თქვენი ტერმინები ჯერ არ ვიცი

მიუხედავად იმისა, რომ თარჯიმანი ვარ...
როგორც ვხდები კარდიო უნდა ეხებოდეს, უფრო სირბილს, ველოს, თხილამურებს და სხვ?
სარბენ ბილიკზე 25 წუთი ვირბინე, დავიწყე საათში 3 კილომეტრიდან და ავედი 6,6 კილომეტრამდე...
ათ წამში ერთხელ ვუმატებდი სიჩქარეს...
ველოზე, 15 წუთი ვივარჯიშე...
თხილამურებზე 5 წუთი...
ასევე გავაკეთე 50 პრესი...
ტრენაჟორებზეც ვივარჯიშე, თითოზე 3ჯერ, თითო პორცია ვარჯიშს, რომ მოვრჩებოდი 1 ან 2 წუთი ვისვენებდი და კიდევ ვაგრძელებდი...
აი რა ტრენაჟიორებიც აქვთ თითქმის ყველაზე ვივარჯიშე, გარდა შტანგებისა...
მკერდის კუნთის გასაუმჯობესებელზეც ვივარჯიშე...
თუ არ ვცდები ფეხის და პრესის კუნთების ტრენაჟორების გარდა ყველაგან 20 კილოთი დავიწყე...
ფეხის და პრსის კუნთებზე 30 კილო...
ორშაბათიდან ორივე კატეგორიაზე კიდევ მოვამატებ...
ტრენერმა მითხრა ყოველდღე ივარჯიშე, მაგრამ არ დაიტვირთო თავი ძალიანო...
ანუ ეტაპობრივად უნდა მოუმატო ყველაფერსო...
თავიდან თითქმის ყველაფერზე გავაჯიშებ, მაგრამ მერე ზოგი ტრენაჟორი არ დაგჭირდებაო...
აი მაგ, პრესის...
ანუ პრესი რომ ჩადგება ფორმაში, ჩემი აზრით მერე პრესის ტრენაჟორზე აღარ მომიწევს ვარჯიში დამატებით, მაგრამ პრესებს მაინც გავაგრძელებ...
ახლა რჩევა მინდა მომცეთ გვერდის ვარჯიშები რამე არ შეგიძლიათ მასწავლოთ?
ან ეტაპობრივი ვარჯიშის დროს, გვერდები თავისით ფორმაში ვერ მოვა?
ე.ი. ნახევარი შავი პური რომ შევჭამო არაფერი იქნება...
აი ზოგჯერ ნოყიერ რამეს რომ დავინახავ ხოლმე მაცდუნებს ხოლმე ეშმაკი
i-L-i-A-D-i-S-i