ხოო
მატჩის წინასწარი ანალიზი გაუმჯობესებულია
დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ 3 ახალ ხელსაწყოს, რომელიც დაგეხმარებათ მატჩის წაინსწარ გასაანალიზებლად. ერთერთი მათგანი კი წარმოდგენილია ექსკლუზიურად ახალბედებისათვის.
პირველი: მატჩისათვის ბრძანებების გაცემის ინტერფეისში როდესაც მოვნიშნავთ ფეხბურთელს სიიდან, მისი იდეალური პოზიცია განათდება მოედანზე. ეს არის პატარა ვიზუალური დახმარება, როდესაც ვარჩევთ განლაგებას.
მეორე: წარმოგიდგენთ ახალ ხელსაწყოს რომლის საშუალებითა შეგეძლებათ მიმოიხილოთ რეიტინგები სექტორების მიხედვით, არჩეული განლაგების შესაბამისად, მატჩებისათვის ბრძანებების გაცემის ინტერფეისში. ეს გაგიიოლებთ გატესტვას და სხვადასხვა განლაგებების შემთხვევაში გიჩვენებთ რეიტინგების ცვლილებას. ეს გამოადგებათ როგორც ახალბედა მომხარებლებს ასევე ვეტერანებსაც. გაითვალისწინეთ, რომ რეიტინგები გიჩვენებთ გუნდის ძალას მატჩის დაწყების მომენტში, რომელიც ყოველთვის განსხვავებულია საბოლოო რეიტინგებისაგან.
და ბოლოს, ახალწვეულებს ექნებათ საშუალება დაიხმარონ მენეჯერის ასისტენტი განლაგების შერჩევისას. მენეჯერის ასისტენტის მიერ შერჩეული განლაგება იქნება უკეთესი ვიდრე შემთხვევითად აღებული, მაგრამ შორს იქნება იდეალურისაგან - იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ახალწვეულებს გაუიოლდეთ განლაგების ოპტიმიზაცია.
ეს ხელსაწყოები დაიწერა პროექეტისათვის "ჰეთთრიქ ოუფენ" და არის ნაწილი იმ იდეისა, რომელიც ითვალისწინებს ჰეთთრიქის განვითარებას მის ტრანსპარანტულობას და ყველა სახის მომხმარებლისათვის სიმარტივეს.
ესეც მგონი კარგი რაღაცაა