თანაფორუმელებს გაუმარჯოს!

მოკლედ, კარგა ხანია არ გამოვჩენილვარ, მოცემულ დროსა და სივრცეში ცოტა ნასვამიც ვარ და როგორც ამ დროს იცის ხოლმე, ცოტა "წატრიპაჩებაც" მომინდა, ჰოდა, თუ ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ სტატიისმაგვარის გამოსაცხობადაც საკმარისი მიზეზები დამიგროვდა.
დღეს მინდა პოკერის ჩემეული ხედვის ერთი პატარა ნაწილი შემოგთავაზოთ, განვიხილოთ, ახალი დავუმატოთ, რაც არასწორია ამოვაკლოთ და საბოლოო სახე მივცეთ, რაც ყველას გამოგვადგება
პოკერს ბევრი განიხილავს როგორც სუფთა მათემატიკას, ასევე როგორც წმინდა ფსიქოლოგიას. სინამდვილეში პოკერი მოიცავს როგორც წმინდა მათემატიკურ გათვლებს (ბანკისადმი შანსების გამოთვლა, ხელის გაძლიერების შესაძლებლობის შეფასება და ა.შ.), ასევე ფსიქოლოგიურ მომენტებსაც, როგორიცაა სამსახიობო ოსტატობა (როგორც ოფლაინ ისე ონლაინ პოკერში). ოპონენტის ფსიქოლოგიური სურათის შექმნა, საკუთარი იმიჯის შექმნა და შემდგომი მანევრირება. მათემატიკაზე ბევრი რამაა დაწერილი და ჩემგან მისი გამეორება ალბათ საღ აზრზს მოკლებული იქნებოდა, მაგრამ ფსიქოლოგიურ ხასიათზე კი ბევრის საუბარი ნამდვილად შესაძლებელია და ცოტა ამ თვისებასაც ჩავუღრმავდეთ. პირადად მე თამაშის პროცესში არასდროს ვიყენებ ჰოლდემ მენეჯერს , ელეფანტს, პოკერ-ტრეკერს და სხვა მსგავსს პროგრამებს (თუმცა, ბევრსაც არ ვთამაშობ). სიმართლე რომ გითხრათ ბევრიც ვერაფერი გავუგე და ამირ-დამირია დალაგებული თამაში, როდესაც მათი გამოყენება ვცადე. მაშ ასე, როგორც კი პოკერის ტურნირი დაიწყება და მაგიდას მივუჯდები, ვცდილობ დავიცვა ორი წესი:
1. დაკვირვება სხვა მოთამაშეებზე და მათი სათამაშო სტილის განსაზღვრა, რამდენადაც ეს შესაძლებელია;
2. საკუთარი სათამაშო იმიჯის შექმნა და მისი შემდგომი ცვლილებები.
განვიხილოთ თითოეული მათგანი ცალ-ცალკე:
1. რა სარგებლობა მოაქვს მამალს კი არა და სხვა მოთამაშეებზე დაკვირვებას? პასუხი მარტივია. ჩვენ, მოთამაშის სტილის განსაზღვირს შემდეგ მეტი სიზუსტით შევაფასებთ მის ხელს, გავიგებთ ღირს თუ არა ამ მოთამაშესთან ბლეფი, თავად ბლეფობს თუ არა, რამდენად ხშირად მიდის შოუდაუნამდე ფლოპის დანახვის შემდეგ, უჭირს თუ არა დრო კომბინაციების დაყრა... და, რამდენადაც პოკერი ინფორმაციული ომია, ჩვენ რაც უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება ოპონენტზე, მით უფრო ადვილი ხდება მისი დამარცხება. ერთია, როდესაც რომელიმე პროგრამულ უზრუნველყოფას პირდაპირ გამოაქვს სტატისტიკური მონაცემები მოთამაშეზე და მეორეა როდესაც თავად შენიშნავ მას, დააკვირდები, გაანალიზებ. ეს გიყალიბებს პოკერისთვის მისაღებ აზროვნებას გეხმარება შემდგომ განვითარებაში. ამასთან, შეიძლება ისეც მოხდეს, რომ დამატებითი პროგრამის გარეშე მოგვიწიოს თამაში. მაგ., ოფლაინში მაგიდასთან ნოუთბუქით ან კალკულატორით დაჯდომა, მსუბუქად თუ ვიტყვით, უხერხული იქნებოდა...
