თბილისიმარათონი
„თბილისიმარათონი“ - ეს არის მასშტაბური ღონისძიება, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ემსახურება საქართველოში და ამავდროულად საქველმოქმედო ხასიათისაა. პროექტი ჰაიდელბერგცემენტის ეგიდით ხოციელდება და მისი მხარდამჭერი საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციაა. მარათონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს - მოყვარულს თუ პროფესიონალს. „თბილისიმარათონი“ პირველად 2012 წლის 28 ოქტომბერს თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გაიმართება და ის ტრადიციულ ხასიათს მიიღებს!
„თბილისიმარათონი“, 28 ოქტომბერი, 2012 - ღონისძიების დეტალები:
მარათონი თბილისის ზღვის ირგვლივ ტრასაზე ჩატარდება
გარბენი 21 კილომეტს შეადგენს, შესაბამისად „თბილისიმარათონი“ ნახევარმარათონად კვალიფიცირდება.
ნახევარმარათონზე მონაწილეობისთვის დასაშვები ასაკია 18+. 18 წლამდე მონაწილეებისთვის განსაზღვრული იქნება ფინიში 5 კმ- ზე.
გამარჯვებულები ასაკისა და სქესით დაყოფილი კატეგორიების მიხედვით გამოვლინდებიან.
გზის სარბენი მონაკვეთი დაიხურება სატრანსპორტო საშუალებებისთვის და მხოლოდ მარათონის მონაწილეებს დაეთმობათ
სარბენ ბილიკზე 3 შესასვენებელი პუნქტი იქნება, სადაც მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან წყლით. ბილიკის მიმდებარედ დამონტაჟებული იქნება ბიო-ტუალეტები.
სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია მობილიზებული იქნება მთელი გზის განმავლობაში მონაწილეთა დასაზღვევად.
მოყვარულთათვის (ფეხით მოსიარულეებისა და ძუნძულით მორბენალთათვის) მონაწილეობა ნებადართულია.
პარკინგი დაიწყება 08:00–ზე და დასრულდება 09:30 –ზე.
მარათონის მოდერატორი სპორტული ჟურნალისტი - დიმიტრი ობოლაძე იქნება! გარბენის დაწყებამდე მონაწილეებს მოდერატორი ნახევარმარათონის ზოგად წესებს გააცნობს.
10:00 სტარტის დროა.
ნახევარმარათონი დასრულდება 4 საათში.(14:00 – ზე)
მონაწილეები, რომლებსაც გაუჭირდებათ ნახევარმარათონისთვის განსაზღვრული მანძილის დაფარვა, უზრუნველყოფილი იქნებიან ტრანსპორტირებით და შეუერთდებიან გულშემატკივრებს ფინიშთან.
მოქალაქეთა ჯანდაცვა და უსაფრთხოება ამ ღონისძიების უმნიშვნელოვანესი პუნქტია. ამისთვის ყველა ხელსაწყო და აღჭურვილობა ადგილზე იქნება მობილიზებული.
გამარჯვებულთა გამოვლენა
გამარჯვებულთა გამოვლენა მსოფლიოში აპრობირებული წესების დაცვით განხორციელდება, რასაც საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაცია უზრუნველყოფს.
ფინიშთან დამაგრებული იქნება ვიდეო კამერები, რაც დააფიქსირებს მორბენლების მიერ 21 კილომენტრის დაფარვის დროს. მონაცემები ჩაინიშნება ციფრული სახით და გამოქვეყნდება ვებ–გვერდზე შეჯიბრის დასრულების შემდეგ.
გამოყენებული იქნება „ფოტო ფინიშის“ სისტემა.
მარათონის შედეგებს საერთაშორისო მსაჯი დაითვლის.
მარათონის დასრულების შემდეგ თბილისის ზღვის კლუბში გამარჯვებულთა დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართება.
ნახევარმარათონზე გარბენის რეკორდი საქართველოში არის 1,05 საათი!
http://tbilisimarathon.ge/user/geo/196/Tbilisimarathonაბა ვინ მიდიხართ აქედან?
ჩვენ ვიზეიმებთ საქართველოს მთლიანობას აფხაზეთში, სამაჩაბლოში, როცა ჩვენ ვიხილავთ გამთლიანებულ საქართველოსა და გაერთიანებულ ერს.
ღმერთმა ინებოს, რომ ერთსულოვნება მოგვცეს უფალმა, წმინდა სამებამ. მხოლოდ ერთსულოვნებაშია ჩვენი გადარჩენა.
უწმიდესი და უნეტარესი ილია II