გამარჯობათ.
დახმარება მჭირდება. ველოს სკამის ღერძთან დამაკავშირებელი ჭანჭიკი გატყდა და ახალ ჭანჭიკს აქ ვერსად ვპოულობ.
აი ეს:

სხვა ჭანჭიკით კი დავამაგრებ, მაგრამ ძალიან მოუხერხებელი გამოდის, ჯერ შაიბები უფრო ამძიმებს და არც ეჭირება მყარად.
შემთხვევით ხომ არ იცით სად შეიძლება ველოს საკმის ბოლტის ნახვა? აი ჭანჭიკის თავს შიგნიდან ამოჭრილი რომ ჰქონდეს, ექვკუთხა გასაღებით რომ კარგად დავუჭირო.
ელიავაზე ან სხვაგან ხომ არ იცით? ან იქნებ ვინმე ხელოსანს აქვს რომ ვიყიდო.
მე სადაც ვნახე ყველგან ტრადიციული, ექვსკუთხა თავიანი ჭანჭიკები აქვთ.
იქნებ ჰქონდეს ვინმეს თორემ მთლიანი ახალი სკამის ყიდვა მომიწევს ამ ერთი დეტალის გამო