ერთსაც ვიტყვი და ვსიო

მოკლედ ცხვედო არის ჩემი მეგობარი, რომელიც ძალიან მიყვარს, მაგრად პატივს ვცემ და ძალიან მაგრად ვაფასებ, მაგარი ბავშვია, მონდომებული, და აი ისეთი სულში რო ჩაიძვრენ რა. ყველა იცნობთ მოკლედ მე რა უნდა მალაპარაკოთ ახლა ამაზე, მაგრამ თქვენ იცნობთ რაც მეორე ლიგაში ამოვიდა და მე მეოთხე ლიგიდან ვიცნობ. პირველი იყო იმ ადამიანებს შორის, რომელმაც მხარი დამიჭირა არჩევნებზე და მისი ემოციური სიტყვა არასოდეს არ დამავიწყდება.
ძალიან გამიხარდება თუ ცხვედო გახდება ნაკრების მწვრთნელი, თუმცა არანაკლებ გამიხარდება თუ სერჟანტი გახდება ნაკრების მწვრთნელი, მაგრამ ყველაზე მეტად გამიხარდება თუ დათირე გახდება ნაკრების მწვრთნელი:დ ცოტა უფრო მეტად სპირიტას მწვრთნელობა გამიხარდება, მაგრამ ვიცი რომ ეს დასაწყისშივე დამარცხებისთვის განწირული კანდიდატია

(მე მგონი ისეთი დაძაბულია აქ სასტავი რომ ყველა ჯერზე იაპონელივით უნდა ვთქვა ეს ვიხუმრე მეთქი

)
მოკლედ, ძმებო რა მინდა გითხათ, ძალიან წამატებული მენეჯერია და დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად გაართმევს თავს ნაკრების მწვრთნელის მოვალეობას. ცხვედოს შემთხვევაშიც მე შევთავაზე მას არჩევნებში თავისი კანდიდატურის წამოყენება, ისევე როგორც ბახტაძეს, მერე გადაწყვიტეს რომ ხმები არ გაეყოთ

პრინციპში სწორი გადაწყვეტილებაა :დ
ხოდა ახლა ვიცი რომ ამ ყველაფრის მერე ვაბშე კანდიდატურის მოხსნაზეც კი ფიქრობს :დ
მოკლედ მაგარი უშუალო კაცია და ზუსტად ვიცი რომ ეს ოფიციალობები და რამეები არ ეხერხება :დ ხოდა საწყენადაც არაფერს არ ამბობს იმ დღეს მეც მეწყინასავით რაღაც და მერე რო მივხვდი ვინ იყო, ცივი წყალი ვიშოვე

ხოდა ყველას მოგიწოდებთ ცივი წყლისკენ :დ მოკლედ, მორჩეს ეს სისულელე და წერეთ ვინ რას იზამთ ნაკრებში მოსვლის შემთხვევაში და თუ ვინმე ვაბშე დარჩა ამ გუნდებს მიღმა, ისინი აირჩევენ მერე აქედან, დაანებეთ ერთმანეთს თავი, განსაკუთრებით ჩემს ცხვედოს და სერჟანტს :დ რომელიც შეიძლება ძაან არაფორმალურად წერს, მაგრამ ცუდის კადრება ნაღდად არავისთვის არ უნდა არაფრის.
მთავარია, რომ ნაკრებს "ცუდი" მწვრთნელი არ ეყოლება. ეს ფაქტია, და ეს უკვე კაია. ყველა ვარიანტში ვინც არ უნდა მოვიდეს იმაზე კაი მწვრთნელი ეყოლება ვიდრე მე ვიყავი პირველ სეზონში. ხოდა მოდი რა ყველამ არჩევანი გააკეთეთ რა. მარტივად და მშვიდად
მთვრალი ვარ ახლა მე და წავედი

აუ აქაც რამდენი მიწერია ჩემი
Tabo