ბიჯო ძალიან მიყვარხართ და კიდევ უფრო ძალიან მევასებით

კაი ბიჭები ხართ ორივე, განსაკუთრებით ცხვედო და ბახტაძე

მაგრამ რაღაც სხვანაირად წარმომიდგენია ეს ყველაფერი და ამიტომ გეუბნებით პროგრამა თქო :დ ისე რაც გინდა დაარქვით, თუ გინდა მანიფესტი გამოაცხადეთ, მაგრამ რაცხა გაგვაგებინეთ ჩვენ, გარდა იმისა, რომ ამდენი მენეჯერი გაერთიანდით და ნაკრებში მოსვლა გინდათ თქო. თუ არ იცით რაზე უნდა ილაპარაკოთ ცუდია. თუ გინდათ თავში რაც ვთქვი იმას გავიმეორებ :დ მაგრად მიყვარხართ და მევასებით და ვიცი, რომ მონდომებას არ დააკლებთ ამ საქმეს, ეს ძალიან დიდი პლიუსია - მონდომება. მაგრამ მიზან-მიმართული მონდომება უკეთესი რამეა. ხოდა ეს მიზნები უნდა დასახოთ, ან ახალი ან ძველი - მე პირადად ვაღიარებ, რომ ჩემმა პროგრამამ არ იმუშავა საშუალოვადიანი გეგმების კომპონენტში, რატო ვიცი, ხოდა თქვენი აზრიც მაინტერესებს, როგორ მოაგვარებთ ამ პრობლემებს, რას გვპირდებით, რა გინდათ? მსოფლიოზე გასვლა გვინდა არ არის მარტო და კარგად იცით ეს თქვენ, რადგან 2 სეზონის განმავლობაში, გარდა იმისა, რომ ნაკრებამდე უკვე მოყვანილი თაობა უნდა ათამაშოთ ღირსეულად, ძალიან ბევრი რამის გაკეთება მოგიწევთ, სკაუტინგის ბაზასთან მუშაობა, რომ 2 სეზონის მერეც გვყავდეს გუნდი და ერთეული მენეჯერების მონდომებაზე არ ვიყოთ დამოკიდებული და ა.შ. მოკლედ ნაკრები მარტო პარასკევი დღე არ არის და იცით ეს თქვენ. ისიც იცით, რომ ჩემს მიერ ადრე კარგად აწყობილი სკაუტინგის სისტემა პრაქტიკულად მოშლილია და პრაქტიკულად მარტო ვაკეთებ ლამის ყველა პოზიციის სკაუტის საქმეს - დათირეს. სერჟანტის და ხანდახან ტაბოს მეტი ამ საქმეს კაი ხანია არავინ აკეთებს და მეც მხოლოდ ნაკრების წევრების და უახლოესი კანდიდატების მონიტორინგისთვის მრჩება დრო, ეს სისტემა თავიდან ასაწყობია, ძალიან დიდი სამუშაოა და ამიტომ ვფიქრობ რომ ძალიან ორგანიზებული მენეჯერი უნდა მოვიდეს ნაკრებში, იმენა მენეჯერი რასაც ქვია და არა მხოლოდ ჰეთთრიკის პრინციპების კარგად მცოდნე მენეჯერი (მასე ვთხოვოთ აგერ კობას ყველამ ერთად და მატჩისთვის მომზადებაში მაგის მჯობნის პოვნა რო გაგვიჭირდება კი დამეთანხმებით მგონი) არ გამოგვადგება. კაი "ტოპ-მენეჯერი" გვინდა, ვინც ამ საქმეს დაახარისხებს, ვალდებულებებს გადაანაწილებს და მთელი გუნდის მუშაობას წარმართავს სწორი მიმართულებით.
რავი ახლა შეიძლება ცუდი ძია გამოვდივარ, მაგრამ ისევ თქვენთვის ვამბობ ამას. მე მაგალითად ეფექტური ბორდის სისტემაც ვერ ავაწყვე ნაკრებისთვის, ჩემი კამპანიის დაპირება თუ გახსოვთ, მაგრამ 3-4 მენეჯერი მაინც მყავდა ვისთანაც გეგმას ვადგენდი კონკრეტული მატჩისთვის და ზოგადად შესარჩევი ციკლისთვის. ხოდა ესეც მისახედია. თუ სხვა სისტემის დანერგვას აპირებთ ეს სისტემაც გაგვაცანით. რაის კამპანია თქვენ არ უნდა იკითხოთ, რადგან ძალიან ბევრი კარგი საარჩევნო კამპანია უნდა გახსოვდეთ, კობას არჩევნებიდან მოყოლებული ჩემი პირველი არჩევნებით გაგრძელებული და ვანოს და ოლას ბოლო კამპანიით დასრულებული. ეს კამპანია იმიტომაა საჭირო რომ კომუნა რაღაც ერთიანდება ხოლმე ამით არჩევნების წინ და ეს ერთიანობა საკმაოდ დიდ ხანს მიყვება მერე, რაც ნაკრების მენეჯმენტს ადგება ისევ, ფეხბურთელების დაბინავებაში, ინფორმაციის გაცვლის პრობლემის მოგვარებაში და ა.შ.
აჰათ თუ არ გახსოვთ :დ
ჰეთთრიკი - საუკეთესო ონლაინ საფეხბურთო მენეჯერი - სადღაც მეოთხმოცე გვერდისკენ იწყება საარჩევნო კამპანია, ხოდა დავი ხო გყავთ გუნდში? ხოდა მაგას კითხეთ, დაგეხმარებათ.
მოკლედ მინდა რომ ეს თქვენი მონდომება იყოს კონკრეტული რამეებისკენ მიმართული, თორე მონდომებული ყველაა, სპირიტაც ძაან მონდომებულია ნაკრების მწვრთნელობისთვის, მაგრამ გონიერი მონდომებაა მთავარი, ქე იცით და რას მალაპარაკებთ

