სასიხარულო ინფორმაცია რობერტ კუბიცასთან დაკავშირებით.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონელი პილოტი უკვე მიუჯდა საჭეს, მაგრამ არასპორტული ავტომობილის. იანვარში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, როდესაც კუბიცა ყინულზე წაიქცა და მოტეხილი ფეხი დაიზიანა, ყველას ეგონა რომ რეაბილიტაციის პროცესი კვავ გაიწელებოდა, მაგრამ როგორც ვხედავთ საბედნიეროდ ტრამვა სერიოზული არ აღმოჩნდა და პოლონელი პილოტი კვლავ დაჯდა საჭესთან. ჯერჯერობით რენო მეგანზე, ავტომატური გადაცემათა კოლოფით.
ჯეიმს ალენი ამბობს რომ კუბიცა საკმაოდ კარგად ფლობს რულს, მიუხედავად 1 წლიანი გაცდენილი სეზონისა. მოტეხილი ხელით უკვე კარგად იჭერს საჭეს, რაც გვაძლევს იმის ფიქრის საშუალებას რომ იგი სულ მალე მიუჯდება სპორტულ საჭესაც. თუმცა ჯერ აუცილებლად სიმულატორზე უნდა ივარჯიშოს. კუბიცას დაბრუნება F1-ის ბოლიდზე დაახლოებით ივნისისთვის იგეგმება. ვნახოთ როგორ მოახერხებს სრულიად გამოჯანმრთელებას. იტალიელი ჟურნალისტი პინო ალევი, რომელსაც უშუალოდ აქვს კონტაქტი კუბიცასთან, ამბობს რომ რობერტი მზად არის ბოლომდე აღიდგინოს თავისი სარბოლო შესაძლებლობებიო, ის ყოველდღე ვარჯოშობს, და ვარჯიშის ტემპს დღითიდღე უმატებსო. ფაქტი სახეზეა, პოლონელი პილოტი ძალიან მონდომებულია და ფარ-ხმალს არ ყრის. კიდევ ერთხელ ვუსურვებ გამოჯანმრთელებას და მალე დაბრუნებას.