mishajavaკონსუელო ხომ არ ერქვა მაგას?

გამორიცხულია ეგ 2 ხელი დაყაროს. მეგა დაბალი დონის სტანდარტია. მისდ ფლოპებზე პოტსაიზ ბეთი ასწავლეს უბანში და არ იცის სხვანაირად. კაი 5-6 თვის წინანდელი ამბავია. მერე შეიძლება "დახვეწა". ვაბშე მკიდია ეხლა კონსუელოც და პოკერიც, პროსტა არ მეძინება, მაუსი არ მაქვს და ვსლევდები
* * *
კაი. არ მეძინება და არ ვიცი რა ვაკეთო, ჰოდა რაღაც სირობებს დავწერ, რასაც ვფიქრობ ამ თამაშზე.
პრაქტიკა რომ ხვეწავს ყველაფერს, ნძრევის გარდა(ეგ გბეზრდება ალბათ მერე), ფაქტია. პრაქტიკაზე ადვილი გამოსავალი არის რჩევები. არ მახსოვს ვინ თქვა, დოილამ თუ ბარიმ, მაგრამ სულ დაუჯერეთ თქვენს მეგობრებსო.
ჰოდა ისე აეწყო ეხლა ჩემი ფიქრები, რომ ტილტზე მინდა დავწერო.
პირველ რიგში უნდა გავარკვიოთ რატომ ვთამაშობთ. ჩემი მარტივი მიზეზი: 13 წლის ვიყავი, როცა ძალიან მინდოდა პნევმატური პისტოლეტი თუ რაც ქვია. "მონადირე" იყო მაღაზია და 350 ლარად იყიდებოდა. 350 ლარი მაშინ უდიდესი ფული იყო, თავისთავად. სამსახურში არ მიმიღებდნენ, ტოტალიზატორების დაბადებამდეც არ მჯეროდა, მუშად არავინ ამიყვანდა, სკოლის მაყურებელს ობშიაკის ფულს ვერ ვესეხდებოდი. მინდოდა რამე ნებისმიერი ლეგალური გზა, რომ მეყიდა ეს დედანაქაჩი. დღემდე ვერ ვიყიდე. რამდენიმე წლის მერე აღმოვაჩინე, რომ სამსახურის, უფროსის, ზედამხედველის და მსგავსი ტვინის ტYვნის გარეშე შეიძლებოდა 2 კაპიკი გეშოვნა. ფრიად ბევრი 50$ მივახარჯე ფირმა რუმებზე და ბოლოს როგორც ყველა ქართველი სნგ-ებს მივადექი... მოკლედ ეგ იყო ჩემი მთავარი მოტივატორი, დამოუკიდებლად რამის კეთება. ანუ თვითრეალიზაციის პრობლემა.
თვითრეალიზაცია არის უდიდესი მამოძრავებელი ფენომენი, თუ რაც გინდათ ის დაარქვით, ნებისმიერი ადამიანისთვის, ნებისმიერ სფეროში.
რაც ამ მომენტისთვის მახსენდება, ტილტის გამომწვევი მთავარი მიზეზები, რომლებიც არათუ ერთმანეთზე გადაბმულები გვიტევენ, არამედ თითქმის ერთნი არიან:
1. თვითრეალიზაციის გარკვეული პერიოდით გაქრობა/გაფუჭება
2. შური/ამბიცია
3. უიღბლობის განცდა
4. ფინანსური ასპექტები
1. როცა შენმა მეგობრებმა/ოჯახმა იციან, რომ შენ უცნაური შემოსავლის წყარო გაქვს და არ მოსწონთ, მაგრამ ამავდროულად ეღიმებათ და ერომანტიულებათ, განსაკუთრებულად სასიამოვნო შეგრძნებაა. როცა ხვდები, რომ რაც მათ ჰგონიათ ის არ გამოგდის - გიკვდება ყველაფერი. გადაწყვიტე დასვენება, რაც ერთ-ერთი რაციონალური ნაბიჯია. დასვენება დროის ხარჯვაა! სუფთა ჰაერზე გასვლა, თუნდაც ნახევარი საათით დროის ხარჯვაა! მეგობრების ნახვა ხომ მითუმეტეს... გინდა მაქსიმალურად დაიხარჯო იმაში, რაც გიყვარს და რაც გგონია, რომ იცი და სხვა ყველაფერი უაზრობაა. ანუ შენი ენერგიის გულწრფელად ხარჯვა იმ დროს, როცა არ არის საჭირო. არ ვიცი რამდენად გაგიგიათ თქვენც, მაგრამ ვიღაც მილიარდერმა მაგნატმა მოიკლა თავი ფინანსური კრიზისის გამო, თუმცაღა მილიარდზე მეტი ჰქონდა პირად ანგარიშზე.
