

როგორც იქნა მოახლოვდა ახალი სეზონიც, 6 ჩემპიონით (მათ შორის დიდი ხნის მონატრებული კიმი რაიკონენით), ბოლიდები კეხიანი ცხვირებით და კიდევ ერთი ახალი ავტოდრომით (ა.შ.შ.-ის დიდი პრიზი - Austin), ასევე წელს არ არის არცერთი იტალიელი მრბოლელი, რაც დიდი ხანია ფორმულა 1-ში არ მომხდარა. პირველი რბოლა უკვე ამ კვირას, 18 მარტს ავსტრალიაში გამართება, პირველ რბოლამდე კი არც ისე მარტივია ძალთა ბალანსის დადგენა, თუმცა იმედია წელს მაინც არ იქნება რომელიმე გუნდის ჰეგემონობა (ან თუ იქნება ფერარისი

) და ინტრიგა სეზონის ბოლომდე შენარჩუნდება. ასევე სიახლეა ის, რომ დაემატა 3 სატესტო დღე, რომელიც 1, 2 და 3 მაისს გაიმართება მუჯელოს ავტოდრომზე. უკვე გამართული ტესტების შედეგი კი ასეთია:
ხერესი7 თებერვალი, კიმი რაიკონენი (Lotus Renault) - 1:19.670
8 თებერვალი, მიხაელ შუმახერი (Mercedes) - 1:18.561
9 თებერვალი, ნიკო როსბერგი (Mercedes) - 1:17.613
10 თებერვალი, ფერნანდო ალონსო (Ferrari) - 1:18.877
ბარსელონა21 თებერვალი, სებასტიან ფეტელი (Red Bull) - 1:23.265
22 თებერვალი, ნიკო ჰიულკენბერგი (Force India) - 1:22.608
23 თებერვალი, პასტორ მალდონადო (Williams) - 1:22.391
24 თებერვალი, კამუი კობაიაში (Sauber) - 1:22.312
1 მარტი, რომან გროჟანი (Lotus Renault) - 1:23.252
2 მარტი, რომან გროჟანი (Lotus Renault) - 1:22.614
3 მარტი, სერხიო პერესი (Sauber) - 1:22.094
4 მარტი, კიმი რაიკონენი (Lotus Renault) - 1:22.030
რაც შეეხება ბუკმეკერების ფსონებს 2012 წლის ჩემპიონობაზე, როგორც მოსალოდნელი იყო ყველაზე დიდი შანსი ჩემპიონობის სებასტიან ფეტელს და რედ ბულს აქვს, ხოლო მათ ვისაც სასწაულის (ძაააააალიან დიდი სასწაულის) სჯერა და გამდიდრებაც სურს, შეუძლიათ ფსონები პედრო დე ლა როსაზე, ან ნარაინ კარტიკეიანზე დადონ

ფსონები ჩემპიონობაზე კი ასეთია:
პირადი ჩათვლაფეტელი - 1.91
ჰამილტონი - 6.50
ალონსო - 7.50
ბატონი - 10.00
ვებერი - 17.00
რაიკონენი, როსბერგი - 26.00
შუმახერი - 29.00
გროჟანი, მასა - 101.00
დი რესტა, კობაიაში, პერესი, ჰიულკენბერგი - 251.00
ვერნი, რიკიარდო - 751.00
კოვალაინენი, სენა - 1001.00
მალდონადო - 1251.00
პეტროვი - 1501.00
გლოკი, პიკი - 2501.00
დე ლა როსა, კარტიკეიანი - 5001.00
კონსტრუქტორთა თასიRed Bull - 1.91
McLaren - 3.00
Ferrari - 10.00
Mercedes GP - 11.00
Lotus Renault - 29.00
Force India - 81.00
Sauber - 201.00
Williams - 301.00
Toro Rosso - 501.00
Caterham - 1001.00
HRT, Marussia - 5001.00
----2012 წლის გუნდების შემადგენლობა
იმისთვის რომ უფრო მეტ მუღამზე მოხვიდეთ ახალი სეზონის, ან უბრალოდ სიამოვნება მიიღოთ, რამოდენიმე პრომო ვიდეოს შემოგთავაზებთ 2012 წლის სეზონზე და ასევე 2011 წლის მნიშვნელოვან მომენტებზე

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ახლა კი ტრადიციული მოკლე მიმოხილვა ავსტრალიის დიდი პრიზის

▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀

----------------------
▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄
ავსტრალიის დიდი პრიზის ჩატარების განრიგი
ჩვენი დროის მიხედვით:
პარასკევი, 16 მარტიპრაქტიკა 1 - 05:00
პრაქტიკა 2 - 09:30
შაბათი, 17 მარტიპრაქტიკა 3 - 07:00
კვალიფიკაცია - 10:00
კვირა, 18 მარტირბოლა - 10:00
▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄
წრეების რაოდენობა ---------- 58
ტრასის სიგრძე ---------------- 5, 303 კმ.
პირველი რბოლა --------------- 1996 წ.
სარბოლო დისტანცია --------- 307, 574 კმ.
მოსახვევების რაოდენობა --- 16 (6 მარცხენა, 10 მარჯვენა)
მაყურებლების ტევადობა ---- 80 000
საუკეთესო წრე ---------------- 1:24,215 (2004 - მიხაელ შუმახერი - Ferrari)
საუკეთესო კვალიფიკაცია ---- 1:23,529 (2011 - სებასტიან ფეტელი - Red Bull)
ოფიციალური საიტი: www.grandprix.com.au 
ავსტრალიის დიდი პრიზი პირველად 1985 წელს გაიმართა, თუმცა მაშინ სამეფო რბოლებს არა მელბურნი, არამედ ადელაიდა მასპინძლობდა. მან თავიდანვე დიდი პოპულარობა მოიპოვა. 1996 წელს ადელაიდას ავტოდრომს კონტრაქტის ვადა გაუვიდა და მას შემდეგ ავსტრალიის დიდი პრიზი მელბურნში, ალბერტ პარკზე იმართება.
პირველ გრან პრის ჟაკ ვილნევი იგებდა, თუმცა ფინიშამდე რამოდენიმე წრით ადრე ძრავის პრობლემები შეექმნა და გამარჯვება დეიმონ ჰილს დარჩა.
ტრაგიკული გამოდგა 2001 წლის გრან პრი. ჟაკ ვილნევისა და რალფ შუმახერის შეჯახების შედეგად დაიღუპა რბოლის ერთ-ერთი მარშალი. ყველაზე მეტი, ოთხი გამარჯვება მელბურნზე მიხაელ შუმახერს აქვს მოპოვებული.
ახლა რაც შეეხება ფსონებს ავსტრალიის დიდ პრიზზე, აქაც ფავორიტს სებასტიან ფეტელი წარმოადგენს, რაც შარშან ჩატარებული სეზონიდან გამომდინარე ჩვეულებრივი მოვლენაა:
ფეტელი - 2.37
ჰამილტონი - 6.00
ვებერი - 7.00
ბატონი - 7.50
ალონსო - 9.00
როსბერგი - 21.00
რაიკონენი, შუმახერი - 23.00
გროჟანი, მასა - 51.00
დი რესტა, ჰიულკენბერგი - 67.00
კობაიაში, პერესი - 81.00
ვერნი, მალდონადო, რიკიარდო, სენა - 301.00
კოვალაინენი, პეტროვი - 501.00
გლოკი, პიკი - 1001.00
დე ლა როსა, კარტიკეიანი - 1501.00
ახლა კი რამოდენიმე ვიდეო ავსტრალიის დიდი პრიზის შესახებ:ავსტრალიის დიდი პრიზის ერთი წრის მიმოხილვა მარკ ვებერის მიერავსტრალიის დიდი პრიზის ერთი წრის მიმოხილვა MOTORS TV-ის მიერყველაზე ძლიერი დამუხრუჭების ადგილის მიმოხილვა2011 წ. სებასტიან ფეტელის პოულის წრე (Onboard)ამინდის პროგნოზი:პარასკევს ტემპერატურა +22°C-ს მიაღწევს და მოსალოდნელია მცირე წვიმაც თუმცა შემდეგ უნდა გამოიდაროს. შაბათს უკვე მოწმენდილი ცა იქნება ხოლო ტემპერატურა კი +21°C. კვირას, კი რბოლის დღეს ტემპერატურა +22°C იქნება, წვიმის ვარაუდი კი 10%-ია.
www.f1news.ru
www.formula1.com
www.weather.com
www.accuweather.comსაშუალო ტემპერატურა თვეების მიხედვით
www.formula1.com
»პირდაპირ ეთერში საყურებელი ლინკები:(პრაქტიკები, კვალიფიკაცია, რბოლა)* 99% აჩვენებს BBC-ს.* შესაძლებელია გადახვევა და ერთი თვის არქივის ყურება.* აჩვენებს ყველაზე კარგი ხარისხით, მაგრამ მოითხოვს შედარებით სწრაფ ინერნეტს.√ ამ ნიშნით აღნიშნულია სხვებთან შედარებით უკეთესი ლინკები.jomardi-ის ბლოგი, BBC-ის და спорт 1-ის ლაივი მაღალი ხარისხით
-----------------(და არამარტო ფორმულა 1-ის ლაივი)
--------- http://jomardi.wordpress.com/live-tv/ სხვადასხვა არხები (შესაძლოა იყოს BBC, спорт 1, Россия 2, ან სხვა არხი)
This post has been edited by mrfantom on 14 Mar 2012, 01:31