Esgha Gvakldaმიუხედავად იმისა, რომ დიდი პოსტები ყოველთვის სასაცილო გამოდის (ძირითადად სულელური ხელების გარჩევას წერენ) და ძალიან მინდება ქვემოთ ბევრჯერ მივაწერო
ყლე, როგორც 90-იანების თაობამ იცოდა სკოლებში, შენი პოსტები ყოველთვის კარგად იკითხება. ასე რომ thამს აპ

ფსიქოლოგიას რაც შეეხება ჩემს მოსაზრებას გაგიზიარებ. უმეტესად, დაახლოებით 60-70%, თამაშობ ბრმად. ანუ საკუთარი ხელიდან გამომდინარე. შეიძლება უფრო მეტჯერაც გიწევდეს ასე თამაში, ლიმიტების, მაგიდების რაოდენობის, თამაშის სახეობის და სტილის გათვალისწინებით. მაგაში შენც დამეთანხმები. მალტიტეიბლინგის დროს უმეტესად თავისდაუნებურად იქცევი ტაგად, ან წინასწარ იცი, რომ ტაგი უნდა ითამაშო. რედს და სხვა აგროებს არ ეხებათ.
ტაგი კარგ სტრატეგიად ითვლება ნებისმიერი დონის მოთამაშისთვის თუნდაც პოკერის ერთ-ერთი უპირველესი კონცეფციის გამო: რაც შეიძლება მარტივი სიტუაციები, რაც შეიძლება მარტივი გადაწყვეტილებები.
ტაგი ხშირად ე.წ. abc პოკერად მოიხსენიება, რაც თავისთავად გულისხმობს მეტი ყურადღების გამახვილებას საკუთარ სიტუაციაზე.
რაზეც შენ საუბრობდი, ანუ ოპონენტების კითხვა, ინფორმაციის მოგროვება, იმიჯის შექმნა და შემდგომ იმიჯის გამოყენება ხდება ეპიზოდურად. გეთანხმები, რომ აუცილებელია იცოდე "ტრუკების" კეთება მომენტებში, მაგრამ იმდენად იშვიათად გიწევს მათი გამოყენება, რომ შეიძლება გაუაზრებლად, ინსტინქტის მსგავსად ჩამოგიყალიბდეს დიდი დროის განმავლობაში მუვების კეთება. + ამას ყველა დამეთანხმება, რომ აგრესიულ ქმედებებს გააჩნიათ საკმაოდ გამოკვეთილი პერიოდები როდის არის წარმატებული, და იგივე ქმედებები როდის ხდება მუდმივად წარუმატებელი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. აგრესიულ ქმედებებში ვგულისხმობ, როგორც ძლიერ ბეტინგს, ასევე აგრესიულ ქოლებს. რაც შეეხება თრეფინგს, ამის განხილვას შეიძლება მთელი დღე მოანდომო. თრეფინგის სტანდარტული გზა სლოუპლეია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში აგრესიული თამაში უფრო მალავს შენს ხელს, ვიდრე სლოუფლეი. თუმცა ადამიანის ბუნებიდან და ზოგადი ფსიქოლოგიიდან გამომდინარე, სლოუპლეი საუკეთესო და ყველაზე ხშირად გამოყენებადი გზაა თრეფინგისთვის. ეს ხდება შენდაუნებურად და ოპონენტი თავისდაუნებურად იჯერებს შენს სისუსტეს. იმის თქმა მინდა, რომ ფსიქოლოგია ადამიანების უმეტესობას ერთნაირი აქვს, უმეტესობას არ მოსწონს კაცის კვლა, უმეტესობას ეშინია აგრესიული ბეტების, უმეტესობა ჰეტეროა

და ა.შ.
ჩემი აზრით, როგორც პოკერის ყველა სახეობა ითამაშება საკუთარი მდგომარეობის, შანსების, ბანკროლის და სხვა მრავალის გათვალისწინებით, ანალოგიურად ფსიქოლოგიური მხარეც უმჯობესია უმეტესწილად საკუთარ თავზე გადავიტანოთ. ნებისმიერ სვინგს, ნებისმიერი რაოდენობის ქულერს თუ ბედბითს დაძლევ როცა მშვიდად ხარ და გაწონასწორებული თამაშობ. ასეთი ფსიქოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნების იდეალურ გზად მიმაჩნია სწორი მანი მენეჯმენტი და რატომ: არასდროს არ გაქვს წაგების შიში. თუ აგებ ბანკროლის 2-3%-ს პირველ რიგში თავიდან იცილებ ტილტს, შედეგად თამაშობ სტაბილურად, აზროვნებ რაციონალურად და უმეტეს შემთხვევებში იღებ სწორ გადაწყვეტილებას. ყველას გვითამაშია ჩვენი ჯიბის შეუსაბამო ლიმიტზე. მგონი ყველას იგივე შეგრძნება და იგივე მოქმედებები აქვს, ვთამაშობთ გაცილებით ნაკლებ დარიგებას, გაორმაგების შემთხვევაში ვგრძნობთ ასე თუ ისე დიდი ფულის მოგებას და გვეწყება ფიქრები იმის შესახებ ღირს თუ არა გაგრძელება. ჯიბის ფულის გაორმაგება და მსგავსი აზრების წარმოშობა ძალიან ემსგავსება რულეტკას, ჩნდება ათასი ცრურწმენა, ვერ ვგრძნობთ თავს რეალურად მოგებულად, გერევა აზროვნება და არეული გონებით და შიშით აგრძელებ თამაშს. შედეგად ან ნოლდები, ან გეწყება შიში, ანებებ თამაშს თავს, ისევ უკმაყოფილო ხარ მოგებულით, გინდა თამაშის გაგრძელება და არა დაბალ ლიმიტებზე, მაგრამ იგივე ლიმიტის შიში გაქვს. მეორე უკეთესი ვარიანტია თუ არ გაქვს შიში, მაგრამ აზარტისგან დახშული იქცევი სულელურად, ან ბედბითდები. შედეგად იწყება გემბლერული დეპრესია, იწყებ პატარა ფულით თამაშს, მუდმივად გახსოვს დაკარგული დიდი ფული და ამიტომ ლიმიტი არ გაკმაყოფილებს, უშვებ შეცდომებს და აბრალებ ყველაფერს იღბალს და ასე გრძელდება წრიულად.
მე ვთვლი, რომ კარგი თამაშისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის სწორი ბანკროლ მენეჯმენტი და დისციპლინა. დისციპლინა შეეხება, როგორც ბანკროლს, ასევე თამაშის ტაქტიკას, შესვენებებს, კითხვას, საკუთარ თავზე მუშაობას, საკუთარი შეცდომების აღიარებას, ბედბითების და ქულერების უგულებელყოფას და უიღბლობის ტვინიდან ამოგდების უნარის გამომუშავებას.
პ.ს. მე არცერთ ზემოთაღნიშნულს არ ვაკეთებ, ამიტომაც i DO suck.
პ.პ.ს. ბოდიშს გიხდით სიტყვა "უმეტესად" რომ ამდენჯერ გამოვიყენე, მაგრამ ზოგადად თამაში "უმეტეს" შემთხვევებზეა აგებული

პ.პ.პ.პ.პ.პ.პ.ს ჩემით მივაწერ
ყლეჰოდა ისა, თუ ტურნირებს ეძღვნებოდა შენი პოსტი, მაშინ თავიდან ბოლომდე, ყველა სიტყვაში გეთანხმები
This post has been edited by Christopher Amott on 11 Sep 2011, 23:20