cirekaGVSmarsianeliOTYAShagrentმე მგონი არავინ გამომრჩით: სათითაოდ დაციტირებას არ დავიწყებ, ძალიან ბევრი ჭკვიანური რამ იყო თქვენს პოსტებში და ყველას +1
ეს ცხოვრებაა და აქ რამის თქმა გადაჭრით რა არის კარგი და რა არის ცუდი ჩვენთვის ცალსახად ძნელია. ბევრჯერ არის ჩვენს ცხოვრებაში მომენტები, რომელიც იმ დროს გვგონია რომ კარგია ან ცუდია და მერე შეგვცვლია აზრი. ამას ვერ გავექცევით.
ეხლა თემას რაც შეეხება, ძალიან კარგი შედარება იყო otya-სი ბიზნესთან. რა თქმა უნდა, ეს ერთგვარი ბიზნესია. აქ ყოველი თვის ბოლოს გარანტირებულ "ხელფასს" ვერ მიიღებ.
აქ შენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და გარემო ფაქტორები (ისევე როგორც ბიზნესში) გავლენას ახდენს შენს მოგებაზე თვის, წლის და პერიოდის ბოლოს.
ტრადიციულად ითვლება და ეგრეა, რომ ბიზნესის კეთება გაცილებით უფრო დიდ რისკთან არის დაკავშირებული, ვიდრე დაქირავებული შრომით მუშაობა. თუმცა ბიზნესის კანონია ასევე, რომ სადაც რისკია მაღალი, იქ მოსალოდნელი მოგება როგორც წესი მაღალია. ამ პრინციპს ეფუძნება გათვლა, რომ თუ თქვენ თქვენს დანაზოგს შვეიცარიის რომელიმე ბანკში ჩადებთ, მაქსიმუმ 5%-ს მიიღებთ წლიურ შემოსავალს. იგივე თანხის საფინანსო კომპანია "საქართველოში" ჩადების შემთხვევაში შემოსავალი 24% იქნება

რისკისა და შესაძლო მოგების ამბავია რა

რაც შეეხება გადაწყვეტილებას ბიზნესში წასვლა-არწასვლის შესახებ. აქ ყველაფერს წყვეტს ცნება, რომელიც ბიზნესთან და ეკონომიკასთან ახლოს მყოფ ადამიანებისთვის ძალიან ნაცნობია: ალტერნატიული დანახარჯის ცნება (opportunity cost).
ანუ რას ვკარგავ მე ამ გადაწყვეტილების მიღებისას.
აგერ GVS-მა დაწერა და ეგრევე გულზე მომხვდა. მე მახსოვს თემა, ეს ადამიანი გუგლის გასაუბრებაზე იყო დაბარებული და გესმით ალბათ რას ნიშნავს გუგლში მუშაობა. როდესაც შენ ამის გაკეთება შეგიძლია და ეს რეალურია, იქ რა თქმა უნდა შენი პოკერის თამაშის ალტერნატიული დანახარჯი (ანუ მარტივად რომ ვთქვათ, პოკერი რომ არ გეთამაშა რას მიიღებდი), ძალიან მაღალია. და სწორედ ამიტომ დაგვიწერა ზევით რაც დაგვიწერა. მეც ვგრძნობ იგივეს და იმიტომ მეცნო ეგ გრძნობა. მე მართალია გუგლიდან შემოთავაზება არ მქონია, მაგრამ ჩემზე ორი წლით დიდი ჩემივე უნივერსიტეტდამთავრებული და ჩემი ახლო მეგობარი. დღეს NY-შია და Ernst&Yong-ის ოფისში მენეჯერია. ხელფასი 30K$ თვეში, არადა მე რომ Ernst&Young-ის თბილისის ოფისიდან დამირეკეს 1 წლის წინ და გასაუბრებაზე მოდიო, ზრდილობიანი უარით გავუთიშე და თან სიამაყით მივაძახე, თქვენ რამდენიც უნდა მომცეთ იმას ერთ დღეში ვიგებ მეთქი. CV-იც კი არ მქონდა გაგზავნილი ისე დამირეკეს არადა, სასწავლებელმა გადასცა ჩემი გვარი იმიტომ რომ ტოპ5 სტუდნტში ვიყავი.
იმ ადამიანებისაც მესმის, ვინც დღეს 10-ჯერ მეტს იგებს, ვიდრე ხელფასი ჰქონდა და სამადლოდ გადმოგდებულ ხელფასთან ერთად უფროსის ხუშტურების ატანაც უწევდა. მართლაც და საშუალო ხელფასით თუ განვსჯით, გაცილებით მეტის მოგება შეიძლება პოკერში. თუმცა ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს პენსია და უდარდელი ცხოვრება არ არის. რომ ისევე როგორც ყველა ერთ დროს წარმატებულ ბიზნესს, მასაც დაუდგება სირთულეები (სვინგ) და ის ამ სირთულეებისთვის მზად უნდა იყოს. ამაზე ბევრი დაიწერა და თემას არ განვავრცობ.
სხვათაშორის, არსებობს ეგეთი სტატისტიკა: სტარტაპ ბიზნესების 90% ამერიკაში პირველივე წელს კრახს განიცდის. მაშინ ისმის კითხვა: რატომ იწყებს ამდენი ადამიანი ბიზნესს? პასუხი: იმიტომ, რომ მათ სწორედ ამ 10% ში მოხვედრის იმედი აქვთ.
წარმატება წარუმატებლობა ცოტა ძნელი შესაფასებელია პოკერში, მაგრამ დღეს ალბათ დაახლოებით იგივე პროცენტი იქნება წარმატებული ქართველი მოთამაშეების. და თუ ამაზე მეტია რიცხვი, მხოლოდ იმიტომ, რომ "ბიზნესის კეთების გარემოა" ოდნავ უკეთესი, თორემ ძველი პლიადის ხალხს გვახსოვს როგორ ვტილაობდით ნლ2 ზე სტრატეჯის ბონუსით. მაშინ ალბათ მაგდენიც არ იყო წარმატებულობის პროცენტი

მე პირადად,
მოკლედ, ამხელა პოემა იმისთვის ნამდვილად არ დამიწერია, ვინმეს რამე ვასწავლო და ჭკუა დავარიგო. ან მე რა ვიცი, რომ ვინმეს ვასწავლო. არც იმის იმედი მაქვს, რომ აღტაცებას გამოიწვევს ეს პოსტი.
მე უბალოდ გულწრფელად დავწერე ის რასაც ვფიქრობ. ყველა ადამიანი თავის ცხოვრებას განაგებს და მე მხოლოდ იმას გისურვებთ ყველას, რომ იმ წარმატებულ "ბიზნესის" მქონე ადამიანებს შორის ყოფილიყავით. და რაც მთავარია: დღეს ისეთი გადაწყვეტილება მიგეღოთ, რომ დრო რომ გავა ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილი ყოფილიყავით.
ასე რომ როგორც დიდი IBM გვეუბნება, THINK

GL ALL
პ.ს. ვიღაცა იტყვის, ლუზერია ეს, წადი ბიძია ისწავლე პოკერი და მოიგე ერთი-ორი კაპიკი რა ტვინს გვიბურღავო. ნეტა ლუზერი ვიყო, ნეტა პოკერის გარდა არაფერი პრასვეტი არ მქონდეს ამ ცხოვრებაში? მაშინ ხო ბედნიერი ვიქნებოდი იმით, რაც მაქვს და აღარ ვიფიქრებდი იმაზე რა შეიძლება რომ მქონდეს :)Sapienti Sat
This post has been edited by Pinturico on 23 Mar 2012, 11:29