დიდი მადლობა თემის ავტორს ახალი თემისთვის

ფერარის მოგება დაიდოს მონაკოს ეტაპზე ამ თემაში

ახლა ისევ მინდა ორი სიტყვა ვთქვა მერსედესზე. ძალიან გული მწყდება, ძალიან, ასეთი ცუდი ტემპი რომ აქვთ. წინა ეტაპებზე პოდიუმებზე ასვლას მაინც ახერხებდნენ, ეხლა კიდე, როდესაც გუნდებმა შედარებით უფრო გაუგეს საბურავებს, საერთოთ კატასტროფა შედეგები აქვთ

მონაკოში ალბათ ისევ მერსედესები იქნებიან პოულზე და აი მანდ კი ნამდვილად შეიძლება გამარჯვებაზე ფიქრი, იმიტომ რომ იზნოსი შედარებით ნაკლებია მონაკოში ყოველთვის. თუმცა ალბათ ისევ სუპერსოფთი-სოფთი იქნება მანდ კომპლექტი. ნუ 3 პიტს ალბათ უნდა ველოდოთ მაინც. მერსედესებმა უნდა მოუმატონ, ლუისა შემეცოდა გუშინ, არ შემიძლია ასე პილოტაჟიო, იძახოდა.
მაკლარენებმა კიდე რა უქნეს ამ ბოლიდს, მართლა როგორ გააფუჭეს

უსწრაფესი ბოლიდი ყავდატ 2012-ში და ეხლა რა უქნეს ასეთი რომ 10-ეულში მოხვედრაც კი უჭირთ. პილოტებს ვერ მივაწერთ ამ წარუმატებლობას ნამდვილად, შარშან გვახსოვს კიდეც ჯენსონას პირველი რიგიდან დაწყებული რბოლები და გამარჯვებები. აშკარად ბოლიდს აქვს პრობლემა...
ფერარიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ სწრაფი ბოლიდი ყავთ, და რომ არა ის პრობლემები მალაიზიაში და ბაჰრეინში, მეორე ადგილს მაინც აიღებდა ალონსო, უკეთეს შემთხვევაში ერთერთს მოიგებდა კიდეც. მაგრამ ეგ არაფერი, კიდევ ბევრს მოვიგებთ წელს

ხო, კიმიზე და ლოტუსზეც ვიტყვი 1-2 სიტყვას. მხოლოდ და მხოლოდ კარგს. კიმი შეუდარებელია წელს, ლოტუსიც აშკარად ფორმაშია, თუმცა მემგონი ჯობია ისევ სტანდარტული სტრატეგიით გამოსვლა ცადონ, ხოლმე... კიმი წელს სერიოზული ძალა იქნება და როგორც ჩანს ლოტუსიც მიყვება დარაბოტკებებით ლიდერებს. კიმი საოცრად სტაბილურია, ფაქტიურად შეცდომას არ უშვებს და მაქსიმუმზე დადის სულ. 1-2 გამარჯვება კიდევ ექნება კიმის სეზონის პირველ ნახევარში, მერე ლოტუსმა თუ გაუქაჩა დანარჩენ გუნდებს, კიდევ მოიგებს რამოდენიმე ეტაპს, პოდიუმზე ფაქტიურად სისტემატიურად არის.
მოკლედ წელს როგორც ვატყობ 3 კაცი იბრძოლებს ჩემპიონობისთვის - სება კიმი და ნანდო... მაგრამ მინდა რომ სება ადრევე გამოეთიშოს, უკვე სერიოზულად მეშინია მაგ ბიჭის. მე4 ტიტული რომ აიღოს წელს, ნაღდად ვეღარ გადავიტან და ინფაქტი მხევს

მირჩევნია კიმის და ნანდოს შორის აიწიო ბრძოლა ჩემპის ბოლოსკენ და გაიმარჯვოს ღირსეულმა, ვინც უკეთესი იქნება წელს
This post has been edited by MuFaS on 13 May 2013, 10:54