marsianeliძალიან კარგი ინფოა

თოლორაია კიდე იძახდა ეი ქვი ეი ქვიო AQ

ქართული წყაროები რომ არ მოვიტანო საჩვენებლად არ ძალმიძს ამ ყველაფრის შემდეგ
დასტურლამალი მეფის ვახტანგისა, ქართული სახელმწიფო სამართლისა და სპორტულ შეჯიბრებათა საკანონმდებლო ძეგლი შეადგინა ვახტანგ VI-მ 1707-1709 წლებში. ძეგლიდან ჩანს, რომ მასში შესული მთელი საკანონმდებლო მასალა ვახტანგ VI-ს არ ეკუთვნის. ნაწილი ხელნაწერებისა ეკუთვნოდა ვინმე ბრანსოშვილს (კახ დიდგვაროვანს) ან ბრანსონაძეს (გურიელ განსწავლულს, ავტ.), რომელსაც განათლება შორეულ დასავლეთში მიუღია. მას მისისიპი დალეულსაც ეძახდნენ.
ვერ შეედრება ტეხასის უდაბნოები ალაზნის ველსო, უწერია გულდამწვარ ქართველს.
დასტურლამალი არის პირველი წერილობითი წყარო, სადაც დეტალურადაა აღწერილი უპოზიციო ჩეკ-რეიზის კონცეფცია 6მაქსზე. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ქართველებს უკვე იმ დროსაც კი უყვარდათ აქტიური ასპარეზობა და Fულ რინგს 6მაქსს ამჯობინებდნენ.
18-ე საუკუნის მიწურულს ტფილისს უმასპინძლია ჰოვრუშ ლედერიანისთვის (იმ დროისთვის გამოჩენილი სომეხი მოასპარეზე, ავტ.), რომელიც განცვიფრებულა ქართველების აგრესიულობით. ნოე ჟორდანია თავის მემუარებში იხსენებს: "ბაბუაჩემი არქიფო დიდად ეტანებოდა აზარტულ თამაშობებს, ბანქოსა და რულეტს. ასობით ადამიანი და ოჯახი ყავდა გამწარებული ლანჩხუთსა თუ ოზურგეთში და რაკი მიხვდა, რომ გურიას აღარ დაედგომებოდა ტფილისს მიაშურა. ორთაჭალა იმ დროს სავსე იყო დუქნებით, სადაც ყარაჩოხლები და კინტოები ბანქოსა და დომინოს სცემდნენ და ერთმანეთის ხარჯზე ირჩენდნენ თავს. კინტოებს ჩამოუყვანიათ ვინმე ლედერიანი ქართველთა საყვლეფად. არქიფოს გული მოსვლია, ეს ვინ გვაბრიყვებსო, გადმოულაგებია დარჩენილი ოქრო-ვერცხლი, პირისპირ მოუწვევია მდიდარი სომეხი და თავისი გაწაფულობა და სიმარდე უჩვენებია. "თაით ელი თაით!" უყვიროდნენ მაყურებელი სომხები ჰოვრუშს, მაგრამ სანამ მომხვდურმა ვენეციური საათიც არ გადააბარა არქიფოს, მანამდე ვერ გაჩერებულა."
პ.ს. ისე ილია ჭავჭავაძე მართლა თამაშობდა სტადს

ლევან ბერძენიშვილი ხშირად აყენებს ილიას წმინდანობის საკითხს ეჭვქვეშ და ერთ-ერთ მიზეზად მის უკანონო შვილებს და აზარტულ თამაშებს ასახელებს.
გაგონილი გექნებათ თქვენც ალბათ