მოკლედ აქ ისეთი პონტია მე თუ ვერ ვიგებ სხვა როგორ მოიგებს ზღაპარიაო
არის 3 კატეგორია, რეგულარი, ტურისტი და თებზი..
რეგულარი არის კაცი რომელიც რომელიღაც კონკრეტულ ლიმიტზე ზის და იგებს იმდენს, რომ იცხოვროს (და არა იარსებოს) და დარჩენი ზედმეტი + თანხით, ან პარალელურად სხვა საქმეს აკეთებს, ან მაღალი ლიმიტის BR-ს აგროვებს ან უბრალოდ აგროვებს.. (1000 რამის გამო..)
ტურისტი არის კაცი, რომელსაც ევასება ეს თამაში (მოყვარულია) ხან იგებს ხან აგებს და ჭაღარაზე კიდია რას ვწერთ აქ.. ერთობა, სიამოვნებას ნახულობს თამაშში და არაა გამორიცხული ერთ მშვენიერ დღეს რეგულარადაც მოგვევლინოს.. ეს შეიძლება იყოს, როგორც სტუდენტი ასევე პენსიონერიც, ან ნებისმიერი პროფესიის ადამიანი.. (შეიძლება დამწყებზეც ითქვას ტურისტი, ან იმ ხალხზე ვინც იცის რას თამაშობს, უბრალოდ არ ცხელა პოკერისთვის და თავის ძირითად საქმეს ანიჭებს უპირატესობას..)
თებზი არის კაცი, რომელსაც არ ესმის აქ რასაც ვწერთ და რა თემებზეც ვლაპარაკობთ.. თებზს არ ესმის პოკერის ძირითადი პრინციპები და ჯიუტად ფიქრობს, რომ ყველაფერი დამოკიდებულია იღბალზე, გენერატორზე და 1000 სისულელეზე.. თებს გონია, რომ თუ ორჯერ ზედიზედ 89o დაურიგდა ოლინს თუ შევა მაგისია ხელი, ანუ ცრუ რწმენებით თამაშობს.. მას არ ესმის და არ ჭირდება არანაირი მათემატიკა, ფსიქოლოგია, ლოგიკა, წესები, პრაქტიკა, მას ჯერა, რომ მისი დროც მოვა ერთ მშვენიერ დღეს..
ასე, რომ კამათს აზრი არ აქვს, ვისაც არ ჯერა..
ის, რომ როცა 100 ხელში (მაგალითად) +1BI არ ვარ და ვიტილტები ეს ჩემი თამაშის სტილია და არავის ვახვევ თავზე, ყველას თავის სტილი აქვს და თავისებური მიდგომა, მაგრამ პრინციპი 1-ია პოკერის და ყველა რეგულარი ამ მთავარ 1 პრინციპს ეყრდნობა ფიშებისგან განსხვავებით.. ანუ არანაირი პალასა არ არსებობს ისეთი, რომლითაც მთელ BR-ს წააგებ, არ არსებობს გენერატორის არჩევანი, არ არსებობს 100%-იანი იღბალი.. ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტული ადამიანის თამაშზე,თამაშზე, თ ა მ ა შ ზ ე...........................
პ.ს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ვისაც არ ჯერა ამ ჩემს ჭაღარას მე ფაქტებს ვდებ და თქვენ დამანახეთ უკუფაქტები..
პ.პ.ს. არავის მისამართით არ ვწერ, მაგრამ ვისაც ჰგონია, რომ ისილდურს 2-ჯერვე გაუმართლა ის ფიშიც არაა, ის არის ............. მეტი არაფერი..