გამარჯობათ ბრატცი და დატცი
(სხვისი ნიკით ვპოსტავ და ამ კეთილ და პატიოსან ადამიანს ნუ მიაწერთ ჩემს უღირსობებს)
ესეიგი წონაში მოვიმატე ბოლო 1-1.5 წელია
190 სმ ვარ და 95 კგ
შეიძლება 2-3 კგ_თი მეტიც
ხოდა გადავწყვიტე დამეწყო სირბილი
ადრე სანამ კალათბურთში დავდიოდი, ბუნდოვნად მახსოვს მაგარი ჩამთრევი იყო სირბილი
ხოდა დღეს გავედი 12 ზე სარბენად
ე.წ. "პლაშოვკა" მოვიხურე
ისე ვარ დიდი ხნის მწეველი და ლოთი, ბრადიაგა
მაგრამ ასე ფარჩაკიც თუ ვიყავი არ მეგონა
ძალიან ცუდი გამძლეობა მაქვს
როგორც კი დავიწყე სირბილი 300 მეტრის მერე ვეღარ ვსუნთქავდი
ლამის ფილტვები დამეფლითა
მაგრამ 30 წუთი მაინც ვირბინე ასეთ რიტმში
2-3 წუთი დავრბოდი, 3-4 წუთი დავდიოდი (ქოშინით)
ანუ 15 წუთი გამომივიდა სულ ნარბენი, დანარჩენი სიარული
საბოლოოდ ძალიან უკმაყოფილო ვარ
ხოდა რა მაინტერესებს თქვენგან
რამე შედეგი იქნება ? (მოწევას არ ვანებებ თავს)
ან დაკლების, ან გამძლეობის მომატებაში
მაგრად კი გამისწორდა ისე, ღამე სირბილი
ხოდა ღამე რომ დავრბივარ არაფერი უჭირს ხო ?
და კიდევ ყელი მაქვს ძალიან სუსტი
არასდროს არ ვხდები ავად, მაგრამ ყელზე ოდნავ მაინც თუ რამე მომივიდა მეწყება ყველაფერი მაგის გამო
ხოდა ჩემი ცუდი გამძლეობის გადამკიდე ისე ვსუნთქავ გამწარებული, ძალიან მეტკინა ყელი

რამდენი ვწერე ბლინ
ვინმემ რომ არ მიპასუხოს თავი უნდა მოვიკლა

ამ პოსტში ყველაფერია, თრილერი, დრამა, სიყვარული
იმედგაცრუება, გასწავლის ცხოვრებას, არ უნდა დანებდე
თუ მოგეწონა ლაიქქქ :XXXXXXXX
This post has been edited by Túrin Turambar2 on 25 Jun 2013, 01:44