AmOn`მეც მინახავს ეგეთი მოთამაშე , rokerstar-ზე რეგები გაანადგურა , ყველა კარტით შედიოდა თამაშში 99% , 100$ შემოვიდა და 15-20 წუთში 600 მდე ქონდა და ისე გავიდა.. გავიდა ისიც , იმიტომ რომ აღარავინ ეთამაშებოდა

ერთი მომენტი იყო ყველაზე სასაცილო , AK მოუგო ოლ ინ A3 -ით 3-იანი ჯვარი ყავდა და გამოვიდა 4 ჯვარი , იმენნა ყველა გაიქცა მაგიდებიდან..
მაგალითად : ფლოპზე გამოვიდა 2 2 7 იმხელა ,,სტავკას,, ჩადიოდა ვერანაირი მაგარი კარტით ვერ გაყვებოდი , რადგან გამორიცხული არ იყო რომ ხელში სწორედ 2 და 7 ჭეროდა.. ესეთ ხალხთან ვერანაირი ლოგიკით ვერ ითამაშებ.. მერე შევაგდე მაგის ნიკი სამძებროში და ვნახე ტურნირებში თამაშობდა და თურნირებში ეგეთი თამაშია ძირითადათ თავგანწირული 9 და 3 უგებს AA-ს და ა.შ.
მოკლედ მე ვერაფერს გასწავლი აქ ჩემზე გამოცდილები არიან აშკარად და საერთოდ გამოცდილება გასწავლის თუ ემოციებს არ აყვები , AA-ც წააგებ თუ ემოციებს აყვები..
მაინც დავდებ 1-2 რჩევას დამწყებებისთვის იქნებ ვინმეს რამეში გამოადგეს..
1) არ არსებობს რამე სტაბილური წესი პოკერში , ანუ ვინც რა უნდა დაწეროს კონკრეტულ შემთხვევებში მაინც დამოუკიდებებლი გადაწყვეტილების მიღება ჯობს ყველა განაგო ნი თუ გამოცდილი სიტუაციების გათვალისწინებით..
2)ყოველთვის თამაში შესვლისას შეისწავლე მოთამაშეები და მათი ,,ბეტები,, და არ გაექანო და ეგრევე თამაში არ დაიწყო ,რადგან აზრი არ აქვს რა კარტი გყავს , თუ არ იცნობ იმ ხალხს ვისთანაც თამაშობ ,რადგან ზოგი ისეთი მოთამაშე ,,ოლ ინს,, არ ჩადის თუ 90% ზევით მისი არაა ხელი და ახალ შესულს მოგეჩვენოს ბლეფად..
3)უნდა ისწავლო კარგი კარტის გადაყრა , ანუ დაწოლა ,,ფოლდ,,
4)შესვლაც აუცილებელია რომ იცოდე რომელი პოზიციიდან რა კარტში და რა ხალხში როგორ შეხვიდე..
5)ა.შ.

ყველაზე მთავარი მაინც გამოცდილებაა , გამოცდილება კი ფული გიჯდება , ამიტომ ,,კაპიკებით,, დაიწყეთ , მაგრამ გაუფრთხილდი როგორც ასებს და ათასებს , რადგან ,,კაპიკებში,, (ცენტებში , ან თეთრებში) უფრო მალე აგებს ხალხი ვიდრე მაღლებზე..
კიდევ ერთი აუცილებელი რამე , სანამ დაჯდები სათამაშოდ გააცნობიერე , რომ ყოველთვის და ყოველდღე ვერ მოიგებ , უბრალოდ შეეცადე 50% მეტი მოგებული იყო
და გამოვა რომ საერთო ჯამში მოგებული იქნები.. წაგება და მოგება ძმებია , უბრალოთ ისწავლეთ ღირსეული წაგება , ანუ გახსნამდე არ უნდა ,,მიგათრიონ,, არ უნდა ჩადო ის რისი ჩადებაც არ გინდა , ჯობია AA გადაყარო ამ შემთხვევაში , შინაგანათ არაცნობიერად ყოველთვის გრძნობ რომ მიგათრევს ტიპი და ინტერესესის გამო მიყვები და რო ხედავ რა ჰყავდა , ხვდები რომ არ უნდა გაყოლოდი , მაგრამ გვიანია.. ფლოპამდე და ფლოპზეც ძაან ბევრი მაგარი კარტი გადამიყრია , მინანია კიდეც და პირიქითაც , მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ვაგებდი..

პ.ს. გამომეხმაურეთ P.M. ვინც პოკერსტარზე თამაშობს და წაგებულად არ თვლით თავს
This post has been edited by didelfadori on 23 Jun 2011, 20:48