კი, ძირითადად ასეთი მუსიკა მიდის, მაგრამ ასევე ძალიან კარგია ძლიერ ემოციებს რომ იწვევს ისეთი მუსიკა, სტილს არა აქვს მნიშვნელობა.
მთავარია რა მოგონებებს და ა.შ. იწვევს შენში. ყოველთვის კიდევ ძალიან სწრაფი რიტმის მუსიკას ვერ მოუსმენ, ძალიან გადაგღლის, ამიტომ უნდა შეადგინო შენი სირბილის რიტმის მიხედვით.
დღესაც გააჩნია, როგორ განწყობაზე ხარ ამასაც გააჩნია და დასაწყისისთვის როგორ გინდა რომ განეწყო ამასაც გააჩნია.
მოკლედ პრაქტიკულად ყველა სტილის და ტიპის სიმღერის ან კომპოზიციის მოსმენა შეგიძლია სირბილის დროს, თუ ყველაფერ ზემოთ დაწერილს გაითვალისწინებთ.
ძალიან კარგია ასევე ცნობილი ფილმების საუნტრეკები, მაგალითად: გლადიატორის, ალის, როკის, ტარანტინოს ფილმების და ა.შ.
ზოგი ოპერაც ძალიან მაგარ სტიმულს იძლევა ოდნავ მაინც თუ გაინტერესებს.
მე პირადად ჰამლეტ გონაშვილის სიმღერებიც კი მაქვს, მაგრამ ყოველთვის არ მოქმედებს რა თქმა უნდა