მოტივაციაზე ჩამოვარდა საუბარი და....
ჩემთვის მტკივნეული თემა.

ყველაზე მაღალი მოტივაცია მაქვს ხოლმე ვარჯიშის შემდეგ ერთი-ორი საათი...
მეორე დილიდან უკვე მეზარება ყველაფერი.
სხვათა შორის, პირადად ჩემზე ძალიან ცუდად მოქმედებს ამ თემის პირველ გვერდზე დადებული სურათები. ნაკაჩავები გამომშრალი ტიპები და რამე. ყველამ იცის რომ ეგ ქიმიის შედეგია ყველა და ჩვეულებრივი მოყვარულისთვის მაგ დონეების მიღწევა პრაქტიკულად წარმოუდგენელია.
ხოდა მაგ სურათებს რომ ვუყურებ და მერე ჩემ თავს შევხედავ ხოლმე სარკეში, თვეების და წლების განუწყვეტელი ვარჯიშის და ტანჯვის შემდეგ მაგის მეათედიც რომ ვერ ხდები, მაშინ ქრება ზუსტად ყველანაირი მოტივაცია...
ასეა ეს.
მგონი ჯობია მაგ ნაკაჩავები ტიპების ნაცვლად რაც შეიძლება მსუქანი და უშნო ტანები დავდოთ, რომ მაგათ დამსაგვსება არ მოუნდეს ადამიანს. ეს მეტად მუშაობს, დამიჯერეთ.
ცნობილი ფაქტია, ვიასც გახდომა უნდა, ფსიქოლოგები ურჩევენ თავის მსუქანი შიშველი სურათი სამზარეულოში ჩამოკიდონ. ჭამის სურვილს აქრობს ეგრევე.
გმადლობთ ყურადღებისთვის!