რრედჯერ ერთი დაჟე 700იც არარეალურია და აგიხსნი რატომ
თუ უბრალოდ კაჩაობ გააჩნია რა მასა გაქვს კუნთოვანი
ეხლა ადამიანი რომელიც კუნთის ხარჯზე ჩემზე 30 კილოთი მძიმეა შესაბამისად მეტ ენერგიას ხარჯავს და 100კილოიანმა (მშრალმა) თავისუფლად შეიძლება მაგდენი კალორია ხარჯოს მაგრამ ჩემი დაახლოებით 400ია + კარდიო 700 და გამოდის ასე 1000 ნუ მიახლოებით ეგრე ვთვლი (400+700=1100 ვიცი

)
ადამიანი გონებრივი აქტივობის დროსაც ხარჯავს კალორიებს
დაჟე ძილის დროსაც
უმოქმედოდ იხარჯება კალორიები (ორგანიზმში მიმდინარე პროცესების გამო)
ზოგადად 1 კგ ცხიმი მოიხმარს 37 კალორიას
1 კგ კუნთი 250 (მიახლოებით ეს რიცხვებია არ მახსოვს ზუსტად, ოღონდ დღეში მგონი და არა საათში...

)
შესაბამისად გჭირდება ბევრი კალორია ( და არა ის 600-700 რასაც ვარჯიშზე ხარჯავ)
ახლა განვმარტოთ კვება (აქ რამდენჯერმე დაიწერა რომ ვაბშე ამოვიღებ ამა თუ იმ საკვებსო და ახლა მოგცემთ განმარტებას რატომ არის ყველაფერი საჭირო(ცხიმიც კი))
ნახშირწყალი - მისი დანიშნულებაა ორგანიზმს მიაწოდოს ენერგია, რომელიც არის სახარჯი რესურსი (ადამიანი მას ნებისმიერი აქტივობის დროს ხარჯავს) მას ახასიათებს მალე დანაყრება (მაგალითად პური ანაყრებს ძალიან მაგრად მაგრამ ცილა არც ისე...) და არსებობს მრავალი სახის (ნელი საშუალო და სწრაფი პირობითია)
გლიკემური ინდექსი არის მისი ათვისებადობის სისწრაფე, რაც ნაკლებია მით უფრო დიდი ხანი სჭირდება მის ათვისებას (ნელა იშლება თუ რაღაც ეგეთი)
რაც მეტია უფრო სწრაფად
ცილა - კუნთის საშენი მასალა (შედგება ამინომჟავების გრძელი ჯაჭვისგან)
ამინომჟავები - კუნთის პირდაპირი საშენი მასალა (არამარტო კუნთის არამედ მთლიანად ორგანიზმის საშენი მასალაა)
ამინომჟავა არსებობს 23 სახის
მათგან 20 სახის გვხვდება საკვებში
3 სახის მეთანოგენურ სხეულებსა და ეუკარიოტებში
კუნთისთვის აუცილებელი არის მათგან მხოლოდ 9 სახის ამინომჟავა რაც ცხოველურ ცილებშია
ზოგადად მსმენია რომ ქათმის ხორცი იმიტომ ითვლება ბოდიბილდერებს შორის ყველაზე მოთხოვნადად რომ მასში არის ამინოების იდეალური შეფარდება
ასევე კვერცხი და თევზი
ცხიმი - ზოგადად ის არის სისხლში ტრანსპორტიორი საკვების (არ ვიცი ზუსტად ესე მახსოვს)
მცენარეული ცხიმი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას ასევე...
ასევე ბევრი ადამიანი არ ჭამს საერთოდ ბოსტნეულს რომელიც რეალურად ძალიან საჭირო ნივთიერებებს შეიცავს (ნუ ძირითადად ვიტამინებს)
ენზიმები, ფერმენტები + აქვს თერმული ეფექტი, უფრო მეტ კალორიას ხარჯავს მის გადამუშავებაზე ორგანიზმი ვიდრე თვითონ არის
შესაბამისად ყველა საჭიროა თუმცა მათ შორის ბალანსი არ უნდა დაირღვეს
60% ნახშირწყალი
30% ცილა
10% ცხიმი
არსებობს კეტოგენური დიეტები (როდესაც იღებ ცხიმსა და ცილას მხოლოდ)
ამ დროს ხდება ყველასთვის არასასურველი პროცესი - გლიკონეოგინეზი (ცილის ნახშირწყლებად გარდაქმნა)
ეს ხდება როდესაც ორგანიზმი ენერგიის დეფიციტს განიცდის და საჭმლიდან ვაწვდით ცილას (შესაბამისად ის გარდაიქმნება ენერგიად (რომელიც ორგანიზმისთვის არ არის სახარბიელო მდგომარეობა რადგანაც ისედაც ცილა თირკმელებსა და ღვიძლს ვნებს)) და ხდება ჯანმრთელობის დაზიანება თუმცა ძალიანაც რომ ეფექტურია უბრალოდ შესაბამისი რაოდენობის ცილას რომ შეჭამთ რეალურად იქიდან ძალიან მცირე ნაწილი მიეწოდება კუნთებს დანარჩენი ენერგიად გარდაიქმნება
ახლა დაფიქრდი კაი იდეაა რასაც შენ გეგმავ?

მარტო ხორცის და კვერცხის ჭამა
რა პოსტი გავაძრე ვახჩემი
This post has been edited by Reser on 29 Mar 2013, 22:02