განსაზღვრავ თუ არა მოთამაშის სტილს, შენ უკვე წვდები მისი აზროვნების ლოგიკას. ზოგადად, აქ ჭეშმარიტი ლოგიკა უნდა დავივიწყოთ, ხშირად გვიკვირს თუ რა აიძულებს ოპონენტს დააოლინოს 42o-ით, გაუთანაბროს სუსტ ხელში ან დაჩეკოს რივერზე ფლეშ-როიალით. აქ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ჩვენ გვიკვირს ჩვენი პოზიციიდან, ჩვენი გადმოსახედიდან გამომდინარე, სინამდვილეში, თუ ჩვენ გვსურს უფრო მეტი სიზუსტით წავიკითხოთ ოპონენტი, მისნაირად ფიქრი უნდა ვისწავლოთ, მის ლოგიკას უნდა ჩავწვდეთ და მერე გაკვირვებისთვის ადგილიც აღარ დარჩება, უნდა ვითამაშოთ ისე, თითქოს მოწინააღმდეგის თავში ვზივართ, თითქოს ოპონენტი ამობრუნებული ბანქოთი გვეთამაშება და წინასწარ გვეცოდინება როდის რა გადაწყვეტილებას მიიღებს, თუ ჩვენს ბლეფზე მოწინააღმდეგემ წარმოუდგენლად სუსტი ხელით გვიპასუხა და დარიგებაც მოიგო, თავად კი არაა დებილი, დაუნი და გათახსირებული პიროვნება, ეს ჩვენ ვერ შევაფასეთ ზუსტად, რომ მასთან მოცემულ შემთხვევაში ბლეფს აზრი არ ჰქონდა (თუმცა დამიჯერეთ, სულ სხვა შეგრძნებაა, როდესაც რივერზე ბლეფობ, მოწინააღმდეგე ქოლავს და უგებ, კომენტარიც ზედმეტია, ეს უნდა განიცადო, გაუმარჯოს ევროპას!

).
არ შეიძლება 100%-იანი დაყრდნობა ჩვენს შეფასებაზეც, რამდენადაც ჩვენი ოპონენტი, მიუხედავად ბევრის ეჭვებისა, ნუ, უმეტეს შემთხვევაში მაინც, ადამიანია და სულ მანქანასავით ვერ ითამაშებს. ამასთან, შეიძლება ცრუ იმიჯი შექმნას, ან სულაც, ადგეს და შეცვალოს თამაში, (გუშინ ნასვამი იყო, დღეს პახმელიას პონტი), რის გამოც ჩვენს დასკვნებში კორექტირებების შეტანა აუცილებელია
2. საკუთარი იმიჯის შექმნასა და მისით მანევრირებაზე ძალიან კარგად უწერია ჰარინგტონს თავის სამტომეულში ტურნირულ პოკერზე და ყველა დამწყებს ვურჩევ წაიკითხოს. აქ მხოლოდ მოკლედ ვიტყვი, როდესაც შექმნილი გაქვს გარკვეული იმიჯი (მაგ., ტაიტ-აგრესიული) და იწყებ სხვა სტილით თამაშს (ლუზ-აგრესიულს), სწორედ ამ დროს იგებ ყველაზე მეტს, რადგან დაკვირვებული მოთამაშეები, რომელთაც შენიშნული აქვთ თამაშის შენეული სტილი, შენთან თამაშობენ იმ სტრატეგიით, რომელიც მომგებიანია მოცემულ სტილთან, მაგრამ წამგებიანია მის საწინააღმდეგო სტილთან სათამაშოდ. შესაბამისად, სანამ ისინი მიხვდებიან და ცვლილებებს შეიტანენ თავიანთ სათამაშო სტრატეგიაში, შენთან წამგებიანად ითამაშებენ.
ამასთან, გასათვალისწინებელია შემდეგი მომენტებიც, ჩვენი ონლაინ (ხშირად ოფლაინ) ოპონენტი შეიძლება სულაც არ უყურებდეს ჩვენს თამაშს, თამაშობდეს მხოლოდ თავისი ხელიდან გამომდინარე. ეს განსაკუთრებით ეხება დაბალ ლიმიტებს. მსგავსს ოპონენტებთან სათამაშოდ რთული გათვლების ჩატარება საჭირო ნამდვილად არაა. არ შეიძლება მოწინააღმდეგე შევაფასოთ გადაჭარბებულად ძლიერად ან გადაჭარბებულად სუსტად. უნდა ვეცადოთ და ოპონენტის ძალა რაც შეიძლება ზუსტად განვსაზღვროთ, ამით მთელ რიგ შეცდომებს თავიდან ავირიდებთ.
გასრულდა ესე ამბავი...
რამდენი ვიქაქანე, მართალია ახალი არაფერი, მაგრამ იმედია სასარგებლო მაინც დავწერე რამე და ვინმეს გამოადგება ეს ჩანაწერი