რასტრელი
))
ისეთი რაღაცეებს წერდა ხალხი თვითშეფასება დამიკარგესლ ლამის

მოკლედ ერთ რამეს მივხვდი, გარდა იმისა, რომ ჭადრაკის თამაშისთვის ჭადრაკის ცოდნა აუცილებელია

ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ყოფილა ფსიქოლოგია
მაგალითად 1400 მქოდა რეიტინგი და მხვდებოდა 1440 იანი. მანდარჟით ვთამაშობდი, ვცდილობდი შეცდომა არ დამეშვა და ფიგურებს მაქსიმალურად სწრაფად ვცვლიდი. მოკლედ მთავარი მიზანი იყო არ წაგება. ახლა როცა 1440 იანს ვხვდები რწმენა მაქვს უნდა მოვიგო და გაცვლებს კი არ ვცდილობ, მაქსიმალურად ვცდილობ ინიციატივა ჩავიგდო ხელში და მერე შეცდომებსაც უშვებენ
ამას წინათ ქართველი გროისმეისტერის თამაშს ვუყურე, თან განიხილავდა და რამდენიმე დასკვნა დავდე უცებ. არაა სასურველი 1 ფიგურით რამდნიმეს დაცვა. იტვირთება. კიდე ის თქვა რომ ჭადრაკში მეფის მხარეზე უნდა წავიდეს დაწოლა და მეც ვდილობ ეგრე მოვიქცე. მოკლედ შედეგი გამოიღო რა
რასაკვირველია უამრავ შეცდომას ვუშვებ ისევ, როცა ვინმე არასტანდარტულად მეთამაშება სუსტი ტაქტიკური მომზადების გამო ძალიან მარტივად ვიბნევი.
ძალიან ხშირად თამაშისას არ მაქვს მიზანი, რას ემსახურება ეს სვლა, ინტუიტიურად ვაკეთებ ხოლნე და მერე ვცდილობ ლოკალური ამოცანის დასახვას.
არადა ერთხელ ალიოხინის გარჩევა მაქვს ნანახი, მთელი გვერდი ეკავა თუ რატომ უნდოდა რომელიღაც ზოლის დაკავებას
მოკლედ ნამდვილად მშურს იმ ხალხის ვისაც თეორიული კარგი მომზადება აქვს ჭადრაკში. ახლა ხომ სიამოვნებას ვღებულობ, მაგრამ ალბათ ის ორმაგი სიმოვნება იქნებოდა