http://hattrickunited.org/imbattuto/ ნახეთ ბოლო პოსტი
1 ჯერ აქაც დავდებ
მოგესალმებით, მენეჯერებო!
მინდა გაცნობოთ რომ, 23 სეზონის 5 კვირიდან განახლდება ჩემპიონატი ჰეტრიკში, რომელიც ანალოგიური იქნება წინა ჩემპიონატისა, მაგრამ გარკვეული დეტალები იქნება დამატებული (ამაზე ქვევით ვისაუბრებ)
მანამდე კი მოგახსენებთ რომ, ჩავატარე პირველი ჩემპიონატი რომელშიც მონაწილეობდა 16 კლუბი, ჩემპიონი გახდა FC Levante 2010, ხოლო მეორე ჩემპიონატში მონაწილეობდა 32 კლუბი, ჩემპიონი კი გახდა Levanto-international (მგონი ორთავე იმერული კლუბის მენეჯერებმა წაიღეს ჩემი თასი )
წინა ჩემპიონატის პერიპეტიები და ანგარიშები იხილეთ: ამ ბმულზე
მეორე საკითხი რასაც მინდა შევეხო ესაა პრიზი, ცოტა ფიქრი დაჭირდა ამ ამბავს და გადავწვიტე რახან მე ვერ შევწვდები ამ თანხას თანადაფინანსებით ყველამ გავიღოთ 3-3 ლარი მონაწილეებმა და მოგებულს 3 თვიანი საპორტერი ჩაერთვება, დამეთანხმებით კარგი სტიმულია, დარჩენილი ფულით მეორე მესამე ადგილოსნებიც დაფინანსდებიან
რაც შეეხება ადგილებს ამ ეტაპზე ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი თუ როგორ იქნება ეს თვენ მონდომებაზეა დამოკიდებული, თუ იქნება 16, 32 ან 64 ჩატარდება ჯგუფების მიხედვით ცხრილს დავდებ ხვალ საღამოს საათებში
წინა ჩემპიონატის ერთერთმა მოგებულმა ბეთხომ 5 ლარი არ მიიღო და ის გადმორიცხა ფონდში, ასევე გადმორიცხა ლევანტოს მენეჯერმა.
რაც შეეხება ჩარიცხვას:
ჩარიცხვა მოხდება ემანიზე: 360831191
რაც შეეხება წესებს აუცილებელს რომელიც უნდა დავიცვათ:
#1. ზუსტად ისე დავნიშნავთ მატჩებს როგორც დაიწერება ოფიციალურ ბლოგზე და საიტებზე
#2 აუცილებლად დავნიშნავთ თამაშებს (წინაზე 1-2 მენეჯერი გაქრა და არ მინდა უპასუხისმგებლო ხალხი არსად :დ)
ჯგუფური ეტაპის შემთხვევაში:
1 პუნქტი: მოგება 3 ქულა, ფრე 1 ქულა, წაგება 0 ქულა
2 პუნქტი: თამაშები იქნება თითოეულ გუნდთან 2 ჯერ (შინ-გარეთ)
3 პუნქტი: კლუბს ადგილების მიხედვით უპირატესობა ენიჭება: ა) ურთიერთშეხვედრის დროს ბ) მეტი გატანილი გოლის დროს გ) ნაკლები გაშვებული გოლის დროს დ) თუ ეს ყოველივე თანაბარი აღმოჩნდა ორივე ინტრიგნები ყოფილხართ :დ
4 პუნქტი: დაწყვილება მოხდება (მასწავლეთ პროგრამა ანაც თქვენეული ხედვა მაინტერესებს ჩემ თავზე ვერ ავიღებ ამ ყოველივეს) ან რუსთავი 2 მა დოლურა გვათხოვოს :დ
5 პუნქტი: თუ მზად ხართ მონაწილეობის მიღებისათვის ეს თქვენი შანსია მოიგოთ საპორტერი!!!
6 პუნქტი: დაუზარებლად შევავსებ მაქსიმუმ 64 მენეჯერის სურვილს (მაქს 64!)
7 პუნქტი: გთხოვთ გამოაგზავნოთ რეკვიზიტები ასეთი ფორმით (კლუბი, მენეჯერი, ლიგა, ფორუმზე ყოფნის შემთხვევაში ფორუმის ნიკი)
დამატებები იქნება აუცილებლად და დაიხვეწება, რადგან დრო არის ერთად ვიმუშაოთ დარჩენილ გადაუწყვეტავ საკითხებზე
პ.ს შენიშვნები თუ რაიმე გაქვთ მომწერეთ
ჰეთრიკში არ შეიძლება თემა გავუხსნა ამას? მოჟნა? და სად დავითა შენ მასწავლე რომელ განყოფილებაში გავხსნა
This post has been edited by pamplona on 17 Oct 2011, 02:19