თორე მაგრად რომ მევასებით ყველანი ეგ კი იცით ისედაც, მხარსაც დაგიჭერთ ყველაფერში და ყველანაირად თქვენ გვერდით ვარ, მაგრამ გეგმის დასახვა საჭირო რამეა და დასახეთ ეს გეგმა მომდევნო 2 სეზონისთვის მაინც
Remarqueკი აპირებს დათირე
Dopilsyaხო მართლა, რაც შეეხება ქვეჯგუფს -
სავარაუდოდ განაწილებული ვიქნებით მეთექვსმეტე ჯგუფში შემდეგ ნაკრებებთან:
პირველი კალათიდან - დანია Danmark
მეორე კალათიდან - მალდივები Dhivehi Raajje
მესამედან - ხორვატია Hrvatska
მეოთხედან - კოლუმბია Colombia
მეხუთედან - ბენინი Benin
მეექვსედან -
საქართველომეშვიდედან - იორდანია Al Urdun
მერვედან - პალესტინა Palestine
კია მიახლოებითი, მაგრამ 90 პროცენტით დარწმუნებული ვარ ეს ჯგუფი იქნება, ძალიან კარგი ჯგუფია ხორვატიაა ერთადერთი გაუმართლებლობა მესამე კალათის ერთ ერთი უძლიერესი გუნდი მაინც და მაინც ჩვენ დაგვეჯახა, მაგრამ პირველ და მეორე კალათებში გაგვიმართლა. მოკლედ ეგარი რა. ნუ პალესტინა და იორდანია, რომ ყველასთვის 6-6 ქულაა ეგ ბაზარი არარი. ბენინთანაც 6 ქულა უნდა დავგეგმოთ. თან ვალი აქვთ მაგათ ჩვენი 6 ქულა, რომელიც ვაჩუქეთ ერთ-ერთ შესარჩევში. კალენდარიც კაი უნდა გვექნეს ჩემი აზრით, მეზარება ახლა მაგის გამოთვლა :დ
This post has been edited by afakidze on 23 Oct 2011, 03:22