ახალ ველომოყვარულებს გამოცდილებას გაგიზიარებთ, ვეტერანი ვარ უკვე 3 წელია დავდივარ და ეს ზღვა თეორიული მასალა მინდა კაცობრიობამ გამოიყენოს :დ
ხშირად ისმება კითხვა იმაზე, თუ რა ტიპის ველოსიპედი სჯობს ყოველდღიური მოხმარებისთვის. მეც თავიდან 28 იანი ჰიბრიდი მირჩიეს, ანუ არც საგზაო და არც მაუნთინი. ამ ტიპის ველოსიპედი ძალიან კარგია, იმისთვის რომ ჩამოყალიბდე საბოლოო ჯამში რაში გამოიყენებ ველოსიპედს.
შემდეგი ეტაპია უკვე, როდესაც ჩამოყალიბდები საკუთარ პრეფერენციებში, ანუ უგზოობისთვის გჭირდება თუ გზაზე სასიარულოდ, როგორ ბორბლებზე სჯობს.
ესეიგი გამოცდილება მაქვს როგორც როუდ ბაიკის ისე მაუნთინის გარდა დაუნჰილისა, ხოდა გეტყვით.
თუ გზაზე უნდა იარო მხოლოდ და მოგზაურობას გეგმავ, ჩემი რჩევაა წვრილბორბლიანი როად ბაიკი. იმხელა ენერგია იზოგება დიდ მანძილზე, პროტექტორიან ველოსიპედებთან შედარებით, რომ არც კი ღირს იმის განხილვა. 420 კილომეტრი მაქვს გავლილი 3 დღეში და დავრწმუნდი ამ მარტივ ჭეშმარიტებაში
თუ მაუნთინი აირჩიე და არ აპირებ მაინცდამაინც კავკასიონიდან დაშვებას, ჩემი რჩევაა ჩვეულებრივი ჰარდთეილი 29 იან ბორბლებზე. საერთოდ მგონია რომ 29 იანი ბორბლები არის ახალი ერა ველოინდუსტრიაში და ახალი ტრენდი. ყველა ასპექტში მირჩევნია 26 იანსაც და 27.5 იანსაც, როგორც სიჩქარის თვალსაზრისით ისე უგზოობაზე და მთიდან დაშვების დროს, უსწორმასწორო ადგილების ჩაყლაპვის თვალსაზრისით. არ ვიცი ექსტრემალურ დაუნჰილში რა განსხვავებებია, თუმცა ესე მოყვარულის დონეზე სასიარულოდ 29 იანს არაფერი შეედრება. მიტარებია 26 იანიც და 27.5 იც და ცალსახად შემიძლია ვთქვა რომ 29 უპირობო ლიდერია.
სხვათაშორის აქ ზემოთ დაიწერა, რომ ჰარდთეილებით საშუალო დონის ამორტიზატორით, რთულ უგზოოობაზე ვერ ივლი, რაც ჩემი აზრით მცდარი მოსაზრებაა. ჩემი 29 ით ისეთ ადგილებში მივლია, რომ შეუძლებელია მსუბუქი უგზოობა უწოდო. 29 იანებს აქვთ ეგ უპირატესობა, ბორბლის დიამეტრის ხარჯზე ნაკლებად საგრძნობია მეორე ამორტიზატორის გარეშეც უსწორმასორობა.
ერთი გასროლით რამდენიმე კურდღელია მოკლედ.
