ასაკი ქონდა უარესი ვიდრე მის კონკურენტებს.
====
აუ რამდენი ვწერე :დ გუშინაც ვწერე ეგეთი რამე მცველებთან დაკავშირებით ოღონდ
This post has been edited by afakidze on 18 Jun 2011, 22:06