m-kasperსამონადირეო მეურნეობა "იორის ჭალები".
მდებარეობა: საგარეჯო. თბილისიდან ორმოცი წუთის სავალზე.
საკონტაქტო პირები:
577 774 777 გიორგი თოფაძე
574 22 8 1 10; 2 22 81 10 გია ასათიანი
599 17 47 94 ვალიკო სულაშვილი
599 35 80 60 ნიკოლოზ სონღულაშვილი
599 57 11 52 დათო შალათაშვილი
ტელ : (+995 32) 2 22 81 10
ფაქსი: (+995 32) 2 94 20 46
თბილისი, უზნაძის 68ა,
კომპანია "ყაზბეგის" ოფისი,
ოთახი 7, ოთახი 13.
http://www.kazbegi.com/index.php?lang_id=GEO&sec_id=99 http://kazbegihotels.ge/ e-mail: hunting@kazbegi.com
___________________________________________________________________________________________
სამონადირეო მეურნეობა "დალის მთა".
მდებარეობა: ქალაქ დედოფლისწყაროდან 26 კმ - ზე სამხრეთ - დასავლეთით, მდინარე იორის მარჯვენა სანაპიროზე, დალის წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორია.
სამონადირეო მეურნეობა "დალის მთის" ტერიტორია მდიდარია, როგორც სანადირო ასევე არასანადირო სახეობებით. აქ გავრცელებულია ამფიბიების სამი, ქვეწარმავლების ოცდათერთმეტი, ძუძუმწოვრების ოცდახუთი სახეობა. განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა ფრინველები, ას ოცდათორმეტი სახეობა. "დალის მთის" ტერიტორიაზე გავრცელებული სანადირო სახეობებიდან აღსანიშნავია: ძუძუმწოვრები: ენოტი, ნუტრია, ენოტისებური ძაღლი, გარეული ღორი, ტურა, მელა, მგელი, კურდღელი. ფრინველები:. კაკაბი, ხოხობი, რუხი ბატი, თეთრშუბლა იხვი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, კუდსადგისა იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მწყერი, მელოტა, წყლის ქათამი, ჩიბუხელა, ჩიბუხა, ტყის ქათამი, ქედანი, გულიომ ჩვეულებრივი გვრიტი სამონადირეო მეურნეობა `დალის მთა ~ მდებარეობს დალის წყალსაცავის სანაპიროზე, რომელშიც ყოველწლიურად 100 000 - ობით ლიფსიტას უშვებენ. თეთრი ამური, ჭანარი, კობრი, სქელშუბლა, გოჭა, ხრამული, ლეშა, შამაია, ლოქო, ამ სახეობებზე თევზაობენ ამ წყალსაცავზე. აქამდე დაუჭერიათ დალის წყალსაცავში დიდი ზომის თევზები: თეთრი ამური 6 კგ, ჭანარი 9 კგ, ლოქო 17 კგ. გოჭა 20,5 კგ.
სასტუმროში ერთი დღე - ღამის გათევა ღირს 20 ლარის კაცზე, ხოლო თუ ჩამოსულ სტუმართა ჯგუფის წევრთა რაოდენობა აღემატება 4 კაცს, მაშინ 15 ლარი კაცზე. ამ ფასში არ შედის კვება. სასტუმრო 12 ადგილიანია, 2 ორადგილიანი და 2 ოთხადგილიანი ნომრებით. ტერიტორია საიმედოდაა დაცული და მანქანის გაჩერებაც სრულიად უსაფრთხოა.
თევზაობა: სათევზაოდ ჩამოსვლა შეგიძლიათ წლის ნებისმიერ დროს, ყველაზე სასურველი პერიოდია მაის - ივნისიდან ნოემბრის თვის ჩათვლით. თევზაობა ნებადართულია მხოლოდ ანკესით. "დალის მთის" წყალსაცავზე თევზაობა ღირს 3 ლარი კაცზე ერთი დღე - ღამის განმავლობაში, ჯგუფზე ფასდაკლება არაა გათვალისწინებული. თქვენ თევზაობისათვის შეგიძლიათ იქირაოთ რეზინის, უმოტორო, ნავი. ამ მომსახურების ღირებულებაა დღეში 30 ლარი. ეკოტურიზმი: გარდა თევზაობისა და ნადირობისა ჩვენთან შესაძლებელია ეკოტურიზმის ორგანიზება. შესაძლებელია მოეწყოს ექსკურსია ივრის ხეობაში, თქვენ ნახავთ პრაქტიკულად ხელთუქმნელ ბუნებრივ ძეგლებს, ტახტი - თაფას მასივს, ალესილებს, კრანჩხს, უნიკალურ ნათელ ტყეებს, ბუნებრივად მოდინარე ნავთობისა და ტალახის (ახტალის) საოცარ კრატერებს, რომელიც დარწმუნებულები ვართ წარუშლელ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე. თქვენ ასევე უბრალოდ შეგიძლიათ წყალზე გასეირნება მოისურვოთ, რისთვისაც ჩვენ გვაქვს მოტორიანი ნავი, რომელიც ღირს 1 საათი 20 ლარი.
ნადირობა: სამონადირეო მეურნეობა "დალის მთის" ტერიტორიაზე ნადირობა წარმოებს ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიების საფუძველზე, რომელსაც გავცემთ ჩვენ, ადგილზე. ნადირობის ერჯერადი სახელობითი ლიცენზიის ფასები შემდეგია: 1 გარეული ღორის მოკვლა 500 ლარი 1 მგლის მოკვლა 400 ლარი 1 ტურის, მელიის, ტყის კატის, ნუტრიის, მაჩვის მოკვლა 70 ლარი 1 კურდღლის მოკვლა 20 ლარი 1 ხოხობის მოკვლა 25 ლარი 1 კაკაბის მოკვლა 15 ლარი 1 გარეული ბატის მოკვლა 15 ლარი 1 გაგარა იხვის მოკვლა 5 ლარი 1 გარეული იხვის მოკვლა 5 ლარი წყლის ფრინველეზე ნადირობისას, თქვენ შეიძლება მოისურვოთ მოტორიანი ნავით იხვებზე დადევნება, ეს მომსახერება ეღირება 20 ლარი 1 საათი. ნადირობის დროს გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენ ლიცენზიას იღებთ წინასწარ, რომელიმე განსაზღვრულ სახეობაზე სანადიროდ (ფრინველის და მცირე ზომის ძუძუმწოვრების შემთხვევაში ყველა მონადირე ინდივიდუალურად მაგ:.. 4 კაციანი ჯგუფის წევრები კაკაბზე სანადიროდ იღებენ ინდივიდუალურად 15-15 ლარიან ერთჯერად ლიცენზიებს), თქვენ აუცილებლად გაგყვებათ გამყოლი, რომელიც ვალდებულებას ღებულობს, რომ თქვენ აუცილებლად შეგახვედრებთ სანადირო ობიექტს, იგი აგრეთვე აღრიცხავს იმ მოკლულ ინდივიდებს, რომლებზეც თქვენ ლიცენზია არ . აგიღიათ და რომლის გადახდაც თქვენ ნადირობის შემდეგ აუცილებლად მოგიწევთ სასურველია თქვენი ჩამოსვლის შესახებ წინასწარ აცნობოთ ვიზიტამდე 5-6 დღით ადრე.
კოორდინატებია:
ტელ. 899 58 09 94; 899 56 71 31
ელ ფოსტა:. mail@dalismta.com
_______________________________________________________________________________________________________