1. 29 იანი ველოსიპედი ბორბლის დიამეტრის ხარჯზე უფრო სწრაფია ვიდრე სხვა მაუნთინ საიზი
2. უფრო მეტად ყლაპავს უსწორმასწორობას
3. უფრო ლამაზია ვიზუალურად
რაც წავიკითხე რევიუები ამ თემაზე, დიდი უმრავლესობა 29 იანებისკენ იხრება იქაც, ასე რომ სანამ ველოსიპედს იყიდი მიაქციე ყურადღება დისკის ზომას
აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია ჩარჩოს ზომა და დიამეტრი. ტრეკის გარი ფიშერის კოლექციები ძირითადად გამოდის G2 გეომეტრიით, რაც ერთი ათად აადვილებს ველოსიპედის მართვას და მის სტაბილურობას ზრდის. მე ახლა ბერგამონტი მყავს 29 იანი და მისი გეომეტრიაც ძალიან მომწონს. მეორეა ჩარჩოს ზომა, რომელიც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, ოპტიმალურ ზომაზე დიდი ან პატარა ველოსიპედი მნიშვნელოვნად აუარესებს ველოსიპედის მართვის კომფორტს და ამცირებს მისგან მიღებულ სიამოვნებას. შესაძლოა ხერხემალიც დაიზიანო ამ ტიპის შეუსაბამობის გამო, ამიტომ დიდი ყურადღება მიაქციეთ ჩარჩოს ზომას, ნებისმიერ თავმოყვარე ველოსიპედის ბრენდს აქვს თავის საიტზე ზომების და სიმაღლის ცხრილები ასე რომ უპრობლემოდ ნახავ.
ასევე მნიშვნელოვანია ვეოსიპედის წონა და ნაწილები. მთლად ჩაინიკებისთვის ვიტყვი, რომ უკანა და წინა გადამრთველები სასურველია კიარა პრინციპულად მნიშვნელოვნია იყოს SRAM ან SHIMANO ბრენდის. ეს ორი ძირითადი მწარმოებელია, რომელიც გავრცელებულია მსოფლიოში და ნუ საქართველოში ამ დონის სხვა ბრენდებზე არც გამიგია. ასე რომ, ეცადეთ ყიდვის დროს მიაქციოთ ყურადღება ამ დეტალებს, გადამრთველები იყოს აუცილებლად ან ერთი ან მეორე ბრენდის. ასევე მნიშვნელოვანია გადამრთელების დონეები. შიმანო აწარმოებს, როგორც დაბალი დონის ასევე მაღალი დონის დეტალებს, მაგალითად TOURNEY არის დაბალი დონის და DEORE მაღალი დონის. თუმცა ჩემთვის ასერასა და დეორეს გადამრტელებს შორის არსებითი განსხვავება არ არის, ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, მე არ მჭირდება ასერაზე უფრო მაღალი დონის სისტემა, საერთოდ არ აქვს პრაქტიკული დატვირთა ჩემთვის.
ძალია მნიშვნელოვანია რომ ვეოდიპედი იყოს 16 კილოგრამზე ნაკლები საბაზო კომპლექტაციით, ამაზე მძიმე ველოსიპედი უკვე ჩათვალეთ რომ ნაგავია და მისი განხილვაც არ ღირს, თუ რათქმაუნდა სპეციალურად დაუნჰილისთის არ ყიდულობთ ბაიკს. პირადად ჩემთვის (92 კილოგრამი ვარ 191 სანტიმეტრი) 2 და 3 კიოგრამს ველოსიპედზე დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ეს წონაზე გამოკიდება ალბათ შედარებით ნაკლებწონიანი სპორტსმენებისთვის არის, ასე რომ მაინცდამაინც 12 და 10 კილოგრამიანი ველოსიპედი არ დაგჭირდებათ, ცხადია კარგია თუ გეყოლება, მაგრამ დიდიად ამაზე გამოკიდებას არ გირჩევთ.
ეს მსჯელობა, გარკვეულ მომენტებში ცხადია რომ სუბიექტურია, შესაძლოა არსებობდეს სხვა მოსაზრებები, თუმცა აქ ვარ და შეგვიძლია განვიხილოთ
პ.ს ველოსპორტი დღესდღეობით ჩემი ცხოვრების ერთ ერთი საუკეთესო ნაწილია, ყველას გირჩევთ იყიდოთ ველოსიპედი, ამისთვის უამრავი მიზეზია
This post has been edited by chegesto on 5 Aug 2015, 07:57
ამერიკული ოცნებები სადაც ყოველი მე-20 მემილიონე წარმატებული ხდება და სხვები მას შეჰყურებენ... (c) nikusha_marx