მოგეხსენებათ, როცა არაფხიზელ მდგომარეობაში ვარ ჩემში იღვიძებს დაუოკებელი სურვილი რამის დაწერისა (რისი წაკითხვის ტანჯვა–წამებაც თქვენ გხვდებათ ხოლმე წილად) ჰოდა ახლაც, მართალია, ალკოჰოლისგან ან თავის მიბრახუნებისგან არა, მაგრამ გაბრუებული ვარ და თითებიც კლავიატურას ითხოვენ, ამიტომაც გადავწყვიტე პატარა პოსტუკელა გამომეცხო. ჩემი კულინარიული ხელოვნების შეფასება თქვენთვის მომინდვია. სასტიკი შეხსენება სასტიკ კრიტიკოსებს! მიუტევე და მოგეტევება!

ეს ისე, ხუმრობით, სინამდვილეში რაც მეტი შენიშვნა და კრიტიკა იქნება მით უკეთესი (ისე, ჩვენში დარჩეს და პოსტი დიდი არაფერი, ინფორმაციის თავმოყრაა მხოლოდ და მხოლოდ, ისიც ალბათ საკამათო).
ჰო, კიდევ ერთი, ეს სტატია თუ რაცაა ძირითადად ეხება ტურნირულ პოკერს
დღეს მინდა დაკვირვებაზე გავამახვილო თქვენი ყურადღება. რა სარგებლობა შეიძლება მოგვიტანოს სწორმა და მიზანმიმართულმა დაკვირვებამ და როგორ მივაღწიოთ მას...
როგორც ჩემთვის ცნობილია, პოკერი ინფორმაციული ომია და იმარჯვებს ის, ვინც მეტ ზუსტ ინფორმაციას ფლობს და ვისაც უკეთ შეუძლია ამ ინფორმაციის გამოყენება. მაგალითად, ბლაინდზე ვზივართ და ოპონენტი გვიზრდის პოზიციიდან. როგორ მოვიქცეთ დავიცვათ ბლაინდი? იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გვექნებოდა საკმარისი და ზუსტი ინფორმაცია ოპონენტის შესახებ, გაცილებით ადვილი იქნებოდა გადაწყვეტილების მიღება – თუ ის ხშირად ბლეფობს, იაპარავს ბლაინდებს, მაშინ ადვილად შეგვეძლო რეიზზე გვეფიქრა, ხოლო თუ პრაქტიკულად არასდროს ბლეფობს, მაშინ ფოლდის გარდა არაფერი დაგვრჩენია. შეიძლება ეს მაგალითი ცოტა არასრულად მოგეჩვენოთ, რამდენადაც ბლაინდის დაცვაზე კიდევ რამდენიმე ფაქტორი ახდენს გავლენას, მაგრამ მინდოდა მეჩვენებინა ინფორმაციის მნიშვნელობა პოკერში.
როგორ მოვიპოვოთ ინფორმაცია? პასუხი ძალიან მარტივია – დაკვირვებით. ცოტა უფრო გავართულოთ კითხვა, კონკრეტულად რას დავაკვირდეთ?
შევეცადე ჩამომეყალიბებინა რამდენიმე ძირითადი საკითხი, რომელზეც, ჩემი აზრით, ღირს გავამახვილოთ ყურადღება:
1. რამდენად ტაიტი, ლუზი, პასიური და აგრესიულია ჩვენი ოპონენტი? ამის შენიშვნა დიდ სირთულეებს არ წარმოადგენს, რა სარგებლობას გვაძლევს აქედან მიღებული ინფორმაცია? შეგვიძლია მეტი სიხშირით ვიბლეფოთ ტაიტ მოთამაშეებთან, მოვერიდოთ ბლეფს ლუზ მოთამაშეებთან, ტაიტ–აგრესიულების აქტირობის შემთხვევაში პროცესში ჩავებათ მხოლოდ ძლიერი ხელით (მონსტრებით) და ლუზ–აგრესიულებთან დავწიოთ ჩვენი ხელის სიძლიერე და ა.შ. თუმცა კარგი იქნება კიდევ უფრო ღრმად თუ ჩავეძიებით და ოპონენტის ლუზ/ტაიტობასა და აგრესიულ/პასიურობას დავაკვირდებით როგორც პრეფლოპ, ასევე პოსტფლოპ. რამდენადაც საკმაოდ ხშირია კომბინირებული შემთხვევები, როდესაც ოპონენტი პრეფლოპ, მაგალითად, ლუზ–პასიურია, ხოლო პოსტფლოპ ტაიტ–აგრესიული და სხვ.
2. რამდენად ხშირად და იპარავს თუ არა ოპონენტი საერთოდ ბლაინდებს? მოცემული ინფორმაცია საშუალებას მოგვცემს შევაფასოთ ღირს თუ არა ბლაინდების დაცვა კონკრეტულ მომენტში. აქვე შეიძლება დავაკვირდეთ იმასაც, რამდენად იყენებს ოპონენტი თავის პოზიციას თამაშის დროს.
3. რამდენად ხშირად იცავს ოპონენტი საკუთარ ბლაინდებს? საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ, ღირს თუ არა შეტევა კონკრეტულ სიტუაციაში.
4. აკეთებს თუ არა გამგრძელებელ ბეთს ინიციატივის მოპოვების შემდეგ? განვსაზღვრავთ ღირს თუ არა შეტევა ვაჭრობის შემდგომ რაუნდებში.
5. თავად ყრის თუ არა გამგრძელებელ ბეთზე? ნუ, მნიშვნელობა რამდენჯერ უნდა ვთქვა...
6. რამდენად ხშირად მიდის შოუდაუნამდე? აქაც იგივე... დავამატებ მხოლოდ იმას, რომ ზოგიერთ პრეფლოპ ტაიტ–აგრესიულ მოთამაშეც (განსაკუთრებით ახლები), მართალია პრეფლოპ ცოტა ხელს ათამაშებს, მაგრამ უჭირს ხელის დაყრა პროცესში ჩართვის შემთხვევაში და ხშირად მიდის შოუდაუნამდეც, რაც გასათვალისწინებელია სანამ მათ თავს დავესხმებოდეთ.
ხო, კიდევ ერთი პატარა რჩევაც. ეცადეთ ტურნირის დასაწყისში ითამაშოთ ტაიტ-აგრესიულად და მაქსიმალურად მოიპოვოთ ინფორმაცია თქვენს მაგიდაზე მყოფ მოთამაშეებზე
P.S. დავასრულე დღეს ქაქანი, მგონი რამდენიმე (იმედია მხოლოდ რამდენიმე

) შეცდომა დავუშვი და მზად ვარ კრიტიკისთვის