გილოცავთ ფერარის და ალონსოს ფანებს! ძალიან საინტერესო რბოლა იყო!
გამიტყდა ალონსოს მოგება მაგრამ ვიცოდი ბოლო წრეებზე რომ რაღაც მოუვიდოდა პერესს რა. შეთქმულებაა თუ არა არ ვიცი ნაღდად მაგრამ ფერნანდოს მოგებებს სულ იღბალი, სკანდალი და შეთქმულებების არც თუ ისე უსაფუძვლო ეჭვები რომ ახლავს ხოლმე თუ კაიფობთ.
ჰამილტონი ნოლი იყო მთელი რბოლა მაგრამ შეიძლება როცა დაინახა, უშუალო კონკურენტები უკან დარჩნენმ ალენ პროსტის სული გამოეცხადა და ტემპი დააგდო

რავი ან რაიმე პრობლემა ქონდა.
ბატონი გაცხარდა, არ ველოდი
ფეტელიც ვერაფერი მაგრამ ალბათ ვერ ქაჩავს ეს რედბული წელს მეტს.
ვებერიც იგივე
კიმი - რავი ცუდად იარა წვიმაში, აშკარად გადაჩვეულია, უცნაური ტრაექტორიებით დადიოდა რაღაც. მშრალზე მერე კი მიაჭირა საკაიფოდ, ერთი ნორმალური მშრალი გონკა მინდა ვნახო მაგის შესრულებით, ჯარიმების და ჩეპეების გარეშე. 36-ე უსწრაფესი წრე კარიერაში. მარტო შუმახერს და პროსტს აქვთ მეტი F1ის ისტორიაში
ლოტუსის სტრატეგები იმენა ნაგვის ურნაში არიან გადასაყრელები. ვერ გამოასწორეს მგონი ვერაფერი შარშანდელის მერე. მეოთხეზე გასვლა შესაძლებელი იყო
ბოლოს, სერხიო პერესი....!!!
This post has been edited by Beqa16V on 25 Mar 2012, 15:23