მე არ მიკვირს, მაგალითად. შეიძლება მე ვერ ვიგებდე მასე, მაგრამ ყოფილა სიტუაცია, როცა 200ბბ/100-ზე მეტი შედეგი მქონია კონკრეტულ დღეს დაახლოებით 2K ხელიდან... და არა მხოლოდ ქართულ რუმებში.
ჩემი ძმაკაცი თამაშობდა ერთი პერიოდი SSS-ით NL100-ზე ევროპაზე და ერთი მაგიდით იგებდა 60ბბ/სთ საშუალოდ.
დავეთანხმები იმ აზრს, რომ BB/h უფრო ზუსტად განსაზღვრავს თამაშის ხარისხს და უფრო სასარგებლო ინფორმაციას შეიცავს, ვიდრე ბბ/საათი, მაგრამ აქ უკვე საუბარი იყო დროის ხარჯვაზე და მისი "საკადრისი" საზღაურის მიღებაზე. ამ მხრიდან თუ მივუდგებით, რათქმაუნდა მაინტერესებს ჩემს მიერ დახარჯულ დროს ხომ არ აქვს უფრო მეტი ალტერნატიული ღირებულება, ვიდრე ეს პოკერის თამაშით მიიღწევა და თუ მე ისეთ კომპენსაციას ვიღებ ამ დროის ხარჯვით, რომ ამ დროში სხვა საქმით უფრო მეტი შემომივა, პოკერის დედაც #####ან ბოლო ბოლო.
ბილ გეითსმა პოკერი შემოსავლის ერთადერთ წყაროდ რომ აქციოს NL100-ზე 200BB/100-ზე რომ ითამაშოს, მაინც არ აწყობს, იმიტომ რომ მას რეალურად მეტის შოვნა შეუძლია სხვა საქმით.
აი, ეს არის ბბ/სთ-ის ძირითადი აზრი.
როდესაც ჩამოყალიბებული გაქვს მიზნები პოკერში და გინდა რომელიღაც ლიმიტს მიაღწიო, სადაც უკვე გამოიმუშავებ იმდენს, რომ იცხოვრებ პოკერით, რათქმაუნდა გათვლილი უნდა გქონდეს რამდენი ხელის თამაში შეგიძლია დღეში, თვეში, რამდენი ბბ-ს მოგება შეგიძლია 100 ხელზე და ბოლოს მაინც ის უნდა დაიანგარიშო, რამდენი ბბ უნდა მოიგო, რომ შენ თამაშს აზრი ქონდეს, თორემ თუ დღეში შენთვის 100$ საკმარისია და ეს მიზანი გაქვს, არამგონია გაწყობდეს დღეში 15სთ-ის თამაში რომ ეს თანხა გამოიმუშავო.
რავიცი, მე ასე ვფიქრობ. იქნებ რაღაცას ვამეტებ ან ვაკლებ, მაგრამ თქვენც დაამატეთ თქვენი აზრი
if I had one wish, I would ask for a big enough ass for the whole world to kiss - Marshall Bruce Mathers :)