თამაშობ სულ თეთრი ბურთით. ყველა ფერის ბურთს სხვადასხვა ქულა აქვს.
წითელი ნიშნავს 1 ქულას და ყველაზე მეტია მაგიდაზე (15 ცალი)
ყვითელი - 2 ქულა
მწვანე - 3 ქულა
ყავისფერი - 4 ქულა
ლურჯი - 5 ქულა (ცენტრში დევს)
ვარდისფერი - 6 ქულა
შავი - 7 ქულა
ბურთებს თავის წერტილები აქვთ და ასე ლაგდება მაგიდაზე...

თამაში იწყება წითლების დაშლით, მაგრამ ისე უნდა დაშალო რომ მაქსიმალურად ცოტა წითლები გაათავისუფლო. თამაშობ წითლის ოტიგრიშზე, და არ ცდილობ ჩაგდებას მანამდე, სანამ არ დარწმუნდები რომ იმ შარს ჩააგდებ და ვიხოდზეც გახვალ.
წითლის ჩაგდების მერე აგდებ ფერადს, ანუ ირჩევ რომელი ფერადი შარიც გინდა, და აგდებ იმას. ფერადის ჩაგდების მერე ისევ წითელს, მერე ისევ ფერადს და ა.შ. ჩაგდებული წითელი ბურთი მაგიდაზე აღარ ბრუნდება, ხოლო ფერადი კი აუცილებლად თავის წერტილზე ბრუნდება. თუ წითლები ყველა ჩაიყრება, მერე აგდებ ფერად ბურთებს ქულების ზრდადობის მიხედვით...
ყველა რაუნდს ქვია "ფრეიმი"
ქულების მაქსიმუმი არის 147, რომელსაც ასევე "მაქსიუმუმ ბრეიქ"-საც უწოდებენ. მაქსიმუმის გაკეთება ძალიან იშვიათია და საჭიროებს დიდი მასტერკლასს. რონი ო'სალივანს უკვე 13 მაქსიმუმი აქვს გაკეთებული თავის კარიერაში
იგებს ის ვისაც მეტი ქულა ექნება ფრეიმის ბოლოს. თუ მაგალითად 74-ს გადაცდი, ის ფრეიმი მოგებული გაქვს, იმიტომ რომ მოწინააღმდეგე უკვე ვეღარ დააგროვებს შენზე მეტ ქულას. თუმცა პროფესიონალები ხშირად მაინც აგრძელებენ თამაშს იმ იმედად რომ ჯარიმის ხარჯზე მოიპოვებენ დამატებით ქულებს და მოიგებენ ფაქტიურად წაგებულ ფრეიმს. ასეთი შემთხვევებიც უამრავი ყოფილა..
როგორ იწერება ჯარიმა და რას ნიშნავს სნუკერი.
"სნუკერი" არის როდესაც ბურთს ისე დასვავ რომ მოწინააღმდეგეს პირდაპირი ხოდი აღარ აქვს და ჩერეზ ბორტით უწევს თამაში. ასეთ შემთხვევაში დიდია შანსი რომ შეცდომა დაუშვას და დაჯარიმდეს. ამიტომ მოთამაშეები ხშირად ცდილობენ სნუკერის დასმას...
ჯარიმა იწერება შემდეგნაირად. თუ შენი თეთრი ბურთი ჩაგივარდება - 4 ქულა ეწერება მოწინააღმდეგეს. თუ შემთხვევით სხვა ფერს მოარტყავ და ის ფერი არ არის 4-ზე ნაკლები ქულის, მაშინ მოწინააღმდეგე იწერს 4 ქულას. თუ ფერადი ბურთი არის 5 და მეტი ქულის, მაშინ იმდენ ქულას იწერს, რამდენიანიცაა ფერადი ბურთი.
თუ სნუკერი დაუსვი მოწინააღმდეგეს და იმან ვერ მოარტყა საჭირო ბურთს, შენ უფლება გაქვს თავიდან გაამეორებინო დარტყმა, ანუ 4 ქულა ხო ისედაც დაგეწერა და პლიუს კიდე ამეორებინებ დარტყმას, ყველა აცილებულ ბურთზე 4 ქულა გეწერება. 3 აცილების შემდეგ მოწინააღმდეგე ვალდებულია შეცვალოს დარტყმის ტრაექტორია და სხვა მხრიდან გაუშვას ბურთი. მოკლედ სნუკერის ჩასმა "კაი პონტია" რა

რავიცი ძირითადი რაც იყო გითხარი და დალშე თუ ჩაუჯდები და უყურებ ხოლმე, გაერკვევი ძალიან მალე
This post has been edited by MuFaS on 7 Dec 2014, 18:51