შენი პოსტის მერე კაი ხანი აღარ უპასუხებენ ეგენი ტელეფონს...
რის თქმა მინდა :
აქ რომ ხალხი შემოდის , ბედ ბიტები და ქულერებიო და კიდევ ტილტები და დაუნსტრიკებიო..
გასაგებია ყველაფერი , ვისაც ეს პრობლემები აქვს და ხედავს რომ ყველაფერს სწორაათ თამაშობს და იცის ამ პრობლემების არსი და მოგვარება , მაგათ მიმართ არ არის ეს პოსტი გათვლილი..
მე მივმართავ იმათ ვისაც თამაშის სწავლა უნდა , ამ საქმეს მოკიდოს ხელი , როგორც შემოსავლის წყაროს და იყოს მომგებიანი მოთამაშე და ვერ იღებს შესაბამის პასუხებს აქ , ფორუმზე..
პირველი ვარიანტი : ჩაუჯდეს წიგნებს , უცხოურ ფორუმებს , ვოდებს , აიღოს საწისი ბანკროლი ბონუსებიდან ვიქტორინებიდან და დამოუკიდებლათ განავითაროს თავის ,,ბაგაჟი,, რასაც დაიგროვებს თეორიით პრაქტიკაშიც.. (როგორც უმეტესობა კაი მოთამაშე დამწყებისა მოიქცა თავის დროზე..)
მეორე ვარიანტი : აიყვანოს მასწავლებელი და შეეცადოს ისწავლოს კარგი თამაშიპრაქტიკაშივე , მასწავლებლის დახმარებით.. (მასწავლებლების თემები არის უცხოურ ფორუმებზე , იქიდანვე შეძლებთ დაკავშირებას მათთან.. რუსულ და ინგლისურ ენოვანები..)
(კიდევ შეიძლება რამდენიმე ვარიანტია , რაც შეიძლება ამ წუთას არ მომდის აზრათ , მაგრამ მე გადავალ პირდაპირ ასეთ შემოთავაზებაზე , დავარქვათ მესამე..)
მესამე ვარიანტი :
(ცოტა შესავალს გაუკეთებ..)
ტურნირებს რომ ვთამაშობთ ეს დღეები : გავიცანი რამდენიმე კარგი მოთამაშე , მაგრამ ყველა კარგია და პროფესიონალი , თავის საქმეში.. ანუ ზოგი უკეთესათ თამაშობს , 9MAX , ზოგი 6MAX , ზოგი HU , ზოგი სნგ და ა.შ.
მართალია , იყო კარგი მოთამაშე ერთია და ასწავლო სხვას მეორე , მითუმეტეს სასწაულებს ვერცერთი ახდენს , უბრალოთ მომგებიანი მოთამაშეები არიან თავიანთ საქმეში და შეუძლიათ დაგეხმარონ ა.ბ.ც. -ს + სწავლაში..
რაც არ უნდა მონდომებული იყოს ადამიანი , მოთამაშისთვის დრო ძვირფასია..
იყო სურვილი დახმარების , მაგრამ დახმარებულები თავისას განაგრძობენ და იმას რასაც ასწავლიან , არ ითვალისწინებენ.. რა თქმა უნდა მომაბეზრებელია ასეთი დახმარება , ტყვილა დროს კარგავს კაცი..
ამიტომ ასეთ ვარიანტს გთავაზობთ :
ჯერ გადაწყვიტეთ თუ გინდათ სწავლა , მერე რისი კონკრეტულად ?!
მეცადინეობა შესაძლებელია ამდაგვარ ფორმატში :
აიღებთ ბონუსს სტრატეგიზე , დაჯდებით მაგიდასთან (რამდენიმე კაცი თუ HU არ გინდათ მაინცდამაინც..) ითამაშებთ NL2-ს პრაივეტ მაგიდაზე , ყოველი ხელის მერე სკაიპში აგიხსნით თუ რა რატომ იყო ასე ნათამაშები , გაირჩევა ყველა ხელი მაქსიმალურად.. 10 BI-ნის მერე , გადახვალთ NL10-ზე , იქაც იგივე ბოლომდე..
NL10-ის შესწავლის მერე , დამთავრდება პირველი ეტაპი.. (NL10-ის კარგი ცოდნა = ქართულ რუმებში მომგებიან მოთამაშეს NL50-მდე..) (მეორე ეტაპზე პირველის მერე დავილაპარაკებთ , კონკრეტულ ხალხთან..)
არ მაქვს ლაპარაკი ცისკარა თამაშზე , ლაპარაკია , ყველაფრის გათვლაზე დათვლაზე , თავის ფსიქოლოგიური მომენტებით..
მსურველი დამიკავშირდეს სკაიპში : forum_camiola
პ.ს. ასევე ისწავლით კონტრ-ფეისპალმების დადებას

------------------------------------------------------------------
ერთ კითხვაზე გავაკეტებ კომენტარს , ტილტთან დაკავშირებით :
კარგი მოთამაშე არასდროს არ ვარდება ტილტში..
არის მომენტები , როცა შეცდომებს უშვებს მოთამაშე და აცნობიერებს , რომ შეცდომა დაუშვა..
,,ის,, ამას ითვალისწინებს და მუშაობს ამაზე რომ არ დაუშვას შემდგომში..
ტილტის წინა მომენტია შეცდომის დაშვება , რამის ვერ გათვლა და ა.შ.
ამიტომ თუ ეს მომენტი მოქმედებს მის ფსიქოლოგიურ შემართებაზე თამაშში , აუცილებლათ ადგება და ჩაუჯდება უკანასკნელის მოგვარებაზე..
ყველა ის ვინც იტილტება გაცისკვრისას , არასწორად უდგება თამაშს , ნებისყოფა აკლია და საერთოთ შორსაა პოკერისგან..
კიდევ ბევრ მომენტს მოვიყვანდი მაგალითისთვის , მაგრამ ზედაპირზე ამოვა რამდენიმე ნიკი და მაგის გამო არ ვწერ ამ ყველაფერს..
-----------------------------------------------------------------
ტურნირებს მე არ ვთამაშობ ეს 2 დღეა.. ვერ მოვიცალე..
-----------------------------------------------------------------
cirekahttp://toronto.kijiji.ca/c-buy-and-sell-co...QAdIdZ296002714ეს წავა ?
დაახლოებით 400 ში შეიძლება ნახვა , თითოსი..