დინგ ლირენისგან მეტს ველოდი ისე, ძალიან მარტივად წააგო ნეპოსთან, თან თეთრებით თამაშობდა ტიპი, სხვა თამაშებში ფრეები არ ვიცი რამდენად კარგია როცა ჩელენჯერი გინდა გახდე, მოკლედ დინგი აუტსაიდერია, არადა ტიპი კლასიკს მაგნუსის მერე ალბათ ყველაზე მაგრად თამაშობდა, მაგნუსამდეც მაგას ჰქონდა ყველაზე დიდი მოგებათა სერია კლასიკში
ჰიკარუ უმაგრესი კაცია

სულ ღადაობაა მაგის ყურება

ალირეზასთან რა მაგარი ხელი გამოაძვრინა და ფრეს გამორჩა ტიპი

კარუანასთან კი მარტივად წააგო )))
ნეპო იდეალურად მიდის, დინგთან ძალიან მაგარი ხელი მოიგო და ძალიან დამაჯერებლად და ალირეზას კიდე უმარტივესად ბავშვივით მოუგო და გააბითურა
საერტოდაც ალირეზა დიდი გაპიარებული ვინმეა, არაფერი ღირებული ხელი მე მაგის არ მინახავს, არსაიდან აწია ტიპმა 2800 და მაგრად გაპიარდა, რეალურად ეგაა და ეგ, გაცილებით მაგარი თამაშები ითამაშა წელს პრაგნამ, გაცილებით მაგრები თან, წაგებულებიც კი სასწაულად მაგარი თამაშები ჰქონდა, მოგებული მითუმეტეს, მაგნუსს რაც უქნა ეგ საერთოდ ეპიკი იყო
ამ მომენტისთვის ნეპო და კარუ არიან ფავორიტები, ის არ მოხდეს რო ამ 0.5 ქულით მოიგოს ნეპომ და მაგარი ღადაობა იქნება, არადა ნეპომ რო მოიგოს კანდიდატები აი არანაირი აზრი არ ექნება მაგის მაგნუსთან თამაშს, არანაირი, მორიგი სირობა იქნება, გაასაზიზღრებს მაგნუსი და ეგ იქნება, პირველივე თამაშიდან წაგებული ფსიქოლოიით ითამაშებს ნეპო
* * *
აი რაც ნეპომ და ჰიკარუმ ითამაშეს ერთმანეთში იყო საზიზღრობა

არანაირი სიამოვნება ჭადრაკით

ნეპოს აშკარად აწყობდა ეგ ფრე, ლიდერია და მარტივი ნახევარი ქულა აიღო, ჰიკარუმაც ეტყობა წინასწარ იცოდა რო კანდიდატებს ვერ მოიგებდა და მთავარია ღირსეულად გამოსულიყო, ეს გამოსდის კიდეც, მარტო კარუსთან წააგო ჯერ-ჯერობით, თუმცა 1 მოგება/წაგება სატურნირო ცხრილს რადიკალურად შეცვლის, არსაიდან შეიძლება სულ სხვა გახდეს თანალიდერი ან ლიდერიც კი
ეხლა კანდიდატებზე რასაც ვუყურებ კიდე ერთხელ ვრწმუნდები რო მაგნუსი ამათთან შედარებით სხვა პლანეტაზეა, კი, კარუმ ფრეები ეთამაშა ყველა და არ წაუგია ტაიბრეიკამდე მაგრამ ალბათ ისიც კარუს პრაიმი იყო, ეგ ფრეებიც ისევ მაგნუს წაადგა და ტაიბრეიკზე კი გაიგდო და გაასაზიზღრა (ცუდი აღწერაა ჭადრაკისთვის მაგრამ რეალურად ეგრე უქნა)
ეხლა ამათ რო უყურებს მაგნუსი ნაღდად არ ექნება სურვილი რო ისევ დაუჯდეს რომელიმეს და კლასიკი ეთამაშოს, არც მე მექნებოდა მაგის სურვილი, ყოვლად უაზრობაა და იმიტო
ყველაზე მეტად ალირეზაზე მეცინება

იანგესთ ევა 2800-იო და რამე და ჩემი ფეხები

აი ჩემი ფეხები ზუსტად

მოგების გარეშე დაასრულებს მგონი კანდიდატებს