რასტრელიმეც მევასებოდა დოჰერტი ძაან, რატომ არ ვიცი. 147 არ აქვს გაკეთებული კარიერაში და ორჯერ აქვს გამაზული ბოლო შავი.
ერთი ლაივში მაქვს ნანახი, ხელით რომ დადო იდელაურად ეგეთი გაყვანა გააკეთა და უუუუუმარტივესი შავი გამაზა.
მაკმანუსიც მახსოვს, მეინ ტურში თითქმის არასდროს და მსოფლიოზე გადიოდა ხშირად მეოთხედფინალამდე.
მე რომ ყურება დავიწყე პოლ ჰანთერზე ვიყავი შეყვარებული. რა ბიჭი იყო საწყალი, რონი ჰანთერი მასტერსის ფინალი იყო ჩემი პირველი მატჩი.
მისი დაკრძალვის კადრები ხომ არ გაქვს ნანახი? მაგით მარტო მიხვდები რამხელა დანაკარგი იყო სნუკერის სამყაროსთვის და როგორ გამორჩეულად უყვარდა ყველას.
ჰენდრი არასდროს მიყვარდა რატომღაც. სტივ დევისზე ვგიჟდებოდი, მაგრამ ვეღარ შვებოდა უკვე, თავადაც ბოდიშებს იხდიდა ვიცი რომ ვერ ვშვები მაგრამ ძაან მისწორდება და რა ვქნაო.
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს გრემ დოტიც მევასებოდა. ალბათ ტიპაჟიდან გამომდინარე. აბა რა შესაყვარებელი იყო კაცი მსოფლიო ჩემპიონი ისე გახდა 74 ქონდა მაქსიმალური ბრეიქი მთელს ჩემპიონატზე.
რა ვქნა, მევაება სელბი. ძაან დიდია მარკი ძაან. რა ნერვების პატრონია, პროსტა რონის რაც უქნა ვერ ვპატიობ, მუხლებზე იმტვრევდა რონი პირველ სესიებში და სვარკა გაუშვა, ყველა პოზიციას აუარესებდა და გააგიჟა რონი და მოუგო საბოლოოდ

ჰიგინსი არ მიყვარს, მარკ ვილიამსზე ვგიჟდები. ჯადი არ მიყვარს, ჯადი ვისთანაც არ უნდა თამაშობდეს სულ მოწინააღმდეგისკენ ვარ.
დინგის მიკვირს ყველაზე მეტად რა. რობოტი მეგონა, ფსიქოლოგიურად რკინა და ფსიქოლოგიურად გაასხა. მართლა ვუნდერკინდი იყო, გოათი გახდებოდა მეგონა მართლა.