დღეს რუსთავში ძალიან მაგარი რბოლები აიწია, ჯერ თუნინგ და ლეგენდ კლასში იყო ძალიან მაგარი რბოლა, რამოდენიმე ინციდენტით და დაძაბული მომენტებით. ხოლო ბოლოს კი ფორმულა ალფებმა დაგლიჯეს. 5 ალფა დადგა სტარტზე და შთამბეჭდავი სანახაობა გვაჩვენეს. მე-7 თუ მე-8 წრეზე სტარტ-ფინიშის პრიამიკზე, ზუსტად ჩვენს თვალწინ მოხდა ძალიან ლამაზი აბგონი, თუმცა პირველივე მოსავევში ერთერთმა მრბოლელმა საჭე ვერ დაიმოჩილა და დაეჯახა მეორე ბოლიდს, ბოლოს ისე გამოვიდა რომ ფინიშის ხაზი მხოლოდ 3-მა ბოლიდმა გადაკვეთა.
ესეც ვიდეოები, რაც მოვახერხე გადავიღე

პირველი წრე, საკმაოდ შთამბეჭდავი ხმით
ეს კი, ინციდენტის შემდეგ
ესეც ბოქსებში
მოკლედ რასაც დავაკვირდი, ყველაფერი გემოვნებით კეთდება, დავიწყებ იმით, რომ ტრეკს მისასვლელი აქვს ძალიან ორიგინალური, პირდაპირ ტრასის შუაგულში შედიხარ, სადაც პატარა გვირაბიც კი უნდა გაიარო ტრეკს ქვემოთ. ტრიბუმების და პადოკის მშენებლობა ეხლაც მიმდინარეობს, პროექტიც საკმაოდ შთამბეჭდავია (ბოქსები სილვერსტოუნის ანალოგი იქნება). როგორც დღეს გვითხრეს, დაამონტაჟებენ ბევრ მონიტორებს რომ მთელი რბოლის ნახვა გახდეს შესაძლებელი. პიტლეინიც კარგად არის გაკეთებული, მაგრამ ყველაზე ძალიან დამევასა სტარტ-ფინიშის გრძეეეეეეეეეეეეეეელი პრიამიკი, მოკლედ სავსებით შესაძლებელია აქ საკმაოდ საინტერესო რბოლების მოწყობა. ფორმულა 1-ს გამოვრიცხავ, მაგრამ არ გამოვრიცხავ GP3-ს, ან GP2-ს. წარმატებები ორგანიზატორებს, და იმედი მაქვს რომ ამ დაწყებულ საქმეს ძალიან მალე დააფინიშებენ.
ხო კიდე რაც ძალიან გამიკვირდა, თუნინგ კლასში 13 წლის ბიჭი მართავდა მანქანას და საკმაოდ კარგადაც ირბოლა, მოკლედ თაობაც გვეზრდება მგონი