მოკლედ ვკითხულობ ამ თემას და იმდენი რამე წერია, რომ ერთბაშად ვერ ვიგებ.. ხოდა დავწერ და იქნებ ვინმე კეთილმა ადამიანმა მიპასუხოს

მოკლედ უკვე მესამე თვე სრულდება რაც ვვარჯიშობ
ვარ 25 წლის, 185 სმ და 94 კილო. ზოგადად კილოგრამებში 94 ვიქნები თუ 120 მკიდია, უბრალოდ მაქვს ღიპი და გვერდები, რისი სასტიკი მოშორებაც მინდა და კუნთის გაზრდაც.
თავიდან ვარჯიში, რომ დავიწყე მივეძალე ჭამას და ცილებს, პარალელურად კაი ბლომად პრესებს ვაკეთებდი, მაგრამ როდესაც კარგად გავეცანი ინფორმაციას მივხვდი რო სისულელეა, და რეალურად თუ ღიპის და გვერდების დაგდება მინდა კალორიები იმაზე ცოტა უნდა მივიღო ვიდრე ვხარჯავ.
ეხლა გადავედი კალორიების დიეტაზე, ანუ სადღაც 1500 კალორიას ვიღებ დღეში, შეძლებისდაგვარად ვითვლი.. ამოვიღე რაციონიდან პური (ჩავანაცვლე ხლებცით) ასევე ვერიდები ლუდს, ზეთში შემწვარ რაღაცეებს.. ანუ ვჭამ უფრო მოხარშულ ქათამს, კეფირი, ჰერკულესის ფაფა, სალათები, ხილი, ბრინჯი და გრეჩიხა.
ვიცი რო კარდიოები უნდა ვაკეთო მაგრამ, ცოტა მეზარება სირბილი, ტრენაჟორებზე უფრო ვვარჯიშობ და იქ 10-15 წუთი სახტუნაოზეც დავხტუნავ. დანარჩენი დღეები ვცდილობ ველოსიპედით ვიარო
მაინტერესებს
1)ამ 1500 კალორიაში რა ჯობია, მეტი ცილი ცილები მივიღო თუ ნახშირწყლები.
2)ვარჯიშის დღეს შემიძლია თუ არა 1500-ზე მეტი მივიღო, ისე რომ წონის აქტიური დაკლება განვაგრძო?
3)დამატებით L-Carnitine-ს შემცველი გამოსაშრობიც ხომ არ მივიღო? მაგალითად ეს
http://www.aversi.ge/annotations.php?id=73...o&drug_id=217504)მაქვს 2 დღიანი პროგრამა (1 დღე: მკერდის ვარჯიშები 3x10, ბიცეპსი და ტრიცეპსის ვარჯიშები, ასევე ფეხები და პრესი. 2 დღე: მხრები და ზურგი, იგივე ბაკავიკები. ფეხები და პრესი) რამე ხომ არ შევცვალო?
SE K500 > SE K700 > SE W850 > Samsung Galaxy S i9000 > Pantech burst > Pantech Flex > Huawei Honor 6 > Huawei Honor 6 Plus > Huawei P9 > Xiaomi Mi8