Biggest Lies In Bodybuilding
გადავთარგმნე გლეხურად (ანუ ჩემ ენაზე)

1.დიდი რო გახდე უნდა მიიღო მაღალკალორიული საკვები.
მოკლედ არაა ეს სწორი. საუბარია მაღალ კალორიულ დიაეტაზე.დამტკიცებულია , რომ ამ ხერხით რასაც მოიმატებ იქნება უმეტესწილად ცხიმი.
2.თუ ხარ უცხიმო საკვებზე რამდენი კალორიაც არ უდნა მიიღო ცხიმს არ მოიმატებ.
აზრი ის არის, რომ რაც უფრო გადააჭარბებ შენ დღიურ ნორმას მით უფრო გასივდები და გასივდები

3.რაც მეტს ვარჯიშობ მით მეტი გაიზრდები.
ანუ დამწყებების უმეტესობის პრობლემა.კუნთი იზრდება დასვენების დროს, ამიტომ ზომიერი ვარჯიში ზომიერი დასვენება.გავითვალისწინოთ ისიც, რომ ზოგ კუნთს 5 დღე ან მეტი დასვენება ჭირდება, ამიტომ კარგი დასვენება არის აუცილებელი თუ არ გვინდა რო გადავიტვირთოდ.
4.რაც უფრო დიდი ხანი გრძელდება ვარჯიში მით უკეთესია.
ესეც ეხება დამწყებებს.ზოგი 2, 3, ან 4 საათიც კი ვარჯიშობს დღეში.ჩემი გამოცდილებიდან ბევრი სტაჟიანიც ვიცი მსგავსი პრობლემით.ანუ აზრი ის არის, რომ ვივარჯიშოთ ზომიერად.დარბაზში ვინც დადის მაქსიმუმ 90 წუთი. ხოლო თუ სახლში უბრალოდ ტონუსისთვის ვარჯიშობ 30-45 წუთიც საკმარისია.
5.შეიძლება იყო დიდი მაგრამ არა ძლიერი.
ეს აზრიც ფართოდაა გავრცელებული ხალხში.ბევრს გონია, რომ "პროტეინებს" და მასეთ 'წამლებს" რომ დალევ უბრალოდ გაიბერები, მაგრამ არ გექნება შესაბამისი ძალა.ეს რა თქმა უნდა უაზრობაა.გახდე დიდი ნიშნავს აწიო მეტი წონა და ამ წონის აწევას ჭირდება შენი ძალა და არა მეზობლის.
6.პროფესიონალების სავარჯიშო პროგრამა ყველას ერგება.
ნუ მოკლედ არაა ეს მოსაზრება სწორი. ჩემი აზრს მოვიყვან. შედეგის მიღწევა არაა უბრალოდ რაღაც სავარჯიშო პროგრამის გაყოლა. ანუ პროფები უბრალოდ იმ პროგრამით ვარჯიშით არ ხდებიან დიდები. იმათ ყველაფერი აწყობილი აქვთ პროგრამის გარშემო და მეტი ცოდნაც აქვთ, ამიტომ დამწყები რო მივიდეს და უბრალოდ გააკეთოს იგივე ვარჯიშები შედეგი ბუნებრივია იქნება სულ სხვა.
7.დიდი ვერ გახდები თუ თითო კუნთს კვირაში ერთხელ ავარჯიშებ.
როგორც უკვე ვთქვი ზოგ კუნთს 5 ან მეტი დღე ჭირდება დასვენება.ხშირად აღდგენა 8-9 დღეც გაგრძელებულა. ამიტომ ბუნებრივია, რომ კონკრეტული კუნთის კვირაში ერთხელ ვარჯიში პირიქით კარგიცაა ზრდისთვის.თუ გაქვს საკმარისი ცოდნა დაგროვებული შეგიძლია თავისუფლად გადახვიდე მსგავს ვარჯიშზე.
8.კვირაში სამჯერ ვარჯიში არაა საკმარისი.
მოკლედ ესეც არის ტყუილი.ერთი ის არის, რომ არასავარჯიშო დღეებში კვებას უნდა მიაქციო ყურადღება.არ არ სებობს არანაირი ახსნა ამ სისტემის არაეფექტურობის შესახებ.
9.მისვლებს შორის უნდა დაისვენო 45 წამი.
ამაზე არსებობს მრავალი მოსაზრება, ბევრ გირჩევს 30, 45, 60 და 120 წამ დასვენებასაც კი მისვლებს შორის.საერთოდ კი მოყვარულთათვის კარგია 60-90 წამი დასვენება, კუნთმა რომ დაისვენოს და ზედმეტადაც არ გაცივდეს.
10.რაც უფრო ახალ და ძვირფას "ტრენაჟორებს" იყენებ მით უფრო დიდი შედეგი გექნება.
ნუ ბევრი იმართლებს თავს რო მაგარ დარბაზში რო იყვნენ ბატიბუტებს დაიყრიდნენ

(მაგრამ ჩემი აზრით ზარმაცების მოსაზრებაა. ვარჯიში რო მინდოდა ბაღში ლეღვის ხის ტოტხეც კარგად ვვარჯიშობდი) დაკვირვებებმა აჩვენა რომ მოძველებული ჰანტელები და შტანგა საკმარისია და უფრო ეფექტურიც ვიდრე ახალი "ტრენაჟორები".
დროს რო გამოვნახავ და ხალხმა უარყოფითად თუ არ შეხედა კიდევ დავწერ.
პ.ს. ეს გადმოვთარგმნე რაც შემეძლო მარტივად. ეს უფრო არის ფაქტები და არა ახსნა ზოგმა შეიძლება არ დაიჯეროს (მაგალითად ის, რომ ბევრი ვარჯიში არც ისე კარგია) მაგრამ დამწყებებმა რო გადახედონ და ელემენტარული წესები დაიმახსოვრონ კარგი იქნება ჩემი აზრით.აქაურებმა ეს ზეპირად იციან ამიტომ იმათთვისაა ვინც რჩევისთვის და ა.შ. შემოდის ხოლმე ამ თემაში