maglivi2011კარგია რომ გახსენი ეს თემა, მიკვირდა კიდეც რომ არ იყო ამ სახეობაზე ამ ხელა ფორუმზე თემა, ნუ თუ არის მაშინ ჯობია შეერთდეს
ისე რაც ლიკნები დაიდება ჯობია ალბათ პირველივე წერილში ჩაასწორო და ყველა ნახავს ხოლმე ვინც შემოვა
დავწერ იმას რაც ვიცი და გიზიარებთ თქვენც:
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ლინკი -
http://www.gcf.org.ge/ ხშირი განახლებებით და ინფოებით არ ხასიათდება მაინცადამაინც
მსოფლიო ფედერაციის ლინკი -
http://www.fide.com/ ბევრი საინტერესო რამეა. თავის მიმდინარე რეიტინგებით.
ქვეყნებში (ინდივიდუალურადაც) კაცებში ამჟამად და ისტორიულადაც ლიდერობენ რუსები -
http://ratings.fide.com/topfed.phtml ჩვენ მე-16 ვართ.
ქალებში ამჟამად ჩინეთია -
http://ratings.fide.com/topfed.phtml?tops=1 აქ ჩვენ უკეთესი შედეგი გვაქვს და მესამე ვართ.
საუკეთესო კაცებში ამჟამად გვყავს ბაადურ ჯობავა, რომელიც LIVE რეიტინგში ამაჟამად მე-19 ადგილია. ბოლოს ახლახანს ივლისში ვოჟაცეკთან 4 შეხვედრაში ჰქონდა დადებითი ბალანსი, რამაც კიდევ უფრო აწია რეიტინგში. სურვილი და მიზანი ათეულში მოხვერდა აქვს. მიმდინარე რეიტინგი ბაადურისთვის საუკეთესოა
http://ratings.fide.com/top_files.phtml?id=13601520. LIVE -
http://www.2700chess.com/ქალებში საუკეთესო ნანა გვყავს ძაგნიძე. ამჟამად მეექვსეა -
http://ratings.fide.com/top.phtml?list=women. როგორც ყოველთვის და ყველგან ერთ-ერთ ლიდერებად ითვლებიან
ისტორიულად კაცების და ქალების ჩემპიონები ასე გამოიყურებოდნენე :
კაცები -
http://en.wikipedia.org/wiki/World_Chess_Championship ამჟამად მსოფლიო ჩემპიონი ინდოელი ვიშვანათან ანანდია, რომელმაც წელს დაიცვა ტიტული 12 რაუნდიან ბრძოლაში ბორის გელფანდთან.
ქალები -
http://en.wikipedia.org/wiki/Women%27s_Wor...ss_Championshipამჟამად ჩემპიონი ჩინელი იუ ჰიფანია.
ინდივიდუალურად საუკეთესოებს რაც შეეხებათ:
კაცებში ამჟამად ნორვეგიელი მაგნუს კარლსენია (ოფიციალური საიტი -
http://magnuscarlsen.com/ ) , რომლის მიმდინარე LIVE რეიტინგი 2842.8 და რომელიც მცირედითღა ჩამორჩება კასპაროვის ყველა დროის საუკეთესო რეიტინგს (2851) და იმედია მალე მივა ამ შედეგამდეც. ბოლო ტურნირი გუშინ მორჩა სადაც ნორვეგიელი მონაწილეობდა, ეს იყო ბიელის საჭადრაკო ფესტივალი, რომელიც 3-1-0 სისტემით მიმდინარეობდა და სადაც მეორე ადგილი აიღო, თუმც არ წაუგია. ოფიციალური რეიტინგი -
http://ratings.fide.com/top.phtml?list=menქალებში იუდით პოლგარია პირველი -
http://ratings.fide.com/top.phtml?list=women, ვინც ერთდაერთია ამჟამად რომელსაც კაცებშიც აქვს GM-ის სტატუსი და რომელიც ასევე კაცებში თავისუფლად თამაშობს

მიმდინარე რეიტინგი 44 კაცებში -
http://ratings.fide.com/top.phtml?list=men. მაგრამ იყო დრო როცა საუკეთესო ათეულშიც იყო კაცებში - 2005 წელს -
http://ratings.fide.com/toparc.phtml?cod=85 . ასე რომ იშვიათად მაგრამ ქალებსაც შეუძლიათ კაცებში საკმაოდ მაღალ დონეზე თამაში
კიდევ ერთი - LIVE რეიტინგებს ვნახულობთ ამ საიტზე -
http://www.2700chess.com/bankerკარგია აქაც რომ აქტიურობ და მართლა კარგი იქნება თუ შემოგვიერთდებიან საქართველოს ჯგუფში (
http://www.chess.com/groups/home/team-georgia ) ისედაც ძალიან ცოტანი ვართ და სიმრავლე და მითუმეტეს კარგი მოთამაშეები არ გვაწყენდა
This post has been edited by aleqsandro on 3 Aug 2012, 12:25