afakidze1500-ზე მეტი ქართველი და მილიონამდე ადამიანი მთელი მსოფლიოდან უკვე თამაშობს ჰეთთრიკს, საუკეთესო და უალტერნატივო ონლაინ საფეხბურთო მენეჯერს, რომელსაც არ სჭირდება გადმოწერა და ინსტალაცია. თამაშის მართვა შესაძლებელია თქვენსავე ბრაუზერში.
შენც გინდა თამაშის დაწყება? მაშინ აკრიფე
http://hattrick.org, შეავსე მოთხოვნილი ინფორმაცია დეტალურად და მიიღე საკუთარი საფეხბურთო გუნდი.
ჰეთთრიკი მრავალ ენაზეა ნათარგმნი, თქვენ შეგიძლიათ თამაშის მენიუდან აირჩიოთ ქართული ენა და ისიამოვნოთ თამაშის ქართული ინტერფეისით.
რაც შეეხება უშუალოდ თამაშს: ჰეთთრიკში თქვენ ხართ მენეჯერი, არქმევთ გუნდს სასურველ სახელს, ირჩევთ ვარჯიშის ტიპს, რომლის საშუალებითაც ავარჯიშებთ ფეხბურთელებს ერთ-ერთ პოზიციაზე (ნახევარდაცვა, დაცვა, თავდასხმა და ა.შ.), გუნდში მოგყავთ მწვრთნელი, აშენებთ სტადიონს და ასევე შეგიძლიათ დააარსოთ ახალგაზრდული აკადემია, საიდანაც მომავალში შეგეძლებათ თქვენივე აღზრდილი იუნიორების ძირითად გუნდში გადმოყვანა და შემდგომ, სურვილისამებრ, მათი გაყიდვა, ან ვარჯიში, რათა იგი გამოადგეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებსაც.
დანარჩენი შენ დაამატე