nodi_tsწინა გვერდებზე წერია:
1. Burusport (Scott; HKS);
2. Saller (Scott; HKS);
3. Xtreme (Trek, Giant);
4. Magelan (Jamis);
5. Velo + (Cube, Kross);
6. Freerider (Bergamont);
7. Go Extreme (Ghost)
ამ მაღაზიებში თუ იყიდი, დიდი ალბათობით გარანტიასაც მოგცემენ ველოსიპედის ჩარჩოზე.
ამჟამად ახალი ველოსიპედისთვის ყიდვისთვის შედარებით ნაკლები არჩევანია, რადგან სეზონი ჯერ არ დამდგარა და მარაგი ყველა მაღაზიას არ განუახლებია.
თუმცა მგონი Cube-ის დილერმა უკვე ჩამოიტანა ახალი ველოები:
http://bicycle.ge/menu_id/15/lang/1https://www.facebook.com/veloplusgeo/დაუკავშირდი და ზუსტად გეტყვიან. კონკრეტულ ველოსიპედს რაც შეეხება, ალბათ ადგილზე შეარჩევ.
უბრალოდ, ყურადღება უნდა მიაქციო, რომ სხვადასხვა სიმაღლის ადამიანს სხვადასხვა ზომის ჩარჩო (რამა) ჭირდება.
ჩვენთან უფრო მეტი მედიუმი ჩამოაქვთ, მაგრამ 175-185 სმ სიმაღლის ადამიანს უკვე L ზომა ჭირდება, თუმცა ეს ალბათ სჯობს ადგილზე მოირგო, რადგან სხვადასხვა ველომწარმოებელს განსხვავებული სტანდარტები აქვს.