2. პირველ რიგში გშურს ადამიანების, ვინც შენს სანაცნობო წრეში იგებენ. არ გინდა მათი განოლება და მტანჯველი სიკვდილი, მაგრამ ლაქბოქსებს ეძახი ყველას (მორბიდ შენ არ გეხება, შენ უბედური ხარ). ნებისმიერი თამაში, და განსაკუთრებით პოკერი, სადაც ასე თუ ისე მცირედით მაინცაა დამოკიდებული რამე შენზე, განსაკუთრებულად იწვევს ამბიციურობას და იმის შეგრძნებას, რომ შენ იცი! ყველას ანტონიუსი ჰგონია თავი და არცაა ეგ გასაკვირი და დასაძრახი. როცა 5 ლარს ვიგებ ანტონიუსზე გაცილებით მეტი ვარ! ამბიცია გიბიძგებს ოპონენტის მომენტალურად დასჯისკენ, გადაჭარბებული თავდაჯერებულობისკენ, რაც წაგების დროს რატომღაც უფრო იზრედბა და თითქმის ამპარტავნებაში გადადის. იწყებ მეგობრების რჩევების უგულებელყოფას- შენ ხომ ისედაც იცი, რასაც ისინი გეუბნებიან?!
3. მაქსიმალური სასოწარკვეთილება, რაც სცდება თამაშის ფარგლებს და გადადის რეალურ ცხოვრებაში. ასეთ დროს ხშირად მეწყება 100BB უპირატესი ხელების ფუშები, რაც იღბალთან ჭიდილზე და ცხოვრებისადმი პროტესტს გამოხატავს და არა სტეკის გაორმაგების სურვილს. ბევჯერ მითქვამს და განვმეორდები, რელიგია ეწინააღმდეგება აზარტულ თამაშებს იმიტომ, რომ აზარტი/ტილტი/სასოწარკვეთა გართმევს არათუ რაციონალური თამაშის წარმართვის უნარს, არამედ ზოგადად ცხოვრების ხალისს, საკუთარი თავის რწმენას, ბუკვალურად ხვალინდელი დღის იმედს, გიფუჭებს უერთიერთობებს ადამიანებთან, გიკლავს თვითშეფასებას.
4. ლიმიტის აწევა, ლუს თამაშის დაწყება, ლუს ქოლების კეთება, მეტ მაგიდაზე თამაში წაგებულის მალე ამოსაღებად (იმ შემთხვევაში თუ მაგიდების განსაზღვრული რაოდენობის მაღლა გიჭირს თამაში და დროული რეაქციები), ტურნირების პარალელურად ქეშის თამაში, როცა ვერ ერთვები ერთი მიდგომიდან მეორეზე ნორმალურად, სნგ-ების მეგა აგრესიული თამაში ადრეულ სტადიაზე, სადაც ჩიპებს იგებ და ფულთან ახლოსაც არ ხარ. + სახარჯო ფულის არქონა, სათამაშო ფულის დახარჯვა და ა.შ.
ამდენი სირობა იმიტომ ვწერე, რომ ასე თუ ისე მსგავსი პრობლემები აქვს ყველა მოთამაშეს. გააზრებულიც ბევრს ექნება, მეტი პრობლემების ჩამოთვლაც შეგეძლებათ, გამოსწორების გზებიც გეცოდინებათ, მაგრამ კანადელმა ნუგრიმ თქვა: ბლოგზეც კი ვკითხულობ ონლაინშიკი ბავშვების რჩევებსო იმიტომ, რომ არაფერს ვკარგავ და მეტი საუბარი სტრატეგიებზე და თამაშის სხვადასხვა ასპექტებზე მეტ გასაქანს მოგცემსო. ძალიან ხშირად სკაიპში ჩემი ყომარბაზი კონტაქტებისთვის მიკითხავს X ლარი მაქვს და X ლიმიტზე დაჯდომა ღირს? ყველამ იცის რა ფულით სად უნდა ითამაშო და არც იმათი რჩევა იყო გადამწყვეტი, მაგრამ they have some advantage და თუნდაც თავდაჯერებულობას მომცემს მათი სტანდარტული პასუხები.
რედმა მომცა საუკეთესო წიგნი, რაც კი ოდესმე წამიკითხავს თამაშზე. და პირველი წინადადება როცა წავიკითხე: poker is a game of both skill and luck, ძალიან ბევრი რამ შემეცვალა თავში, გაცილებით მარტივად და მსუბუქად დავიწყე ფიქრი და მიდგომა. არაფერი განსაკუთრებული, ისედაც ვიცოდით, ისედაც უმეტეს შემთხვევებზე ვთამაშობთ, მაგრამ როცა გაიაზრებ, რომ გენერატორი არ გებრძვის და არც მანქანა გაგიტანს ქუჩაში უიღბლობის გამო, გაცილებით მარტივად შეგიძლია ამოისუნთქო და ითამაშო.
პ.ს.
http://youtu.be/_ufZ-DHVCBQ ხო ჩაუდოოოოოო? ხო გაამწარააააა ხო ათრია სახიიიიიიიით

yvelam naxeeeeeeet allll
This post has been edited by Wes on 14 May 2012, 04:28