ყველას მოგესალმებით თქვენთვის ესოდენ ნაცნობი სერჟანტი. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, მე და ჩემმა გუნდმა გადავწყვიტეთ, რომ კენჭი ვიყარო U20 ნაკრების მწვრთნელობაზე. ეს გადაწყვეტილება ერთ დღეში ნამდვილად არ მიმიღია და ამისათვის საკმაოდ დიდი ხანი ვემზადებოდი. შევისწავლე ბევრი რამ, რაც მომავალში გამომადგება ნაკრებთან ერთად წარმატების მიღწევაში. ვიცი, ბევრი იტყვის, რატომ მეოთხე ლიგელიო, მაგრამ ამ კუთხით რამე შეკითხვების წარმოქმნა ნამდვილად არ მიმაჩნია მართებულად. ბევრი გამოცდილი მენეჯერი ვიცი, რომელიც მეხუთეშია და გამოუცდელიც (პირველთან შედარებით რა თქმა უნდა), რომელიც უკვე მესამეს და მეორე ლიგის მოგებაზე აცხადებს პრეტენზიას.
რა თქმა უნდა უნაკლო მენეჯერი არ არსებობს, თუმცა ჩემს თავში ნამდვილად ვერ ვპოულობ რამე სერიოზულ მიზეზს, რომლის გამოც ნაკრების სათავეში ჩემი მოსვლა არ შეიძლება. გამოცდილება?! მე ჯერ თასი ან უმაღლესი არ მომიგია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ეს არ შემიძლია. ნაკრების სათავეში მოსასვლელად მხარდასაჭერად კი შემიძლია დავწერო, რომ:
- მაქვს სათანადო ცოდნა, რომლის გარეშეც ჰეთთრიკში უბრალოდ ვერ მიაღწევ წარმატებას, წარმატებაში კი, მე ერთჯერადად მოგებულ მატჩებს არ ვგულისხმობ.
- ასე თუ ისე, დამიგროვდა გამოცდილებაც. თითქმის 4 სეზონია, რაც ვთამაშობ ჰეთთრიკს და ამ ხნის მანძილზე სულ ძიებაში და სწავლაში ვარ. თუმცა, მეც ძალიან ბევრ მენეჯერს, ბევრ რამეს ვასწავლი ხოლმე უკვე.
- შემიძლია გუნდის რესურსის სწორად განაწილება და მათგან მაქსიმალური პროდუქტის გამომუშავება (იხილეთ ჩემი მატჩები), არ ვარ კონცენტრირებული რაღაც კონკრეტულ წყობაზე და ნებისმიერი წყობით შემიძლია გუნდის თამაში.
- გარკვეული ვარ უკვე ფეხბურთელთა ბაზის სისტემაში და შემიძლია მისი კარგად გამოყენება.
- მაქვს დიდი სურვილი და მონდომება, რომ ქართული ჰეთთრიკი განვითარდეს, ნუღარ მომაყოლებთ ეხლა რა გამიკეთებია საამისოდ. საქართველო ხომ ძალიან პატარაა და ისედაც ყველამ ყველაფერი იცის?!

- ყველა ჩემი ნაბიჯი იქნება ახსნილი და დასაბუთებული, მე თვითონ არ მინდა, რომ ნაკრების გულშემატკივრებს უკმარისობის გრძნობა დარჩეთ რამეზე და უპასუხო კითხვები უტრიალებდეთ თავში. არასოდეს იქნება ნახსენები ჩემგან ძრავი (მიხვდით ალბათ, რასაც ვგულისხმობ).
- დროის ამბავში, საშუალება მექნება, რომ მთლიანად ვიყო კონცენტრირებული ნაკრების შედეგიანობაზე და მართვაზე და საფიქრალი არ მქონდეს, დღეს რომ აფაქიძესთან მაქვს თამაში, ხვალ ბეშქენასთან რა ვქნაო?!:)
- დაწვრილებით მაქვს გავლილი კონსულტაციები ნაკრების მართვის, ასაკის სპეციფიკურობისა და კიდევ სხვადასხვა ნიუანსების შესახებ ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების ამჟამინდელ მწვრთნელთან, ბატონ აფაქიძესთან, რომელიც, ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, ჩემი გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება მინიმუმ 1 სეზონი (მერე კი იქნება ეროვნული მწვრთნელობაც კი მივულოცო). ვიცი, რომ ამათ გარდა, კიდევ ,,რაღაცეები" გამოჩნდება ნაკრებში მისვლის შემდეგ, მაგრამ 2 კვირა სავსებით საკმარისად მიმაჩნია, რომ ამ ,,რაღაცეებში" გავერკვე.
- და ბოლოს, მე ხომ საკუთარ კედლებში დაუმარცხებელი (დივიზიონის მატჩებში) გუნდის მენეჯერი ვარ (ეს რა თქმა უნდა, ნახევრად ხუმრობით)?!
ახლა კი პროგრამის შესახებ:
- ნომერ პირველი და ვფიქრობ, რომ ყველაზე მთავარი, რასაც მე გავაკეთებ, არის ის, რომ ამოქმედდება სკაუტინგის სისტემა. მხოლოდ ერთი (?) მენეჯერი მხოლოდ იმაზე იქნება ორიენტირებული, რომ დაუაფდეითებელი ფეხბურთელი ბაზაში არ იყოს (შეძლებისდაგვარად რა თქმა უნდა), ხოლო სკაუტინგის სისტემა, ცოტა თუ ძალიან არ ვიცი (ვისთვის როგორ), მაგრამ შეიცვლება და სხვა კუთხით მოახდენს ფეხბურთელებზე დაკვირვებას. კერძოდ, სკაუტები იმუშავებენ არა პოზიციების მიხედვით, არამედ ასაკის მიხედვით. ეს ძალიან გააადვილებს ახალგაზრდული ნაკრებისათვის ფეხბურთელთა შერჩევას და შესაბამისად ნაკრებ(ებ)ის განვითარებას.
- მოქმედებას გაგრძელებს აკადემიის ხალხის სკაუტინგის სისტემა.
- მნიშვნელოვან ფეხბურთელთა ვარჯიშის მონიტორინგს პირადად განვახორციელებ.
თითქოს, ისე გამოვიდა, რომ მხოლოდ სკაუტინგის სისტემის შეცვლას ვაპირებ, მაგრამ ეს ასე არ არის. მე ჯერ არ ვიცი, როგორი ფეხბურთელებით თამაში მომიწევს (მიუხედავად იმისა, რომ ნაკრების ძირითადი ბირთვი უკვე გამოკვეთილია. ვგულისხმობ იმას, რომ არავინ იცის, ვინ როგორი ფორმითა და გამძლებით შეხვდება სეზონს), მაგრამ ყველანაირად ვეცდები, რომ შედეგი დადებითი გვქონდეს ნაკრებში.
წარმოგიდგენთ ჩემს სამუშაო ჯგუფის ცნობილ წევრებს:
1. Afakidze
2. infrared23
3. betxovichebi
4. DesertMan
მოლაპარაკებები მიმდინარეობს კიდევ რამდენიმე მენეჯერთან. შეიძლება ითქვას, რომ გუნდს სავარაუდოდ დაემატება svani1989.
მოკლედ, ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, გუნდის გაზრდის პრობლემა არ იქნება საჭიროების შემთხვევაში.
This post has been edited by serjhanti on 26 Oct 2011, 00:42